გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 ოქტომბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჩანადირთკარი, საკრამული, მლაშე, ბაგა, საშაბურო, ბოდორნა, კოჭობა, თხილიანა, ანანური, ცივწყარო, თანდილაანთკარი, ფიტავი, ჟინვალი და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 11:00-დან 18:30 საათამდე – მომხმარებლებს სოფლებში: მენესო, ჭართალი. 12:00-დან 18:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება აბონენტებს სოფლებში გუდაური, ქუმლისციხე, […]
ისრაელმა გაერო-ს სააგენტოს ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედება აუკრძალა

ისრაელის ქნესეთმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც გაერო-ს პალესტინელთა დახმარებისა სააგენტოს (UNRWA) ისრაელში საქმიანობას კრძალავს. The Times of Israel-ის ინფორმაციით, კანონპროექტს მხარი 92 დეპუტატმა დაუჭირა, 10 კი – წინააღმდეგი წავიდა. ისრაელი აცხადებს, რომ ღაზას სექტორში UNRWA-ს თანამშრომლების 10 პროცენტზე მეტს კავშირი აქვს ტერორიზმთან და რომ ორგანიზაციის ეგიდით მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებები რეგულარულად აღძრავენ ისრაელის სიძულვილს და ადიდებენ […]
კიევზე დრონებით შეტევა იყო

სულ მცირე ოთხი ადამიანი დაშავდა უკრაინის დედაქალაქ კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად. პირველი ცნობა, რომ რუსული დრონებით მორიგი თავდასხმის გამო საჰაერო თავდაცვის სისტემაა ამოქმედებული კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ სოციალური ქსელებით ადგილობრივი დროით ღამის ორი საათის შემდეგ გაავრცელა. დილის შვიდი საათისთვის კლიჩკომ განაცხადა, რომ კიევის სოლომენსკის რაიონში რუსული დრონების ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია საცხოვრებელ კორპუსსა და […]
ხარკოვი ისევ დაიბომბა, არის მსხვერპლი

რუსეთის სამხედრო ძალებმა მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ხარკოვზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ღამის სამი საათისთვის ავიადარტყმა იყო ხარკოვის ოსნოვიანსკის რაიონზე. დაიღუპა სულ მცირე ოთხი ადამიანი. ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, დანგრეულია ორი და დაზიანებულია ოცამდე კერძო სახლი. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ხარკოვზე საჰაერო შეტევა ორჯერ განხორციელდა 28 ოქტომბერსაც. დაიჭრა 20-ზე მეტი ადამიანი. ნაწილობრივ დაინგრა 9-სართულიანი […]
სერგეი ლავროვი – თუ იქნება წინადადებები ჩვენი ქართველი მეზობლებისგან კონტაქტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, განვიხილავთ

რუსული მხარე მზადაა განიხილოს შესაძლო წინადადებები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტების გაფართოებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „ჩვენ ახლა არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, რადგან საქართველოს წინა ხელმძღვანელობამ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ ჩვენ და ქართულ მხარეს გვაქვს წარმომადგენლობები ერთმანეთის ტერიტორიაზე შვეიცარიის საელჩოში ინტერესების განყოფილების სახით“, – აღნიშნა ლავროვმა. მისი თქმით, რუსი […]
რუსებმა ხარკოვი და კრივი-რიჰი დაბობეს, დაიღუპა 4 ადამიანი, დაინგრა სახლები

რუსულმა ძალებმა წუხელ ხარკოვის ოლქის ოსნოვიანსკის რაიონი დაბომბეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვსა და ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს. ტერეხოვის თქმით, დარტყმა კერძო სექტორზე განხორციელდა, რის შედეგადაც ორი სახლი დაინგრა, 20-მდე სახლი კი დაზიანდა. მერის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები ნანგრევების გასასუფთავებლად, რადგან შესაძლოა, მის […]
კანადა საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის გადასინჯვას გეგმავს

კანადა შეშფოთებულია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველზე ზეწოლის, ამომრჩეველთა მოსყიდვის და სხვა დარღვევების ფართოდ გავრცელებული ფაქტებით, რომლებზეც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) და სხვა მიუკერძოებელი დამკვირვებლები იუწყებიან, – ამის შესახებ კანადის მთავრობის გლობალურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული დარღვევები უნდა გამოიძიონ და მოაგვარონ. „კანადას მტკიცედ სწამს რომ თავისუფალი, […]
როგორ შეაჩეროს კვარაცხელია “მილანმა” და რისი შიში აქვთ “ნაპოლის” გულშემატკივრებს?

დღეს, სერია A-ს მეათე ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „მილანს“ შეხვდება და როგორც იტალიური მედია იტყობინება, ნეაპოლური გუნდის მწვრთნელი ანტონიო კონტე არავითარ როტაციას და ესპერიმენტებს არ მიმართავს, ხვიჩა კვარაცხელიას და მატეო პოლიტანოს სასტარტოში დააყენებს, სწორედ სპეციალურად ამ მატჩისთვის არ ათამაშა ისინი „ლეჩესთან“ პირველივე წუთიდან, რათა დასვენების საშუალება მიეცა. Spazionapoli წერს, რომ „მილანის“ თავკაცი პაულო ფონსეკა ფიქრობს როგორ […]
“ტორპედომ” “დინამო თბილისს” მოუგო, “თელავმა” “დილას” აჯობა

დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტური. დღეს ორი მატჩი გაიმართა და ორივეში მასპინძლებმა მოიგეს. სერიები დასრულდა. თელავი 1:0 დილა “თელავმა” ნავსი გატეხა და 7-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. 1:0 გორის “დილასთან”. ერთადერთი გოლი მე-11 წუთზე თორნიკე მორჩილაძემ გაიტანა ახლო კუთხეში ძლიერი დარტყმით. ეს მორჩილაძის მეხუთე გოლია სეზონში. მომენტები ორივე კართან იქმნებოდა, მაგრამ მეტი გოლი არ გასულა. […]
მაკკეინის ინსტიტუტი საარჩევნო დარღვევების გამოძიების ჩატარებაზე მიუთითებს

მაკკეინის ინსტიტუტი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საარჩევნო დარღვევების გამოძიების ჩატარებაზე მიუთითებს. “მაკკეინის ინსტიტუტი მოუწოდებს დაუყოვნებლივ გამოიძიონ საარჩევნო დარღვევები, ძალადობა და საარჩევნო საჩივრები. ჩვენ გავაგრძელებთ არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგს. ქართველ დემოკრატებს ვუცხადებთ სოლიდარობას”- ნათქვამია განცხადებაში. მაკკეინის ინსტიტუტი აცხადებს, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების თანახმად, არჩევნების დღის ადმინისტრირება უმეტეს უბნებზე პროფესიონალურად და ეფექტურად განხორციელდა, […]