1-ელ ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელ ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ღამის საათებში კი დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18, ღამით კი +3, +5 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი […]
შალვა პაპუაშვილი – მოვითხოვთ, რომ ISFED-მა გაასაჯაროოს პარალელური დათვლის შედეგები – ISFED-ი ახლაც ზუსტად იმავე სკანდალში გაეხვია, როგორიც 2020 წლის გაყალბების სკანდალი იყო

მოვითხოვთ, რომ ISFED-მა გაასაჯაროოს სრულად პარალელური დათვლის შედეგები და არ დაუმალონ საზოგადოებას ის მხილება, რომელიც ამ ანგარიშში იქნება ოპოზიციის და ზოგიერთი NGO-ს მიმართ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, NDI -სა და USAID -ის პასუხისმგებლობაა, რომ 2020 წლისგან განსხვავებით, ახლა აიძულონ ISFED გამოაქვეყნოს პარალელური დათვლის სრული ანგარიში. […]
შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრი, რომელმაც მარნეულში, 69-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენები საარჩევნო ყუთში ჩაყარა, დაკავებულია

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, “ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრი, რომელიც მარნეულში, 69-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენებს საარჩევნო ყუთში ყრიდა, დაკავებულია. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. „სულ რამდენიმე ინციდენტი დაფიქსირდა, ყველა ინციდენტზე არის პასუხი. სხვათა შორის, ერთი რამეც უნდა ითქვას ბრალდებებთან და ხმის მრავალჯერ მიცემასთან დაკავშირებით, გუშინ, ნახეთ, ოდირის ხელმძღვანელს კითხეს კიდეც, მან დაასახელა […]
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს არჩევნებზე – ძალიან საგანგაშო შეშფოთება გაჩნდა არჩევნების თავისუფლებისა და სამართლიანობის შესახებ

ესტონეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ქართველი ხალხის ევროპულ ოცნებას. ძალიან საგანგაშო შეშფოთება გაჩნდა არჩევნების თავისუფლებისა და სამართლიანობის შესახებ, – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კარისი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, დემოკრატიას ნდობა ავითარებს. „ყველა ხმა მნიშვნელოვანია. მოდით, ვიმუშაოთ იმისთვის, რომ პროცესი იყოს ისეთი, რომლის რწმენაც ყველა ქართველს შეიძლება ჰქონდეს. ესტონეთი მტკიცედ დგას ქართველი ხალხისა და […]
შალვა პაპუაშვილი – მას შემდეგ, რაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაადასტურა, რომ მათი და ცესკო-ს დათვლა ერთმანეთს ემთხვევა, შეგვიძლია ღიად ვთქვათ, რომ „ედისონ რისერჩმა“ ეგზიტპოლი გააყალბა

მას შემდეგ, რაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაადასტურა, რომ მათი და ცესკო-ს დათვლა ერთმანეთს ემთხვევა, შეგვიძლია ღიად ვთქვათ, რომ „ედისონ რისერჩმა“ ეგზიტპოლი გააყალბა – მცდელობა იყო, რომ საზოგადოებაში შფოთი შემოეტანათ და არჩევნების დისკრედიტაცია მოეხდინათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, „ედისონ რისერჩმა“ საკუთარ რეპუტაციას მძიმე […]
Politico – ევროკავშირში აცხადებენ, რომ ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტი მისი მორიგი სოლო მცდელობა იქნება

ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტი უნდა იქნას გაგებული მხოლოდ როგორც ორბანის მორიგი სოლო მცდელობა, რომელიც მოგზაურობს ეროვნული უფლებამოსილების ფარგლებში და, როგორც ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, პირდაპირ არ საუბრობს გარე სამყაროსთან, – Politico-ს ინფორმაციით, ამის შესახებ გამოცემას ევროკავშირის მაღალი რანგის დიპლომატმა განუცხადა. მისი თქმით, თუ მოგზაურობის დროს ორბანმა განაცხადა, რომ ის ევროკავშირს წარმოადგენს, ეს იქნება თვითმარქვიობა და უტიფარი […]
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, სოციალურად დაუცველ 528 ოჯახს, საშეშე მერქნის შესაძენად, 200 ლარის ოდენობის დახმარება გაეწია

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, სოციალურად დაუცველ 528 ოჯახს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, საშეშე მერქნის შესაძენად, 200 ლარის ოდენობით, უნაღდო ანგარიშსწორებით, დახმარება გაეწია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მინუციპალიტეტი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება, რომელთა მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მატერიალური და სოციალური მდგომარეობის ხელშეწყობა და გაუმჯობესებაა.
“ჩელენჯერის სერიის” მორიგ საერთაშორისო ტურნირზე დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა მეორე ადგილი მოიპოვეს

ბრატისლავაში „ონდრეი ნეპელას თასზე” “ჩელენჯერის სერიის” მორიგი საერთაშორისო ტურნირი” გაიმართა. სპორტულ ცეკვებში, 12 ქვეყნის 15 მონაწილე წყვილს შორის, ჩვენი ნაკრებიდან იასპარეზა დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის მოცეკვავე წყვილმა, რომელმაც ორი პროგრამის ჯამში 201.87 ქულით ვერცხლის მედალი და მე-2 ადგილი მოიპოვა. დევის- სმოლკინის წყვილის შემდეგი სტარტი გრან-პრის ბოლო ეტაპზე, ნოემბერში, ჩინეთში გაიმართება.
Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7375 ლარად ივაჭრება – რა ღირს ეროვნული ვალუტა სავალუტო ჯიხურებსა და ბანკებში?

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7375 ლარად ივაჭრება. გუშინდელი გაუფასურების შემდეგ, პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7511 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ პარასკევს დადგენილი ოფიციალური კურსით კი 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7198ლარს შეადგენს. განსხვავებულია ვალუტის კურსი კომერციულ ბანკებში. „თიბისი ბანკში“ – 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.8050 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა – 2.6850 ლარად. ევროს ღირებულება […]
არჩევნების შედეგების საპროტესტოდ, რუსთაველის გამზირზე დღეს აქცია გაიმართება

გვინდა მოგიწვიოთ 28 ოქტომბერს, 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, – ამის შესახებ განცხადება გუშინ, ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნების გაყალბებას არ შეეგუებიან. “უფლებას, ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, არავის დავუთმობთ. ეს იქნება სიმბოლური გამოსვლა – ყველანი ერთად”, – განაცხადა პრეზიდენტმა. […]