ოპოზიციური პარტიები დღეს პროტესტის გამოსახატად სპორტის სასახლესთან შეიკრიბებიან

ოპოზიციური პარტიები დღეს პროტესტის გამოსახატად სპორტის სასახლესთან შეიკრიბებიან. შეკრება 14:00 საათზეა დაგეგმილი. როგორც პარლამენტთან გუშინ გამართულ აქციაზე ითქვა, პროტესტი ყოველდღიურ სახეს მიიღებს. “ჩვენ ყოველ დღე ვიქნებით ქუჩაში. იმდენი უნდა ვიყოთ, რომ აქ [პარლამენტში] ვერავინ შევიდეს, მაგრამ რუსთაველზე დგომა არ იქნება საკმარისი, ყველა გამზირზე უნდა ვიდგეთ. 5 ნოემბერს, 14:00 საათზე, სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით და ეს ასე […]

ჰამილტონი: თუ ეს შედეგები ასე დარჩება, საქართველო მზარდ იზოლაციაში აღმოჩნდება

რაც უფრო მეტი დრო გადის, მეტი ვიცით იმაზე, რა მოხდა და უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ ეს არ იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები”, – ამბობს თადარიგის პოლკოვნიკი, “საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის” ევრაზიის კვლევების ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი.

ავსტრალია უკრაინას 14 სამხედრო კატერს გადასცემს

ავსტრალია უკრაინას, საზღვაო და სანაპირო თავდაცვის გასაძლიერებლად, 14 სწრაფ და მაღალ მანევრირებად საზღვაო კატერს გადასცემს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავსტრალიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ავსტრალია უკრაინას გადასცემს 14 კატერს, რაც ხაზს უსვამს მთავრობის მუდმივ ვალდებულებას მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთის უკანონო შეჭრისგან დაცვაში. ავსტრალიის თავდაცვის ძალების საზღვაო კატერები უზრუნველყოფენ უკრაინის სწრაფ და მაღალ მანევრირებად საზღვაო შესაძლებლობებს“, – […]

აშშ-ში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით 81 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით უკვე 81 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა, – ინფორმაციას BBC-ი „ფლორიდის უნივერსიტეტის საარჩევნო ლაბორატორიაზე“ დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით არჩევანი 81 379 684-მა ადამიანმა დააფიქსირა, აქედან: 44 402 375-მა ხმა წინასწარ გახსნილ საარჩევნო უბნებზე მისცა, 36 977 311-მა კი ფოსტის საშუალებით. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – კურსკში უკვე 11 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი იმყოფება – ვერ ვხედავთ ჩვენი პარტნიორების რეაქციის ზრდას

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის კურსკის ოლქში უკვე 11 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი იმყოფება, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ზელენსკის მტკიცებით, რუსეთის ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით უკრაინის პარტნიორებს სათანადო რეაქცია არ აქვთ. „დღეს იყო ცალკე მოხსენება დაზვერვის მთავარი დირექტორატისა და საგარეო დაზვერვის სამსახურისგან ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ. კურსკის […]

,, ერთადერთი რასაც ივანიშვილის გარჩენა შეუძლია დღეს და ახლა, ოპოზიციაა” – გოჩა მირცხულავა

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა: ,,ივანიშვილი პრემიერის მეშვეობით მორიგჯერ დაგვცინის, ცალკე ჩვენ და ცალკე დასავლეთს. თუ ვინმე დაგვარწმუნებს, ე.წ. რუსულ კანონს გავაუქმებთო. (იმას არ ამბობენ რომ კვლავ შემოიტანენ როცა გაუხარდებათ.) ეს ვაჭრობის თემაა და მეც და სხვებიც ვწერდით ამას. თუმცა საქმე სხვაგვარადაა, ახლა ივანიშვილმა მსოფლიო უნდა დაარწმუნოს და პირველ რიგში ქართველი ხალხი, არჩევნები რომ არ მოჰპარა. ხვალ […]

,, სცენარი ისეთივეა როგორიც 2008 წელს იყო…” – ლადო სადღობელაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი: ,,ასე ოპოზიცია ვერ გაფრინდება! რა ბარათაშვილის ხიდი? თქვენი ვითომ ოპოზიციონერი დედები მოვიკითხე! – სცენარი ისეთივეა როგორიც 2008 წელს იყო… რამოდენიმე ოპოზიციონერი (ათამდე) გაურიგდება ოცნებას და პარლამენტში შესვლით გაუპრავებს არჩევნებში გამარჯვებას, ამის მერე გამოვა გვარამია გარიგებულებს მოღალატეებად გამოაცხადებენ ხოლო თვითონ თვითმართველობის არჩევნებისთვის მოემზადებიან! Ps რაც მთავარია დაფინანსებაზე არ იტყვიან უარს…”

ვერც ის გავიგე გაგანია სამუშაო საათებში, 2 საათზე რატომ დაიბარეს ხალხი? რატომ სპორტის სასახლესთან? – ბექა კობახიძე

ასოცირებული პროფესორი ბექა კობახიძე: ,,ნამდვილად არ მინდა ყოვლისმცოდნეს პიედესტალიდან მედიდურად ვაკრიტიკო ოპოზიცია. აბსოლუტურად მესმის მათ წინაშე მდგარი ყველა სირთულის და ამ სირთულეებზე ვრცლადაც დამიწერია. არც იმას ვამბობ, რომ ჩემი აზრი ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციაა. თუმცა, მეც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ცხადია მაქვს ჩემს კედელზე ჩემი აზრის გამოხატვის უფლება. ეს აზრი ნაკარნახევია ოპოზიციის დახმარების და არა […]

გოჩოლეიშვილის საგოლე გადაცემა – “კოპენჰაგენმა” გამარჯვება და გალიდერების შანსი ხელიდან გაუშვა [VIDEO]

დანიის სუპერლიგის მეთოთხმეტე ტურის დასკვნით მატჩში „კოპენჰაგენი“ საკუთარ მოედანზე „სილკებორგთან“ ფრეს დასჯერდა (2:2) და გალიდერების შანსი ხელიდან გაუშვა. მასპინძელები დებიუტში გიორგი გოჩოლეიშვილის პასით ანდრეას კორნელიუსმა დააწინაურა, მაგრამ პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში სტუმრებმა პენალტით ანგარიში გაათანაბრეს. „კოპენჰაგენი“ შესვენების შემდეგ ბევრს უტევდა და წინ გასვლაც მოახერხა, თუმცა ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ გოლი გაუშვა. გოჩოლეიშვილმა ჩემპიონატზე მეთორმეტე […]

ფოტორეპორტაჟი: ჰელოუინის აღლუმი მანჰეტენზე

ნიუ-იორკში, ჰელოუინის აღლუმში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. საუკუნეების წინ, ტრადიცია კელტების შთამომავლებმა დაამკვიდრეს, რომლებიც ოქტომბრის ბოლოს მოსავლის აღებას ზეიმობდნენ. ბოროტი სულების განსადევნად, ისინი კოცონს ანთებდნენ და მათ შეშინებას სხვადასხვაგვარი კოსტიუმებით ცდილობდნენ.