თამარ მოსიძე – WTM London-ის გამოფენაზე საქართველოს როგორც უნიკალურ, უძველესი კულტურის მქონე ქვეყანას, ყველას გავაცნობთ

დიდ ბრიტანეთში, WTM London 2024-ის გამოფენაზე საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაზე ტურიზმის სექტორიდან 21 კომპანიაა წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, ლონდონის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს წარდგენის მნიშვნელობაზე სასტუმრო heritage hotel and suites-ის წარმომადგენელი თამარ მოსიძე საუბრობს. მათივე ინფორმაციით, WTM London 2024-ზე, საქართველოს სტენდთან, დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ […]

ირაკლი ქარქაშაძე – მოლოდინი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტ ავიაკომპანიას მოვიზიდავთ საქართველოს ავიაბაზარზე და უფრო მეტი ზრდა გვექნება მგზავრთნაკადის მხრივ

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) დიდ ბრიტანეთში მიმდინარე მსოფლიოს უმსხვილეს სამოგზაურო ინდუსტრიასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე – WTM London-ზე პირველად მონაწილეობს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 44 წლის განმავლობაში, WTM London მსოფლიოში მოგზაურობისა და ტურიზმის მიმართულებით ყველაზე გავლენიან ღონისძიებად ითვლება. „ყოველწლიურად, 3 დღის მანძილზე, 43 ათასზე მეტ ვიზიტორს საშუალება აქვს გაეცნოს გლობალურ ტურისტულ პროდუქტებს, მათ შორის საქართველოს ტურისტულ პოტენციალს. […]

შალვა პაპუაშვილი – ხომ უნდოდათ გამოძიება?! – ა, ბატონო, მიიღეს და თუ რამე მტკიცებულება აქვთ, შესაბამის ორგანოებში წარადგინონ, თუ არა აქვთ, საზოგადოება მათ ჭორიკანა პოლიტიკოსებად შეაფასებს

ხომ უნდოდათ გამოძიება?! – ა, ბატონო, მიიღეს გამოძიება და თუ რამე მტკიცებულება აქვთ, შესაბამის ორგანოებში წარადგინონ, ხოლო თუ მტკიცებულება არა აქვთ, საზოგადოება მათ ჭორიკანა პოლიტიკოსებად შეაფასებს, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებაზე დასმულ კითხვას. პაპუაშვილის თქმით, „ოპოზიცია შეეჩვია, რომ რაღაც ზეპირ ბრალდებებს გამოუშვებს, ქვეყანას რეპუტაციულ ზიანს მიაყენებენ, […]

შალვა პაპუაშვილი – ჩემთან პირად საუბარში დაუდასტურებია ზოგიერთ ევროპელ ჩინოსანს, რომ „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ პროექტების სიაში ჩანდა პოლიტიკური დღის წესრიგი – ყველა შეეშვას ფარისევლობას და იხელმძღვანელოს იმ ღირებულებებით, რომელზეც ვდგავართ ჩვენ, ყველა ევროპელი

ჩვენ გარშემო გვივლიან სხვადასხვა არაპირდაპირი შემოვლითი არგუმენტებით. პირდაპირ თქვან, ფულის გაუმჭვირვალედ ხარჯვა საქართველოში, არის თუ არა ევროპული ღირებულება. კონკრეტულად, ევროკავშირის ბიუჯეტიდან საქართველოში თანხები იხარჯება ფარულად, მაგალითად, „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ ფარულად ხარჯავს საქართველოში ფულს, მათ შორის, პოლიტიკაში და ეს არაერთხელ გამხდარა სკანდალის საკითხი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, კითხვა მარტივია – […]

წარმოუდგენელია ქართველებისთვის, რომ ევროპული ღირებულება იყოს სხვა ქვეყანაში დაფარულად თანხების ხარჯვა, გაუგებარია ქართველი ხალხისთვის, რომ ევროპული ღირებულება შეიძლება იყოს ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდა

წარმოუდგენელია ქართველებისთვის, რომ ევროპული ღირებულება იყოს სხვა ქვეყანაში დაფარულად თანხების ხარჯვა, გაუგებარია ქართველი ხალხისთვის, რომ ევროპული ღირებულება შეიძლება იყოს ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდა მგონი, ახლა ცოტა უფრო ღიად ისმის კითხვა, თუ რა არის ევროპული ღირებულებები. ჩვენ ღიად გველაპარაკებიან ამ კათედრიდან ევროპული ღირებულებების, თუმცა, ქართველებში უკვე კითხვის ნიშანი რჩება, ჩვენ ერთნაირად გვესმის თუ არა, რას ნიშნავს […]

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს

დიდგორის მემორიალთან დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულებმა სამხედრო ფიცი დადეს. სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, იუნკერებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ კურსდამთავრებულებს სამხედრო კარიერული წარმატებები უსურვა. მან წარჩინებული კურსდამთავრებულები […]

შალვა პაპუაშვილი – წარმოუდგენელია, რომ ევროპული ღირებულება იყოს სხვა ქვეყანაში დაფარულად თანხების ხარჯვა, გაუგებარია ქართველი ხალხისთვის, რომ ევროპული ღირებულება შეიძლება იყოს ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდა

კითხვა არის მარტივი – აპირებს თუ არა ევროკავშირი მიჰყვეს მისსავე გაცხადებულ ღირებულებებსა და გაასაჯაროოს საკუთარი ხარჯები საქართველოში?! მიჰყვეს მისსავე გაცხადებულ პრინციპებს, რომ საქართველოში მისი ფინანსები იყოს გამჭვირვალე?! ამაზე გვინდა პასუხი ევროპელი ჩინოსნებისგან! სირცხვილიც კია 21-ე საუკუნეში გვიმტკიცებენ, რომ ფული, რომელიც საქართველოში იხარჯება, უნდა იყოს ფარული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა, როდესაც […]

თიბისის სტაჟირების პროგრამაზე 1020-ზე მეტი ახალგაზრდა დარეგისტრირდა

თიბისის სტაჟირების პროგრამამ, რომელსაც კომპანია ყოველწლიურად აცხადებს, ტრადიციულად წელსაც დიდი დაინტერესება გამოიწვია. თიბისის სხვადასხვა მიმართულებაში სტაჟირების პროგრამაზე 1020-ზე მეტი სტუდენტი და კურსდამთავრებული დარეგისტრირდა. შერჩევის პირველი ეტაპი, ტესტირება, 700-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა. შერჩევის პროცესი, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება, გრძელდება. ფინალში გადასული საუკეთესო კანდიდატები ანაზღაურებად სტაჟირებას თიბისიში 2025 წლიდან გაივლიან. სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, 6-დან […]

ცესკო – კომპანია Pro V&V-მ პარლამენტის არჩევნებზე დაკვირვება წარმატებით დაასრულა და პრობლემები არ გამოუვლენია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, ამერიკული კომპანია Pro V&V-ის მიერ პარლამენტის არჩევნებზე ჩატარებული შესაბამისობის აუდიტის საბოლოო დასკვნა გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ „დაკვირვება წარმატებით დასრულდა და კომპანიას პრობლემები არ გამოუვლენია“. აუდიტის დასკვნის შესახებ იოსელიანმა ცესკო-ში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასკვნის თანახმად, ცესკო-ს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიები შესაბამისობაშია აპარატში ჩატვირთულ სიებთან, ასევე, ამომრჩეველთა […]

შალვა პაპუაშვილი უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებზე – ამბობენ, რომ საქართველოში მოიღრუბლა და ბნელა, სინამდვილეში მზე, სინათლე და რაც მთავარია, მშვიდობაა ჩვენს ქვეყანაში

[უცხოელი პოლიტიკოსები] ამბობენ, რომ საქართველოში მოიღრუბლა და ბნელა. სინამდვილეში მზე, სინათლე და რაც მთავარია, მშვიდობაა ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მან ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თუ რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ საქართველოს ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებში პროგრესი აქვს. „ეს ერთ რამეზე მეტყველებს, რომ ზოგიერთის მხრიდან აღქმების ჩამოყალიბების სურვილსა […]