ბოკუჩავა ივანიშვილს არწმუნებს, რომ ტრამპის პოლიტიკა მის მიმართ “კიდევ უფრო მკაცრი იქნება”

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება და ბიძინა ივანიშვილს არწმუნებს, რომ აშშ-ის პოლიტიკა პირადად მის და მისი ხელისუფლების მიმართ კიდევ უფრო მკაცრი იქნება. „უდიდესი ალბათობით, დონალდ ტრამპი გახდება კვლავ, უკვე მეორედ ვადით, აშშ-ის პრეზიდენტი. ივანიშვილს თუ იმის იმედი აქვს, რომ დემოკრატების ადმინისტრაციის რესპუბლიკური ადმინისტრაციით ჩანაცვლებით რამე შეიცვლება აშშ-ის პოლიტიკაში მისი […]

აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობები ნებისმიერ პოლიტიკურ ცვლილებებს გაუძლებს – დანიგანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებით, სჯერა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო და საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ორი ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთობაზე გავლენა არ ექნება. ამის შესახებ ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა თბილისში, ამერიკული სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ election breakfast-ზე. “მე ნამდვილად მჯერა, რაც არ უნდა მოხდეს საქართველოს არჩევნებში ან აშშ-ის არჩევნებში, საქართველოს ხალხს და აშშ-ის ხალხს შორის […]

პრეზიდენტ ტრამპს ვულოცავ არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას – ირაკლი კობახიძე

პრეზიდენტ ტრამპს ვულოცავ არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, დონალდ ტრამპის ლიდერობა ხელს შეუწყობს გლობალურ და რეგიონალურ მშვიდობას. „პრეზიდენტ ტრამპს ვულოცავ არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას! დარწმუნებული ვარ, რომ დონალდ ტრამპის ლიდერობა ხელს შეუწყობს გლობალურ და რეგიონალურ მშვიდობას და უზრუნველყოფილი იქნება აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა!“, – […]

სენატში რესპუბლიკელები ლიდერობენ, წარმომადგენელთა პალატისთვის ბრძოლა ჯერ ისევ გრძელდება

რესპუბლიკელებმა 5 ნოემბრის არჩევნებში აშშ-ის სენატში უმრავლესობა მოიპოვეს, დასავლეთ ვირჯინიასა და ოჰაიოში მიღწეული მნიშვნელოვანი გამარჯვებების შედეგად. ეს ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის პარტია მომავალ წელს, სულ მცირე, კონგრესის ერთ პალატას გააკონტროლებს. რესპუბლიკელებმა წარმატებას წარმომადგენელთა პალატაში კონტროლის შესანარჩუნებლად მიმდინარე ბრძოლაშიც მიაღწიეს. თუ ისინი წარმომადგენელთა პალატაშიც გაიმარჯვებენ, რესპუბლიკელები შეძლებენ გაატარონ თავიანთი დღის წესრიგი ვაშინგტონში და დაეხმარონ ტრამპს გადასახადების […]

Emerald ჯგუფი – 10 წელი ლოგისტიკაში

2014 წელს დაარსებული Emerald ჯგუფი, ერთ-ერთი წამვყანი ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც ჩინეთი-საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. კომპანიას გააჩნია საკუთარი ოფისი და საწყობი ჩინეთის ქალაქ იუვუში. კომპანიის ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლი უზრუნველყოფილია ადგილზე მყოფი პროფესიონალი გუნდის მიერ, რაც საშუალებას აძლევს თითოეულ ტვირთს — იქნება ეს კონსოლიდირებული თუ დიდი მოცულობის — დანიშნულების ადგილს უვნებლად და უსაფრთხოდ მიაღწიოს. ამჟამად, Emerald ჯგუფი […]

ლუკაშენკოს კომპანიას აფხაზეთში 20 ჰექტარი მიწა გადაეცა – “ბელარუსის საგამოძიებო ცენტრი”

ბელარუსის საგამოძიებო ცენტრის ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა, ადგურ აგრბამ, “უხეშად უპასუხა” “ბელარუსის საგამოძიებო ცენტრის” მოთხოვნას, რომელმაც დე ფაქტო რესპუბლიკაში ალექსანდრე ლუკაშენკოს ინტერესების შესახებ გამოძიება გამოაქვეყნა და აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურიდან დეტალების დაზუსტებას ცდილობდა. “ლუკაშენკო სამართლიანად არის ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სახელმწიფო მოღვაწე, პასუხისმგებლობიანი ლიდერის მაგალითი, რომელიც მტკიცედ იცავს საკუთარი ხალხის ინტერესებს, […]

,, არის ამაში რაღაც დარვინისეული ბუნებრივი გადარჩევის” – ნიკა გვარამია

,,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია: ,,მე მაინც ის მაინცვიფრებს, ზოგიერთი საბუთიანი ქართველი ემიგრანტი ამერიკაში იმას რომ გულშემატკივრობს, ვინც უსაბუთო ქართველ ემიგრანტებს მნიშვნელოვნად გაურთულებს ცხოვრებას. არის ამაში რაღაც დარვინისეული ბუნებრივი გადარჩევის”

ამერიკამ უკვე მეორედ დაამტკიცა, რომ მზად არ არის ქალი პრეზიდენტის ასარჩევად – ბექა კობახიძე

ასოცირებული პროფესორი ბექა კობახიძე: ,,რამდენიმე რამ: 1. ტრამპის ამომრჩევლის ნახევარი აღიარებდა, რომ ტრამპი კლოუნია, მაგრამ არჩევნებს დომინირებდა ეკონომიკის თემა და დემოკრატების ამომრჩევლის საკმაო ნაწილიც კი აღიარებდა, რომ ეკონომიკურ საკითხებს ტრამპი უკეთ გადაწყვეტდა. რატომ დომინირებდა ეს თემა? ბაიდენს შეხვდა “კოვიდ პახმელია”, დიდი ინფლაცია, სესხზე გაზრდილი პროცენტები. ეკონომიკური მაჩვენებლები ამერიკას საუკეთესო აქვს, მაგრამ ინფლაციამ შეჭამა ეგ, ვერც […]

დანიგანი: აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობები ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევანს გაუძლებს

მე ნამდვილად მჯერა, რომ მიუხედავად იმისა, რა მოხდება საქართველოს არჩევნებზე ან აშშ-ის არჩევნებზე, ურთიერთობა ქართველ და ამერიკელ ხალხს შორის, ურთიერთობა ჩვენს კომპანიებს შორის, ურთიერთობა ჩვენს უნივერსიტეტებს, ბიზნესებს, ანალიტიკურ ცენტრებს შორის, ურთიერთობა, რომლებიც ყოველდღიურად ხდება ჩვენს ინსტიტუტებს, სამხედროებს, სამართალდამცავ ორგანოებს შორის, ყველა ეს ურთიერთობა გაუძლებს ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევანს, როგორიც არ უნდა იყოს შედეგები ნებისმიერ ქვეყანაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპს შთამბეჭდავ გამარჯვებას ვულოცავ! გლობალურ საქმეებში „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ მიდგომის მიმართ ტრამპის ერთგულებას ვაფასებ – ეს ზუსტად ის პრინციპია, რომელსაც უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მოტანა შეუძლია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. „დონალდ ტრამპს შთამბეჭდავ გამარჯვებას ვულოცავ! გლობალურ საქმეებში „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ მიდგომის მიმართ პრეზიდენტ ტრამპის ერთგულებას ვაფასებ. ეს ზუსტად ის პრინციპია, რომელსაც უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მოტანა შეუძლია. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ერთად ამას რეალობად ვაქცევთ“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. უკრაინის პრეზიდენტმა სექტემბერში დონალდ ტრამპთან […]