სერბეთში საპროტესტო აქციაზე შეტაკებები მოხდა

ათასობით ადამიანმა სერბეთში, საპროტესტო აქცია გამართა, ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ ნოვი სადში, ადგილობრივ რკინიგზის სადგურზე მომხდარი სასიკვდილო შემთხვევის გამო, რაშიც ისინი მთავრობის დაუდევრობასა და კორუფციას ადანაშაულებენ. უბედური შემთხვევა პარასკევს მოხდა, როდესაც სადგურის შესასვლელთან სახურავი მოულოდნელად ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა და სამი მძიმედ დაშავდა. პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა ხალხის დასაშლელად, მას შემდეგ რაც მომიტინგეებმა ქალაქის ცენტრში […]
FBI აშშ-ის არჩევნებზე ბომბის ცრუ შეტყობინებას რუსეთს უკავშირებს

ბომბის მუქარა, რომელთა უმეტესობა, როგორც ჩანს, რუსული ელექტრონული ფოსტის დომეინებიდან მომდინარეობს, მიმართული იყო საარჩევნო უბნებზე სამ გადამყვეტ შტატზე – ჯორჯია, მიჩიგანი და ვისკონსინი, განაცხადა ფედერალური გამოძიების ბიურომ სამშაბათს. „ამ დრომდე არცერთი რეალური საფრთხე არ დადგინდა“, – ნათქვამია FBI-ის განცხადებაში. ბიურო დასძენს, რომ არჩევნების მთლიანობა მის უმაღლეს პრიორიტეტებს შორისაა. სულ მცირე ორი საარჩევნო უბანი, რომელიც იყო […]
კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე დააკავეს მამაკაცი შემდუღებელი აპარატით

შეერთებულ შტატებში პოლიციელებმა, რომლებიც კაპიტოლიუმის ტერიტრიაზე მორიგეობენ, დამთვალიერებელთა ცენტრში დააკავეს საეჭვო პირი. პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მამაკაცს თან ჰქონდა შემდუღებელი აპარატით და სასიგნალო პისტოლეტი და რომ მას „საწვავის სუნი ასდიოდა“. სანამ გამოძიება მიმდინარეობს, გადაწყვიტეს, კაპიტოლიუმში არ დაუშვან დამთვალიერებლები. 5 ნოემბერი შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების ძირითადი დღეა. ამავე დროს ამერიკელები ირჩევენ კონგრესის წევრებს – წარმომადგენელთა პალატასა […]
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გადააყენა თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თანამდებობიდან გაათავისუფლა თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი და განმარტა, რომ მის მიმართ ნდობა დაკარგა. ამის შესახებ ნათქვამია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში. გალანტის ნაცვლად სამხედრო უწყების ხელმძღვანელობა დაევალა საგარეო საქმეთა მინისტრ ისრაელ კაცს. საგარეო საქმეთა სამინისტროს კი მთავრობის წევრი გიდეონ საარი უხელმძღვანელებს. „მიუხედავად იმისა, რომ ომის პირველ თვეებში იყო ნდობა და მუშაობას სარგებელი მოჰქონდა, […]
თამაზ გინტურის მკვლელობიდან 1 წელი გავიდა

თამაზ გინტურის მკვლელობიდან 1 წელი გავიდა. ის 2023 წლის 6 ნოემბერს სოფელ კირბალში რუსმა ჯარისკაცმა მოკლა. შემთხვევის დროს მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი ოკუპანტებმა გაიტაცეს, რამდენიმე დღეში კი ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცეს. ლევან დოთიაშვილი იხსენებდა, რომ ლომისის ტაძარში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ე.წ. მესაზღვრეები გამოჩნდნენ. თავდაპირველად რუსმა ჯარისკაცმა გამაფრთხილებელი ტყვია გაისროლა, რის შემდეგაც, თამაზ გინტური და ლევან […]
შალვა პაპუაშვილი – როგორი გაღიმებულიც დავტოვეთ ოპოზიცია 2020, 2021, 2022 წლებში, ასევე, გაღიმებული დარჩებიან იმ გადაწყვეტილებებით, რომელსაც პარლამენტი მიიღებს – იდგნენ და იმარჩიელონ, შევუწყვეტთ თუ არა მანდატს

როგორც გაღიმებული დავტოვეთ ოპოზიცია სხვადასხვა გადაწყვეტილებით 2020, 2021, 2022 წლებში, ასევე, გაღიმებული დარჩებიან იმ გადაწყვეტილებებით, რომელსაც პარლამენტი მიიღებს სხვადასხვა დროს, იდგნენ ახლა და იმარჩიელონ, შევუწყვეტთ თუ არ შევუწყვეტთ [მანდატს] და ვნახოთ, როგორ ხასიათზე დადგებიან და რა ბზარები გაჩნდება ან არ გაჩნდება მათ შორის,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გამართულ ბრიფინგზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა, […]
რა უნდა იცოდეთ აშშ-ის არჩევნების შესახებ?

5 ნოემბერს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ბედს, მოსახლეობის მცირე ნაწილი – რამდენიმე შტატი განსაზღვრავს. ეს იმიტომ ხდება, რომ 50 შტატიდან მხოლოდ შვიდში მიმდინარეობს რეალური ბრძოლა შტატის მხარდაჭერის მოპოვებისთვის. დანარჩენი ყველა კომფორტულად დემოკრატიული ან რესპუბლიკურია, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით. ამ შვიდ ბრძოლის ველს შორის, ყველაზე დასახლებული, პენსილვანია, გამოირჩევა, როგორც ყველაზე სავარაუდო შტატი, რომელიც განსაზღვრავს, ვინ გახდება, დემოკრატი […]
შტატები არჩევნებთან დაკავშირებულ არეულობაზე შფოთავენ და უსაფრთხოების წინასწარ ზომებს მიმართავენ

ლას-ვეგასში, იმ შენობის გარშემო, სადაც ნევადის საგრაფოს საარჩევნო ბიულეტენებს დაითვლიან, ღობეა აღმართული. არიზონაში შერიფმა თავისი განყოფილება სიფხიზლის მაღალ დონეზე გადაიყვანა და პოტენციური ძალადობისგან დასაცავად, დრონები და სნაიპერები მზზადყოფნაში მოიყვანა. სიმშვიდის შენარჩუნებაში დასახმარებლად, 19 შტატში ეროვნული გვარდია გაააქტიურეს ან გაააქტიურებენ. იმ დროს, როდესაც ამერიკა ხმას აძლევს ტრამპს ან ჰარისს, პოტენციური პოლიტიკური ძალადობის თაობაზე შეშფოთებამ ოფიციალურ პირებს, […]
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების 8 სარჩელის განხილვა დაასრულა და გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს

ქუთაისში სააპელაციო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების 8 სარჩელის განხილვა დასრულდა. მოსამართლეთა კოლეგია საარჩევნო დავებზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. “საია” და “ჩემი ხმა” იმერეთის, ზუგდიდის და აჭარის საარჩევნო ოლქების ნაწილში შედეგების ბათილობას ითხოვენ. კოლეგიამ წარდგენილი ხუთი შუამდგომლობიდან, მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა და საქმის განხილვას თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება დაურთო. არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელების ნაწილის განხილვა ხვალ დაიწყება.
გორის სასამართლომ 14 უბნის გაბათილების მოთხოვნის შესახებ წარდგენილი სარჩელი არ დააკმაყოფილა

სადამკვირვებლო მისია გორის 32-ე საარჩევნო ოლქში, 14 საარჩევნო უბნის ბათილად ცნობას მოითხოვდა, რადგან მოსარჩელეების განცხადებით ამ უბნებზე ამომრჩეველთა კონსტუტუციური უფლება ხმის ფარულობის შესახებ დაირღვა. მოსარჩელეებმა 5 საათიანი პროცესის დასაწყისშივე ორი შუამდგომლობა დააყენეს. პირველი ნებისმიერი უბნიდან საარჩევნო ბიულეტენების წარმოდგენას და ხმის მიცემის ექსპერიმენტის ჩატარებას ეხებოდა, რათა ადგილზევე გარკვეულიყო იყო თუ არა დაცული ხმის ფარულობის საკითხი. ხოლო, […]