ერთი გასვენება ხალხი ვერ შეუკრებიათ, ხვალ-ზეგ ყველა “შემოლაგდება” პარლამენტში – კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე: ,,არანაირი ფასი არ აქვთ. ხომ ხედავთ, რომ სოცმედია მიაქვს ხუმრობებს ამ აქციებთან დაკავშირებით. ერთი გასვენება ხალხი ვერ შეუკრებიათ, დადიან აღმა-დაღმა, რას მიედ-მოედებიან თვითონაც არ იციან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არის მცდელობა, თავიანთ ამომრჩეველს ანახონ, თითქოს იბრძვიან. არადა, ხვალ-ზეგ, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, ყველა „შემოლაგდება“ პარლამენტში.”

„ნახავს ქოცმმართველობა, როგორი გამოხმაურება ექნება ტრამპს მათ სიყალბეზე“ — ხაზარაძე

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს, საქართველოზე ტრამპის გამარჯვების შესაძლო გავლენას ეხმაურება და ირწმუნება, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დემოკრატებსაც და რესპუბლიკელებსაც ერთნაირი პოზიცია ექნებათ. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ნეტგაზეთთან თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე გააკეთა კომენტარი. „ვფიქრობ, ვინც არ უნდა იყოს შეერთებულ შტატებში პრეზიდენტი, ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას. „მივხედოთ ჩვენს ქვეყანას“ ნიშნავს […]

დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, ხვალ-ზეგ ყველა „შემოლაგდება“ პარლამენტში – კახა კალაძე ოპოზიციაზე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციებს, რომლებიც 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგების წინააღმდეგაა მიმართული, არანაირი ფასი არ აქვს. ამის შესახებ მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ ის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, საბოლოოდ, საპარლამენტო მანდატებს გადაინაწილებენ. „არანაირი ფასი არ აქვთ. ხომ ხედავთ, რომ სოცმედია მიაქვს ხუმრობებს […]

„დიდი საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად“ ლუკაშენკოს კომპანიას აფხაზეთში 20 ჰექტარი მიწა გადაეცა

ბელარუსის საგამოძიებო ცენტრის ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა, ადგურ აგრბამ, “უხეშად უპასუხა” “ბელარუსის საგამოძიებო ცენტრის” მოთხოვნას, რომელმაც დე ფაქტო რესპუბლიკაში ალექსანდრე ლუკაშენკოს ინტერესების შესახებ გამოძიება გამოაქვეყნა და აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურიდან დეტალების დაზუსტებას ცდილობდა. „ლუკაშენკო სამართლიანად არის ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სახელმწიფო მოღვაწე, პასუხისმგებლობიანი ლიდერის მაგალითი, რომელიც მტკიცედ იცავს საკუთარი ხალხის ინტერესებს, […]

კახა კალაძე – რადიკალების პოლიტიკურ კინტოურს ვისმენთ, კონკრეტული როლები აქვთ გადანაწილებული – მტკიცებულება არ არსებობს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით

მტკიცებულება არ არსებობს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით – რადიკალების პოლიტიკურ კინტოურს ვისმენთ, კონკრეტული როლები აქვთ გადანაწილებული,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც კახა კალაძემ განმარტა, სიცრუეს და არასწორ განცხადებებს ვისმენთ არჩევნებთან დაკავშირებით. „რეალურად არაფერი ხდება. ვისმენთ სიცრუეს და არასწორ განცხადებებს არჩევნებთან დაკავშირებით. არანაირი მტკიცებულება და ფაქტი არ არსებობს გაყალბებასთან […]

დონალდ ტრამპი – ომების დაწყებას არ ვაპირებ, მე მათ დასრულებას ვაპირებ

ომების დაწყებას არ ვაპირებ, მე მათ დასრულებას ვაპირებ, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მე ომების დაწყებას არ ვაპირებ, მე მათ დასრულებას ვაპირებ. ჩვენ ომები არ გვქონია, ოთხი წლის განმავლობაში ომები არ გვქონია. გარდა იმისა, როცა ჩვენ ე.წ. ისლამური სახელმწიფო დავამარცხეთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. ამასთან, […]

ნატო-ს გენერალური მდივანი – მოუთმენლად ველი დონალდ ტრამპთან ერთად მუშაობას, რათა სიძლიერისა და ნატო-ს მეშვეობით მშვიდობას ხელი შევუწყოთ

მოუთმენლად ველი დონალდ ტრამპთან ერთად მუშაობას, რათა სიძლიერისა და ნატო-ს მეშვეობით მშვიდობას ხელი შევუწყოთ, – ასე ეხმაურება ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას. „ახლახან დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა მივულოცე. მისი ხელმძღვანელობა ჩვენი ალიანსის სიძლიერის შენარჩუნების საკვანძო ნაწილი იქნება. მოუთმენლად ველი მასთან ერთად კიდევ მუშაობას, რათა სიძლიერისა და ნატო-ს მეშვეობით […]

„საქპატენტსა“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. „საქპატენტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ისეთი სამეცნიერო და შემეცნებითი პროექტების ერთობლივად განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ინოვაციებისა და საგამომგონებლო საქმიანობის წახალისებასა და, ასევე, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კვალიფიკაციის ამაღლებას. „მემორანდუმს ხელი […]

ნიკა მელია – სააპელაციო სასამართლო რაც არ უნდა ეცადოს, გადაწეროს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, საზოგადოება ქვეყნის გარეთ და შიგნით კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ არჩევნები ხშირ შემთხვევაში არ ჩატარებულა

სააპელაციო სასამართლო, მურუსიძის სახით, რაც არ უნდა ეცადოს, გადაწეროს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, საზოგადოება ქვეყნის გარეთ და შიგნით კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ არჩევნები ხშირ შემთხვევაში არ ჩატარებულა,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან განუცხადა, სადაც აქცია მიმდინარეობს. ნიკა მელიას თქმით, ხელისუფლება ახლა, სასამართლოს შიგნით გარკვეული განწყობის შექმნას ცდილობს. „პროტესტის ყველა […]