საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, GITA – მ მეწარმე ქალებისთვის და მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის კვირეული გამართა

საქართველოს ბანკისთვის ქალთა გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბანკი ასევე აქტიურ რეჟმში უჭერს თანამედროვე პროფესიების პოპულარიზაციისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას მხარს. ამჯერად, საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, UNDP – ის და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, GITA-მ მეწარმე ქალებისა და 9-12 კლასის მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის კვირეული გამართა. ხელოვნური ინტელექტის კვირეულის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ლექციებს და მიეღოთ ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული […]
ტურიზმიდან შემოსავალი 2024 წლისთვის 4,4 მილიარდ დოლარს მიაღწევს – Galt&Taggart

ტურიზმიდან შემოსავალმა 2024 წლის 3 კვარტალში რეკორდულ 1,6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 8,0%-ს შეადგენს. ინფორმაციას Galt&Taggart აქვეყნებს. „ტურიზმიდან შემოსავლის მთავარი წყარო იყო რუსეთი, შემდეგ მოდის ევროკავშირი, თურქეთი, ისრაელი და საუდის არაბეთი. შემოსავლების ზრდაზე დადებითად იმოქმედა რუსეთი (+3.3% წ/წ), ისრაელი (+33.8% წ/წ) და საუდის არაბეთიდან (+13.1% წ/წ) გაზრდილმა მაჩვენებლებმა, ხოლო შემცირდა შემოსავლები ევროკავშირიდან (-0.9% […]
კამალა ჰარისმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა მისცა, საარჩევნო ბიულეტენი მან მშობლიურ შტატ კალიფორნიაში ფოსტით გაგზავნა – “პოლიტიკო”

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა უკვე მისცა. „პოლიტიკოს“ ცნობით, ამის შესახებ ჰარისმა ჟურნალისტებს განუცხადა. კამალ ჰარისმა საარჩევნო ბიულეტენი მშობლიურ შტატ კალიფორნიაში ფოსტით გაგზავნა. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ის ენდობა სისტემას და სჯერა, რომ ის დანიშნულების ადგილზე მივა. 1tv.ge
სოხუმში საპროტესტო წარწერები გამოჩნდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილება ადამიანებმა საპროტესტო წარწერებით გამოხატეს. წარწერები გამოჩნდა სოხუმის სანაპიროზე, ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ცენტრალურ შესასვლელთან. წარწერებს შორისაა „ხალხის მოღალატეები“. წითელი საღებავი შეასხეს სანაპიროზე მუჰაჯირების ძეგლსაც. აქცია, სავარაუდოდ, უკავშირდება ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული კომპანიებისთვის საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას. ოპოზიციისა და საზოგადოების ზოგი წარმომადგენელი შეთანხმებას ეწინააღმდეგება. მოსკოვში ხელმოწერილი დოკუმენტს დე […]
გიორგი ვაშაძე – ჩვენ გვაქვს სისტემურად მწყობრად ორგანიზებული და დაგეგმილი ნაბიჯები, რომელიც მიგვიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე – მთავარია, ერთმანეთს ვენდოთ

ჩვენ გვაქვს სისტემურად მწყობრად ორგანიზებული და დაგეგმილი ნაბიჯები, რომელიც მიგვიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე – ეს არ არის მხოლოდ ჩემი პროტესტი – ეს არის ჩვენი პროტესტი, სადაც თითოეული ადამიანის ჩართულობა გადამწყვეტია, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, 17:00 საათზე დაგეგმილი მსვლელობის მიზეზი რუსთაველის გამზირზე, აქციაზე გახდება ცნობილი. ამასთან, […]
GCCA-მ ორი წლის განმავლობაში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით 1300-მდე განაცხადი განიხილა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო(GCCA) მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებული შედეგების მიხედვით ორი წლის სტატისტიკას აქვეყნებს. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, GCCA-მ ორი წლის განმავლობაში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით 1300-მდე განაცხადი განიხილა. მათივე ცნობით, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 65% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 35% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. „2022 წლის ნოემბრიდან, GCCA […]
ნათია მეზვრიშვილი – ცესკო ამ დრომდე მალავს არჩევნების გაყალბების დამადასტურებელ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას, კერძოდ, იმ ამომრჩეველთა შესახებ სრულ ინფორმაციას, ვინც არჩევნებზე გამოცხადდა

ცესკო ამ დრომდე მალავს არჩევნების გაყალბების დამადასტურებელ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას – კერძოდ, იმ ამომრჩეველთა შესახებ სრულ ინფორმაციას, ვინც არჩევნებზე გამოცხადდა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ასეთი გაჭიანურების შემდეგ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიმართ ნდობა ვეღარ იარსებებს, თუმცა მაინც გაჰყვებიან სამართლებრივ პროცედურებს, კერძოდ, სასამართლოს მიმართავენ და გადავლენ სარჩელის წარდგენის შემდეგ ეტაპზე. […]
რას ამბობს შალვა პაპუაშვილი ბრიფინგზე წარმოდგენილ საქართველოს რუკაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ, ბრიფინგის მიმდინარეობისას წარმოდგენილ, საქართველოს რუკას, რომელზეც ოკუპირებული ტერიტორიები მკვეთრად აღქმადი არ არის ეხმაურება და წერს: “საქართველოს სრულ ტერიტორიაზე არჩევნები ოკუპაციის გამო ვერ ტარდება. თუკი ვინმეს აქვს პრობლემა ფერების აღქმაში, მაშინ მათ მოვუწოდებ დააკვირდნენ, რომ საქართველოს ის ნაწილები, რომლებიც ოკუპირებულია, არის რუხი ფერით გამოსახული.” მანვე, ადამიანებს, ვინც სოციალურ […]
ისრაელმა ოფიციალურად აცნობა გაეროს, რომ ურთიერთობას წყვეტს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოსთან

ისრაელმა გაეროს ოფიციალურად აცნობა, რომ აუქმებს ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების და სამუშაოთა ორგანიზების სააგენტოსთან(UNRWA) თანამშრომლობას. ისრაელის საგარეო უწყებამ ამის შესახებ ცნობა 4 ნოემბერს გაავრცელა. ისრაელის პარლამენტმა ოქტომბერში მიიღო UNRWA-ს აკრძალვის ორი კანონი. პირველის მიხედვით, დაუშვებელია სააგენტოს პირდაპირი თუ ირიბი საქმიანობა ისრაელში. მეორით უქმდება 1967 წელს ისრაელსა და UNRWA-ს შორის დადებული ხელშეკრულება და […]
მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვება საერთაშორისო საზოგადოება ულოცავს

მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს მეორე ვადით არჩევას საერთაშორისო საზოგადოება ულოცავს. სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცეს ევროკავშირის ლიდერებმა, ასევე ევროკავშირის სახელმწიფოების მეთაურებმა. „მოლდოველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნდობა თქვენი ხელმძღვანელობისადმი და ერთგულება სტაბილურობისა და ევროპული მომავლის მიმართ“, – დაწერა X-ზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა. Congratulations, dear President @sandumaiamd, on your victory in Moldova’s presidential […]