ბოსნია-ჰერცეგოვინა დასავლეთ ბალკანეთის ერთ-ერთ უდიდეს ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობს

ბოსნია-ჰერცეგოვინა დასავლეთ ბალკანეთის ერთ-ერთ უდიდეს ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობს. მისი მიზანი ბლოკში გაწევრება და რეგიონის კომპანიებთან თანამშრომლობის გაღრმავებაა. ქვეყანა გეგმავს არა მხოლოდ გზის აშენებას, არამედ უფრო მჭიდრო კავშირს ევროკავშირთან. ავტომაგისტრალი ხორვატიის პორტ პლოჩეს ბოსნიის დედაქალაქ სარაევოსა და სამრეწველო ქალაქებთან აკავშირებს. ამგვარად, ბოსნია-ჰერცეგოვინა აუმჯობესებს ურთიერთობას არა მხოლოდ ბალკანეთის მეზობლებთან, არამედ მთელ რეგიონში უზრუნველყოფს უკეთეს სატრანსპორტო კავშირს ევროპულ […]
ისე ნუ იზამთ, რომ მერე თქვენივე განცხადებები წაშალოთ – თამარ ჩიბურდანიძე გერმანიის საელჩოს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე გერმანიის საელჩოს განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „იმდენად მოსწრებაზე არიან, როგორმე ძალა შემატონ ამ უძლურ ოპოზიციას საქართველოში, რომ ფეხქვეშ გათელეს დიპლომატიაც, პარტნიორობაც და დემოკრატიაც.“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადება არადიპლომატიურია. თამარ ჩიბურდანიძე განმარტავს, რომ ევროპელი ლიდერების პოლიტიკა ამერიკაში უკვე დამარცხდა. მისი თქმით, ევროპელი ლიდერები არ […]
Zarbazani cosmetics -მა ასორტიმენტი გაზარდა – რა გეგმები აქვს კომპანიას?

ღვინის კოსმეტიკის მწარმოებელმა კომპანია Zarbazani cosmetics -მა ასორტიმენტი გაზარდა და ახალი ბრენდები დაამატა, – ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, ალექსანდრე ბოლქვაძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა. Zarbazani Cosmetics ღვინის კოსმეტიკის საწარმოა, რომელშიც 0,5 მილიონი ლარის ინვესტიციით 2021 წლის ნოემბერში ამოქმედდა. კომპანია ღვინისაგან ისეთ პროდუქციას ამზადებს, როგორიცაა: შამპუნი, შხაპის გელი, სამასაჟე ზეთი, თხევადი და მყარი საპონი და სხვა ჰიგიენის […]
გზა, არჩევიდან, ინაუგურაციამდე – დონალდ ტრამპი პრეზიდენტის ფიცს მეორედ დადებს

72 დღეში, ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება. ტრამპი, კაპიტოლიუმის წინ, პრეზიდენტის ფიცს მეორედ დადებს. მანამდე კი, ხელისუფლების გადაბარების პროცესი იწყება.
„გირჩმა“ ახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნით აქცია გამართა

ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით „გირჩმა“ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა. „გირჩი“ ითხოვს ახალი არჩევნები ფარულობის ტოტალური დარღვევის საფუძველზე დაინიშნოს. ამ მოთხოვნის მხარდასაჭერად დიდი მიტინგის ორგანიზების მიზნით, „გირჩი“ დღევანდელ აქციაზე ელოდა სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, თუმცა „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერი საქართველოს“ და ენმ-ის მიერ ორგანიზებული საპროტესტო მსვლელობები „გირჩის“ აქციას არ შეუერთდა. „არ შეიძლება რუსული რეჟიმი დაამარცხო სეირნობით, ტირანია […]
„ცერნიდან“ რუსეთის გარიცხვის გამო, კვლევებს შეფერხება ემუქრებათ

ნოემბრის ბოლოს სრულდება თანამშრომლობა რუსეთის კვლევით ინსტიტუტებსა და ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას („ცერნი“) შორის. გერმანელი მკვლევარის განცხადებით, ამას შეიძლება მეცნიერებისთვის უარყოფითი შედეგები ჰქონდეს. „ინჟინერიის სფეროში რუსეთს უდიდესი გამოცდილება აქვს“, – განუცხადა გერმანულ საინფორმაციო სააგენტოს (DPA) ჰამბურგის Deutsche Electronic Synchrotron Center-ის (Desy) წარმომადგენელმა, ბეატე ჰაინემანმა. „ეს არ ნიშნავს იმას, რომ თანამშრომლობის შეწყვეტის გამო, ზოგიერთი […]
ტრამპმა ყირიმის უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნებას „არარეალური“ უწოდა

ყირიმის უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნება, სავარაუდოდ, “არარეალურია”. ამიტომ, კიევმა „მშვიდობაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება“ და არა ტერიტორიებზე, – ამის შესახებ აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის მრჩეველმა ბრაიან ლანზამ განაცხადა, რომელსაც ციტირებს RBC-Ukraine BBC News-ზე დაყრდნობით. არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უფროსმა მრჩეველმა განმარტა, რომ ახალი ადმინისტრაცია უკრაინაში მშვიდობის მიღწევაზე იქნება ორიენტირებული და არა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე. ლანზას […]
ავსტრიაში ფრინველის გრიპის გავრცელების გამო 18 ათასი ცხოველი დახოცეს

ავსტრიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავსტრიაში ფრინველის გრიპია გავრცელებული. გრიპის შემთხვევები ამშტეტენის რაიონში ერთი კვირის წინ გამოვლინდა, რის გამოც 18,000 ფრინველი და პირუტყვი დახოცეს. ზემო და ქვემო ავსტრიაში ფრინველის გრიპის შემთხვევები დადასტურდა ოთხ სხვადასხვა ფერმაში, სადაც დაახლოებით 200 000 ცხოველი ბინადრობს. ამ ტერიტორიის ირგვლივ, სამი კილომეტრის რადიუსში, დამცავი ზონა მოეწყო. ვეტერინარები 78 ფერმას შეამოწმებენ. დამატებითი სამეთვალყურეო […]
Tesla-ს საბაზრო ღირებულებამ $1 ტრილიონს მიაღწია

ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებლის, Tesla-ს საბაზრო ღირებულებამ $1 ტრილიონს მიაღწია – აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ტრეიდერები ვარაუდობენ, რომ ილონ მასკის კომპანიები ამიერიდან განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ, რადგან თავად მასკი ტრამპის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული. ამის შესახებ Reuters-ი წერს. პარასკევს Tesla-ს აქციებზე ფასები 8.2%-ით, $321.22-მდე გაიზარდა, რითაც კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ, 2 წლის შემდეგ პირველად, $1 […]
“გირჩი” პარლამენტთან აქციას მართავს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით

პოლიტიკური პარტია “გირჩი” თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავს, რომლის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა. პარლამენტთან შეკრებილებს “გირჩის” ლიდერები მიმართავენ. ისინი ამბობენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა. “გირჩის” თანახმად, ეს ხელახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი უნდა გახდეს. პარტია გამოდის ინიციატივით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ხალხმრავალი დემონსტრაცია გაიმართოს. “შევრკიბოთ 100 000 კაცი, […]