18 ქვეყნის დეპუტატები, ევროპარლამენტარები არჩევნებზე განცხადებაში სანქციებზეც საუბრობენ

ავსტრიის, ბელგიის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, იტალიის, ირლანდიის, საფრანგეთის, გერმანის, ლიეტუვის, ლატვიის, პოლონეთის, მოლდოვის, უკრაინის პარლამენტების საგარეო და ევროპის კომიტეტების ხელმძღვანელები და ევროპარლამენტარები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. “მტკიცედ სოლიდარულები ვართ ქვეყნების მიმართ, რომლებიც იცავენ დემოკრატიულ ღირებულებებს, ფუნდამენტურ თავისუფლებებს და კანონის უზენაესობას. მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს და მათ ევროპულ არჩევანს. ღრმა სინანულით აღვნიშნავთ […]

სოფიო მურუსიძე “ერასმუს+”-ის პროგრამის ფარგლებში ლატვიის მუსიკის აკადემიაში იმყოფებოდა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ჯაზის მიმართულების ასისტენტ პროფესორი სოფიო მურუსიძე “ერასმუს+”-ის პროგრამის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით რიგაში, ლატვიის მუსიკის აკადემიაში (Jāzeps Vītols Latvian Academy of Music) იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში სოფიომ ლატვიის მუსიკის აკადემიაში ჩაატარა მასტერკლასი და ინდივიდუალური გაკვეთილები, რომელიც მოიცავდა პრაქტიკულ მეცადინეობას ჯაზ-ვოკალის საშემსრულებლო ტექნიკის, იმპროვიზაციის და რეპერტუარის გასავითარებლად. ვიზიტის პერიოდში სოფიო სპეციალური მიწვევით ესტუმრა ლატვიის Riga […]

ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

„მთის ამბების“ რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა, პოლიციის მიერ მის უკანონო დაკავების საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა. გამოცემის მიხედვით, საქმეს ნომერი მიენიჭა და განმცხადებელს ეცნობა, რომ საჩივარი „შესაძლებლობისთანავე განიხილება“. „ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი საქართველოს მთავრობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ოთხი მუხლის დარღვევას ედავება. საქმე ეხება 2024 წლის 23 იანვარს ჟურნალისტის უკანონო დაკავებასა და გასამართლებას. დაზარალებულ ჟურნალისტს სამართლებრივ […]

დიმიტრი საძაგლიშვილი – არანაირი კითხვა არ დასმულა გიორგი რურუას განხორციელებულ მოქმედებებთან დაკავშირებით – ეს იყო უბრალოდ საცირკო წარმოდგენა

ეს იყო უბრალოდ საცირკო წარმოდგენა, – ასე შეაფასა “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა. საძაგლიშვილის განმარტებით, რურუასთან კითხვები აბსტრაქტული იყო. “ბატონი გიორგი იმიტომ გამოიკითხა, რომ “რუსთავი2”-მა, “იმედმა”, “პოსტივიმ” სულელური სიუჟეტები მოამზადონ, თითქოს, შეთქმულებებზე, დამმხობ პირებზე, არანაირი შინაარსი არ ჰქონია კითხვებს, რომელიც გიორგის მიმართ […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის შეზღუდვა მცხეთის რაიონის სოფლებსა და თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონებს შეეხება. “ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ნოემბერს, 11:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფელ წეროვანში; 11:00-იდან 12:00 საათამდე და 16:00-იდან 18:00 […]

“[ყაზბეგში] წყალი მე-6 დღეა არ მოგვეწოდება” – Step Inn Kazbegi რეგიონის გამოწვევებზე

„[ყაზბეგში] წყალი მე-6 დღეა ფაქტობრივად არ მოგვეწოდება“, – ამის შესახებ BM.GE-სთან ყაზბეგში მდებარე სასტუმრო Step Inn Kazbegi-ის დამფუძნებელმა, ანი ალიბეგაშვილმა სეზონის შეფასებისას აღნიშნა. მისი შეფასებით, ზამთრის სეზონზე რეგიონში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, გასული წლის მსგავსად ცუდი მოლოდინებით ხვდებიან. „ზამთრის სეზონი გასული წლის მსგავსად მოლოდინია, რომ იქნება რთული, იმიტომ რომ დიდი გამოწვევების წინაშე დგას კურორტი. უწყლობა არის […]

პარლამენტის არჩევნებში ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები პრეზიდენტთან კონსულტაციებს მართავენ

ორბელიანების სასახლეში საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციურ პარტიასა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს. როგორც ლიდერებმა პრეზიდენტთან აუდიენციამდე განაცხადეს, დღევანდელი შეხვედრის ინიციატორები თავად პარტიები არიან. როგორც “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პრეზიდენტთან შეხვედრამდე მედიასთან განაცხადა, დღევანდელი შეხვედრაზე ისაუბრებენ “არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და მტკიცებულებების ახალ გარემოებებზე”. “დღევანდელი შეხვედრა არის ჩვენი თხოვნით იმიტომ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია […]

სახალხო დამცველი „მუხრანის სავანეში“ ხანძრის შედეგად გარდაცვლილ ხანდაზმულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, მწუხარებას გამოთქვამს ხანდაზმულთა სახლ „მუხრანის სავანეში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად ბენეფიციარების გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულ პირებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს. სახალხო დამცველი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ხანდაზმულთა დაწესებულებებში განთავსებულთა მოწყვლადობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთ დაწესებულებებში უსაფრთხოების პირობების მაღალი სტანდარტის დაცვა. „სახალხო დამცველი წლებია მონიტორინგს ახორციელებს ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში და […]

სებ-ი – ფინტექის ხელშემწყობი გარემოს შექმნისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით და ინოვაცია ჩვენი საზედამხედველო სტრატეგიის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებად ვაქციეთ

ბოლო წლებში ეროვნულმა ბანკმა ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ფინტექისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნისკენ და ინოვაცია თავისი საზედამხედველო სტრატეგიის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებად აქცია, – ნათქვამია სებ-ის ფინტექ სექტორის განვითარების სტრატეგიაში, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. სტრატეგიაში საუბარია ინსტიტუციურ მზაობაზე, საკანონმდებლო და უსაფრთხოების პოლიტიკისა თუ ბაზრის შესაძლებლობებზე, რომლებიც ფინტექ ბიზნესების განვითარებაზე მოქმედებენ. მნიშვნელოვან მიღწევად აღნიშნულია, რეგულატორული ჩარჩოს განვითარება, […]

” უკაცრავად, მაგრამ რანაირად გეცვათ? ლოგინიდან ადექით და პირდაპირ ასე წაიყვანეთ ბავშვი? არ გეკადრებათ” – რას პასუხობს რუსკა მაყაშვილი მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას – Marao

” უკაცრავად, მაგრამ რანაირად გეცვათ? ლოგინიდან ადექით და პირდაპირ ასე წაიყვანეთ ბავშვი? არ გეკადრებათ” – რას პასუხობს რუსკა მაყაშვილი მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას – Marao “დღეს დაგინახეთ, ბავშვი მიგყავდათ ალბათ ბაღში. დიდი ბოდიში, უკაცრავად, მაგრამ რანაირად გეცვათ? ლოგინიდან ადექით და პირდაპირ ასე წაიყვანეთ ბავშვი? როდესაც ასეთი ცნობილი ადამიანი ხართ, არ გეკადრებათ. რა მაგალითს აძლევთ ახალ […]