დღეს, რუსთაველის გამზირზე აქცია/დემონსტრაცია გაიმართება

დღეს, რუსთაველის გამზირზე აქცია/დემონსტრაცია გაიმართება. განცხადება გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გააკეთა. ზურაბიშვილმა თქვა, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და მას რუსეთის მხრიდან დაპყრობის ახალ ფორმად მიიჩნევს. პრეზიდენტის თქმით, საქართველომ უნდა დაანახვოს მსოფლიოს, რომ დემოკრატიული არჩევნების უფლებას არ დათმობს. “არ ვაღიარებთ არჩევნებს. არ ვეგუებით რუსეთს და მის ამ ფორმით შემოსვლას საქართველოში, ახალი […]
ირაკლი კობახიძე – აეროპორტების მიმართულებით ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს, ასევე, იმედი გვაქვს, 2028 წელს მიიღებს ანაკლიის პორტი პირველ გემს

აეროპორტების მიმართულებით ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ვაზიანის ახალი აეროპორტი… ასევე ქუთაისის აეროპორტის გაფართოება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ამასთან, პრემიერი იმედოვნებს, რომ 2028 წელს მიიღებს ანაკლიის პორტი პირველ გემს. „ინფრასტრუქტურული სამუშაოები გაგრძელდება. ძალიან კონკრეტული და მკაფიო გეგმა გვაქვს შემდეგი 4 წლისთვის. ეს გეგმა სრულად უნდა განხორციელდეს, მათ შორის […]
ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ევროინტეგრაცია – ირაკლი კობახიძე

გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და მთავარი პრიორიტეტი, ბუნებრივია არის ევროინტეგრაცია. ჩვენ ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვას, რაც ვფიქრობთ, ინტენსიურ რეჟიმში მომავალი წლის დასაწყისიდან წარიმართება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობის ამბიციური ამოცანაა, რომ 2028 წლისთვის ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი შესრულდეს, რაც უზრუნველყოფს იმას, […]
კვარაცხელიამ დაისვენა და “მილანისთვის” პირველი გოლის გატანას ეცდება – “ნაპოლი” 4 ქულით ლიდერობს…

“ნაპოლიმ” კონტეს სტილში, პრაგმატულად (1:0 ლეჩესთან) მოიგო, იტალიის ჩემპიონატს 4-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და წინ რთული გრაფიკი აქვს. გუნდი თითქმის არ უშვებს და ცოტა გააქვს. ანტონიომ ხვიჩა კვარაცხელიას დასვენების საშუალება მისცა და მხოლოდ დასკვნითი 20 წუთი ათამაშა. ლიდერებთან მატჩები “მილანით” იწყება, რომელთაც ნეაპოლელები სერია “ა”-ს მე-10 ტურში ეწვევიან – სამშაბათს, 29 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე. […]
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, რუსეთის ომს კიდე ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. დაღუპული მებრძოლი მამუკა კეკელიაა. კეკელიას დაღუპვის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში, დაღუპული მებრძოლის მეგობრები ავრცელებენ. რუსეთ-უკრაინის ომს მისი დაწყებიდან დღემდე, 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მთავრობა ერთ თვეში, პარლამენტის წინაშე, განახლებულ 4-წლიან სამთავრობო პროგრამას წარადგენს – პრემიერი

ჩვენ უპრეცედენტო ნდობა გამოგვიცხადა ქართველმა ხალხმა და ეს უპრეცედენტო ნდობა გვაკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასაც ქართველი ხალხის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაახლოებით ერთ თვეში საქართველოს მთავრობა პარლამენტის წინაშე წარადგენს განახლებულ 4-წლიან სამთავრობო პროგრამას და ეს პროგრამა დაეფუძნება საარჩევნო პროგრამას. „ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური ამოცანები, ჩვენ წარვადგინეთ ძალიან […]
ემა უოტსონის ჯინის ბრენდი ტანსაცმლის შესაქმნელად მოდის სახლთან გაერთიანდა

ემა უოტსონის ჯინის ბრენდი Renais გაერთიანდა იტალიურ მოდის ბრენდთან Del Toro-სთან, რათა შექმნას უნისექსი ტანსაცმლისა და აქსესუარების ხაზი. ამის შესახებ Spirits Business წერს. გამოცემის ცნობით, კოლექციაში შედის პიჯაკები, კარდიგანები, ქუდები და წინდები. მათ აერთიანებს საერთო იდეა „მხიარულება“. „ორი მართლაც საკულტო ბრენდის გაერთიანებით, ჩვენ ვქმნით ტანსაცმლის კოლექციას, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ პროდუქტები: ჩვენ მივმართავთ ადამიანებს, […]
პრემიერი – 4%-ს უნდა ჩამოსცდეს უმუშევრობის მაჩვენებელი, ასევე 4%-ს უნდა ჩამოსცდეს სიღარიბის მაჩვენებელი – მინიმუმ 300 ათასმა მოქალაქემ უნდა დაძლიოს სიღარიბე მომდევნო 4 წლის განმავლობაში

4%-ს უნდა ჩამოსცდეს უმუშევრობის მაჩვენებელი, ასევე 4%-ს უნდა ჩამოსცდეს სიღარიბის მაჩვენებელი. ამ ქვეყანაში მინიმუმ 300 ათასმა ჩვენმა მოქალაქემ უნდა დაძლიოს სიღარიბე მომდევნო 4 წლის განმავლობაში,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, 40 მილიარდს უნდა გადააჭარბოს ბიუჯეტმა 4 წლის თავზე. „ჩვენ კონკრეტულ ამოცანებზე გვქონდა საუბარი. ეს არის ეკონომიკის გაზრდა 130 მილიარდ ლარამდე. […]
პრემიერ-მინისტრი – ოპოზიცია და NGO-ები კიდევ ერთხელ უპირისპირდებიან კონსტიტუციურ წყობილებას, თუმცა სახელმწიფო დგას თავის ადგილზე – კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში ვერავინ შეარყევს

ეს ძალები [ოპოზიცია და NGO-ები] ერთად კიდევ ერთხელ უპირისპირდებიან კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში, სცადეს დაჰპირისპირებოდნენ, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და, რა თქმა უნდა, კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში ვერავინ შეარყევს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მეორდება ის, რაც მეორდებოდა წლების განმავლობაში – ოპოზიცია ვერ […]
ირაკლი კობახიძე – ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო პრიორიტეტები გვაქვს – ბუნებრივია, მთავარი პრიორიტეტია ევროინტეგრაცია!

ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო პრიორიტეტები გვაქვს – ბუნებრივია, მთავარი პრიორიტეტია ევროინტეგრაცია! – ეს განცხადება მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ქვეყნის ყველა მიმართულებით განვითარება იმისთვის, რომ საქართველომ 2030 წლისთვის ევროინტეგრაციის მიზანს მიაღწიოს, რისთვისაც მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება. კობახიძემ ამ კონტექსტში ყურადღება ეკონომიკური ზრდაზე გაამახვილა და როგორც განაცხადა, “თუ ეკონომიკური მაჩვენებლები არ […]