მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის ნაწილის მიერ გაჟღერებულ გეგმაზე – სასოწარკვეთილებას გეგმა არ გააჩნია

სასოწარკვეთილებას გეგმა არ გააჩნია. სასოწარკვეთილება არის სპონტანური, ემოციური მოქმედებების ფონზე, მათი მხრიდან ახლა ჩვენ რასაც ვუყურებთ, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის ნაწილის მიერ გაჟღერებული გეგმა. მდინარაძის თქმით, საკუთარი ამომრჩევლის ძალიან დიდი შეურაცხყოფაა მათთვის იმის დაჯერების მცდელობა, რომ ელექტრონულ არჩევნებში 300 ათასი ხმა გაყალბდა. „მართლა გულწრფელად ვთვლი, […]

,,რა მოხდა 26-ში?” – რას წერს თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი: ,,რა მოხდა 26-ში? ცოტა არეულად კი გამოვა ალბათ მაგრამ მაინც დავწერ. ბევრი ადამიანი წერს აქ საკუთარ ისტორიას, იმას რაც თავისი თვალით ნახეს და გამოსცადეს. ყვეკაფერი იყო პრიმიტიულად. ჩვენ კახეთის აზერბაიჯანულ სოფლებში ვიყავით. ჩემი პატარა გუნდით წავედით იქ სადაც ველოდით დიდ სიშლეგეებს. რა ვანხეთ: — 20-30 კაცი უბნების ეზოებში მთელი დღე, […]

,,დაკომპლექტდეს დროებითი პარლამენტი, რომელიც 6 თვის ვადაში უზრუნველყოფს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას!“ – კახა ოქრიაშვილი

პარლამენტარი, ,,პსპ ფარმას” დამფუძნებელი, კახა ოქრიაშვილი: ,,მინდა მადლობა გადავუხადო იმ მამაც ხალხს, ვინც მოვიდა არჩევნებზე და არნახული დაშინების ფონზე ხმა მაინც თავისი შინაგანი რწმენის მიხედვით მისცა. ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის პოლიტიკიურ განწყობას. „Edison Research“-ის ეგზიტპოლმა, რომელსაც სრულად ვენდობი, რადგან წარსულ არჩევნებზეც, ოფიციალურ შედეგთან მიმართებაში ყველაზე ახლო და ზუსტ მონაცემებს დებდა, ჯამში, […]

ევროპელი დეპუტატები: ევროკავშირი ვერ ცნობს ამ არჩევნებს

10 ქვეყნის მაღალი რანგის პარლამენტარები ამბობენ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი და ამიტომ “ევროკავშირი ამ არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად ვერ ცნობს”. ღია წერილს, რომელიც 27 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ხელს ათი ევროპული ქვეყნის და კანადის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები – მეტწილად საგარეო ურთიერთობების, ევროპული საკითხების კომიტეტების თავმჯდომარეები აწერენ ხელს, და ამბობენ, რომ ისინი […]

#მევნახეგაყალბება — სოციალურ ქსელში კამპანია დაიწყო

სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციურმა სადამკვირვებლო მისიამ „ჩემი ხმა” სოციალურ ქსელში დაიწყო კამპანია „მე ვნახე გაყალბება“. დამკვირვებლები და ამომრჩევლები #მევნახეგაყალბების ჰეშტეგის ქვეშ აერთიანებენ ისტორიებს საარჩევნო უბნებზე აღმოჩენილი დარღვევების შესახებ და ურთავენ ფოტო-ვიდეო მასალას. ნინო ლომჯარიას თქმით, კოალიცია „ჩემი ხმის“ წევრები და მოხალისეებმა უკვე მოაგროვეს და დაახარისხეს საარჩევნო დარღვევების 500-ზე მეტი ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალა, რასაც საერთაშორისო […]

პესკოვის მტკიცებით, რუსეთი არჩევნებში არ ჩარეულა და “ოცნება” ქართველმა ხალხმა აირჩია

კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება და ამბობს, რომ არჩევნებში არავითარი ჩარევა არ მომხდარა და შედეგები ქართველი ხალხის არჩევანს ასახავს. პესკოვის მტკიცებით, რუსეთის მისამართით გაჟღერებული ბრალდებები, არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით, “უსაფუძვლოა”. “თუ რამეა, ეგრევე რუსეთს ადანაშაულებენ. ეს ასე არ არის. არავითარი ჩარევა არ ყოფილა და ბრალდებები უსაფუძვლოა. ჩვენ მკაცრად უარვყოფთ ამ ბრალდებებს. ეს ქართველი […]

გუშინ პრეზიდენტის სასახლეში აღქმაკრატიის იდეოლოგიის მიმდევართა კლუბის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა – რატი ბრეგაძე

“გუშინ პრეზიდენტის სასახლეში აღქმაკრატიის იდეოლოგიის მიმდევართა კლუბის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა” – ასე ეხმიანება იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ოპოზიციის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს და მასთა თავმოყრილ ოპოზიციონრებს. “კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, მხოლოდ საკუთარი აღქმებისა და შთაბეჭდილებების საფუძველზე, მტკიცებულებების გარეშე, არჩევნებს ტოტალურად გაყალბებულს უწოდებს და მას არ აღიარებს. ქალბატონი სალომე დეტალებში არ შედის და მაღალი ალბათობით, არც თვლის […]

საქართველოში შედგა არჩევნები, რომლის ვერ აღიარება ყველაზე ანტაგონისტურად, სუბიექტურად თუ რაც გნებავთ დავარქვათ, განწყობილმა ძალებმაც ვერ შეძლეს

გამოვეხმაურები საერთაშორისო შეფასებებს, შეგვიძლია ჩვენ ამ შეფასებებს დავარქვათ კრიტიკული აღიარება. კრიტიკის ნაწილში არ ვეთანხმებით, აღიარების ნაწილში ვეთანხმებით. დიახ საქართველოში შედგა არჩევნები, რომლის ვერ აღიარება ყველაზე ანტაგონისტურად, სუბიექტურად თუ რაც გნებავთ დავარქვათ, განწყობილმა ძალებმაც ვერ შეძლეს, ამასთან დაკავშირებით სიტყვა არ თქმულა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძემ მადლობა გადაუხადა ეუთო/ოდირს, რომელმაც […]

რა შედეგით დასრულდა გერმანიაში ექსპერიმენტი ოთხდღიანი სამუშაო კვირით?

გერმანიაში დასრულდა ექვსთვიანი ექსპერიმენტი ოთხდღიანი სამუშაო კვირით, რომელშიც 45 კომპანია მონაწილეობდა. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. შედეგებმა აჩვენა, რომ თანამშრომლების პროდუქტიულობა არ დაზარალდა, სამაგიეროდ მათ დაიწყეს მეტი დროის გატარება ახლობლებთან და მეტად დაკავდნენ სპორტით. მიუნსტერის უნივერსიტეტის ექსპერტებმა გააანალიზეს თანამშრომლების თმა კორტიზოლის – სტრესის ჰორმონის დონის გასარკვევად და დაადგინეს, რომ დასაქმებულების ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესდა. მათ ასევე გამოიყენეს […]

ქართველმა ხალხმა დემოკრატია მიიღო, პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას – ბლინკენი

ქართველმა ხალხმა დემოკრატია მიიღო. ახლა საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი განცხადებით, ლიდერებმა უნდა გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, აღმოფხვრან ხარვეზები საარჩევნო პროცესში და საქართველო ევროატლანტიკური მომავლისკენ წაიყვანონ. “გუშინ ქართველმა ხალხმა დემოკრატია მიიღო. ახლა საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ […]