ლინას ლინკევიჩუსი – ევროპა ქართველი ხალხის მხარეს უნდა დადგეს – რუსეთი არ გაჩერდება, მათ სჭირდებათ მთელი უკრაინა, მოლდოვა, საქართველო

ევროპა ცალსახად უნდა დადგეს ქართველი ხალხის მხარეს. ჩვენ ვხედავთ, რა გამოიწვია უკრაინის დოზირებულმა და ნაწილობრივმა მხარდაჭერამ , – ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და შვედეთში ლიეტუვის ელჩმა ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი, რომელსაც იმპერიული ამბიციები ამოძრავებს, არ გაჩერდება. „რუსეთი არ გაჩერდება თავისი იმპერიული ამბიციებით. მათ სჭირდებათ მთელი უკრაინა, მოლდოვა, საქართველო. ისინი უნდა […]

ზურაბიშვილი არჩევნებზე: ოცნებამ, სავარაუდოდ, რუსული სპეცსამსახურებისგან მიიღო დახმარება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვარაუდობს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ქართულ ოცნებას, სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურებისგან ეხმარებოდნენ. სალომე ზურაბიშვილმა Associated Press-სთან ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ ამერიკა და ევროკავშირი დემონსტრანტებს მხარს დაუჭერს. მანვე დაამატა, რომ კავკასიაში “ძლიერი ევროპის” არსებობა და რეგიონის სტაბილურობა მათ ინტერესებში შედის. “ჩვენ ვნახეთ, რომ პირდაპირ გამოიყენეს რუსული პროპაგანდა. ხელისუფლება რუსეთთან ხელიხელ ჩაკიდებულმა იმუშავა და სავარაუდოდ რუსული […]

ვფიქრობ, პოლიტიკური პარტიები ფიქრობენ ხელახალი არჩევნების მოთხოვნაზე – პრეზიდენტი

მე გარკვევით გამოვხატე ჩემი შეფასება. ვფიქრობ, რომ ამ შეფასებას მხარი ქართველმა ხალხმა უნდა დაუჭიროს, რადგან სწორედ ისინი ხედავენ, რომ მათი ხმები მოპარეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტს დაუსვეს შეკითხვა, რისი მიღწევა სურს საპროტესტო აქციებით, რომლისკენაც მან საზოგადოებას მოუწოდა. „მე არაფრის მიღწევა არ მსურს, მე გარკვევით გამოვხატე ჩემი შეფასება. […]

საქართველო მოწადინებულია, ჰქონდეს კარგი ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე ამერიკასთან და ზოგადად პარტნიორებთან – ლევან დავითაშვილი

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულ და გრძელვადიან პარტნიორებთან, გვქონდეს სტაბილური ურთიერთობები, რომლებიც ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ იქნება მიმართული. აქედან გამომდინარე, არაერთი განცხადება იყო გაკეთებული პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან როგორც საარჩევნო პროცესში, ისე წინა პერიოდში, რომ საქართველო მოწადინებულია, ჰქონდეს კარგი ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე ამერიკასთან და ზოგადად პარტნიორებთან. ჩვენ ველოდებით, რომ ეს ურთიერთობები გაუმჯობესდება და […]

ნატოს ხელმძღვანელი ადასტურებს რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სამხედროების ყოფნას

ნატოს ხელმძღვანელის, მარკ რიუტეს განცხადებით, სამხედრო ალიანსი ადასტურებს ინფორმაციას, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედროები გადაყვანილი არიან რუსეთის კურსკის რეგიონში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება. 28 ოქტომბერს ბრიუსელში რიუტემ ამ ნაბიჯს უწოდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის “მნიშვნელოვანი ესკალაცია” და თქვა, რომ ეს არის რუსეთის პრეზიდენტის “სასოწარკვეთის” ნიშანი ომში 600 000-ზე მეტი სამხედროს დაკარგვის შემდეგ. რიუტეს განცხადებების ფონია ინფორმაცია იმის […]

,,დღეს, იმაზე უფრო დიდ იმედგაცრუებას მიიღებენ, ვიდრე არჩევნების შედეგებით მიიღეს…“ – ვატო შაქარიშვილი

,,დღეს, იმაზე უფრო დიდ იმედგაცრუებას მიიღებენ, ვიდრე არჩევნების შედეგებით მიიღეს…“ – ვატო შაქარიშვილი ,,საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი: ,,დღეს, იმაზე უფრო დიდ იმედგაცრუებას მიიღებენ, ვიდრე არჩევნების შედეგებით მიიღეს… შეიკრიბეთ, მიუსამძიმრეთ ერთმანეთს და წაით სახლში, მორჩა კინო…”

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვირეულების ფარგლებში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მისივე ცნობით, ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა. პროფესორმა თამარ წერეთელმა დამსწრე საზოგადოებას აფხაზური ენის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშეა, ამდენად, უნივერსიტეტის მეცნიერებისთვის აფხაზური ენის დაცვის […]

,, სანამ იტყვით, რომ პრეზიდენტის მოწვევის გარეშე პარლამენტი ვერ შეიკრიბება, ან უმცირესობას ბოიკოტით შეუძლია პარლამენტის მუშაობა გააჩეროს, დაფიქრდით…” – ვახუშტი მენაბდე

,, სანამ იტყვით, რომ პრეზიდენტის მოწვევის გარეშე პარლამენტი ვერ შეიკრიბება, ან უმცირესობას ბოიკოტით შეუძლია პარლამენტის მუშაობა გააჩეროს, დაფიქრდით…” – ვახუშტი მენაბდე კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე: ,,ჩემი პოსტები და ვიდეოები ზოგს აღიზიანებს. მეგობრებო, სანამ იტყვით, რომ პრეზიდენტის მოწვევის გარეშე პარლამენტი ვერ შეიკრიბება, ან უმცირესობას ბოიკოტით შეუძლია პარლამენტის მუშაობა გააჩეროს, დაფიქრდით ამით რამხელა ძალაუფლების მინიჭებას უჭერთ მხარს ერთი […]

ბორელი: რაც არ უნდა თქვას ორბანმა საქართველოში ვიზიტის დროს, ის არ წარმოადგენს ევროკავშირს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის ევროკავშირს არ წარმოადგენს. “უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი დღეს საქართველოში ჩასვლას აპირებს… დიდი ალბათობით იმისთვის, რომ საკუთარი მხარდაჭერა დაუდასტუროს საქართველოს ხელისუფლებას. რაც არ უნდა თქვას ბატონმა ორბანმა თავისი ვიზიტის დროს, ის არ წარმოადგენს ევროკავშირს”, – თქვა ბორელმა ესპანურ რადიოსთან საუბარში. […]

ნატო: არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობები სრულად უნდა იქნეს გამოძიებული

ნატოს პრესსპიკერი, ფარა დახლალა აცხადებს, რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობები გამოძიებული უნდა იყოს. დახლალამ ამის შესახებ, რადიო თავისუფლების კითხვის პასუხად ისაუბრა. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ნათლად განაცხადა, რომ მას სურს დემოკრატიული, აყვავებული მომავალი, ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. ნატო საქართველოს მოუწოდებს, გააგრძელოს შიდა რეფორმები და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები. “საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ შენიშნა არათანაბარი […]