არაფორმალური ეკონომიკის წილი შეიძლება, 60 პროცენტსაც აღწევდეს – მასთან ბრძოლა არაეფექტურად ფასდება

არაფორმალური ეკონომიკის წილი შეიძლება, 60 პროცენტსაც აღწევდეს – მასთან ბრძოლა არაეფექტურად ფასდება ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი რეალურად იმაზე მეტია, ვიდრე ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, თუკი ,,საქსტატის” მონაცემით არაფორმალურ ეკონომიკას 12,7% უჭირავს, ეკონომისტები ფიქრობენ, რომ სინამდვილეში ეს მაჩვენებელი შესაძლოა 60%-საც აღწევდეს, იმ ჩრდილოვანი ეკონომიკის ჩათვლით, რომლის წილიც, ცალკე აღებული, დაახლოებით 25%-მდე უნდა იყოს. მართალია, ეს არაოფიციალური მაჩვენებელია, თუმცა […]
პრეზიდენტი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვდება

11 ნოემბერს ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვდება. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ, გაიმართება პრესკონფერენცია, ცნობისთვის, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია თბილისში ჩამოდის. კერძოდ, გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა […]
ცესკო-ში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კერძოდ, სხდომაზე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” და „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” საჩივრების განიხილავენ. როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა განმარტა, ცესკოს 11 წევრის მხარდაჭერა რომ არა, 95 ათასზე მეტ ამომრჩეველს უცხოეთში არ ექნებოდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამასთან, განმარტა, რომ საზოგადოებამ დაინახა აქცენტების […]
პრემიერ-მინისტრი ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 11-13 ნოემბერს გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში (COP29) მიიღებს მონაწილეობას, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართება. პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილე ლიდერებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებენ. ბაქოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირისპირ შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან. დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა COP29-ის ლიდერთა სამიტზე, […]
მედიკოსები – ისრაელის მიერ ჯაბალიაზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა

ღაზის სექტორის ქალაქ ჯაბალიაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, – ინფორმაციას Reuters-ი პალესტინელ მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს. პალესტინის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო WAFA-ს და „ჰამასის“ მედიის ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა 32-ს აღწევს. ისრაელი აცხადებს, რომ ჯაბალიაში, ბეიტ ლაჰიასა და ბეიტ ჰანუნში ჯარები გაგზავნა, რათა ხელი შეეშალა „ჰამასის“ იმ მებრძოლების გადაჯგუფებისთვის, რომლებიც თავდასხმებს იქიდან ახორციელებენ. […]
გიორგი კალანდარიშვილმა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლაშა ფარულავა ცესკო-ს სხდომიდან გააძევა

ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა ცესკო-ში მიმდინარე გააძევა სხდომიდან, სადაც საჩივრებს განიხილავენ. ლაშა ფარულავამ ცესკო-ს წარმომადგენლებს არჩევნების გამყალბებლები უწოდა. „ეს არ იყო კენჭისყრა, ეს იყო რუსული სპეცოპერაცია, რომელიც ჩატარდა საქართველოში. რუსული სპეცოპერაციით დემოკრატია გაუქმდა ქვეყანაში. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები გაუქმდა. ამაზე, პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ, ბატონო გიორგი და ბატონო გიორგი ჯავახიშვილო. […]
“იცით, ახლა სად შემეძლო ვყოფილიყავი?” – როგორ ეცადა “მარსელის” მწვრთნელი ფეხბურთელების მოტივირებას “ოსერთან” მატჩის შემდეგ

ლიგა 1-ის მე-11 ტურში “მარსელი” შინ “ოსერთან” 1:3 დამარცხდა. ფრანგულ პრესაში აქტიურად იწერება, რომ “ველოდრომელთა” მთავარი მწვრთნელი რობერტო დე ძერბი შესაძლოა, გაათავისუფლონ. იტალიელი სპეციალისტი გასულ წლებში “ბრაიტონს” წვრთნიდა და არაერთი გრანდიც ეპატიჟებოდა, მაგრამ 45 წლის მწვრთნელმა არჩევანი “მარსელზე” გააკეთა. ფაბრიციო რომანოს ცნობით, “ოსერთან” მატჩის შემდეგ დე ძერბი გასახდელში საკუთარი ფეხბურთელების მოტივირებას შეეცადა და მათ პროექტორის […]
ბიძინა ივანიშვილის ქონება რეკორდულ ნიშნულზეა – მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის მილიარდერების რეიტინგს ისევ გამოეთიშა

Bloomberg-ის 500 მილიარდერის სიაში მყოფი ქართველი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის ქონება რეკორდულ ნიშნულზეა. Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში ივანიშვილი 401-ე ადგილს იკავებს. ამჟამად მისი ქონება 7.63 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, რაც ამავე ინფორმაციის თანახმად, რეკორდული მაჩვენებელია. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ბიზნესმენების უდიდესი ნაწილის ქონება მზარდი ტენდენციით ხასიათდება. მაგალითისთვის, თუ 5 ნოემბერს, არჩევნების […]
გერმანიის საარჩევნო ორგანოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ არჩევნების მოკლე დროში გამართვა რისკის შემცველია, რადგან მსოფლიოში დიდი გამოწვევაა ქაღალდის შეძენა და ბეჭდვა

გერმანიის საარჩევნო ორგანოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ არჩევნების მოკლე დროში გამართვა რისკის შემცველია, რადგან მსოფლიოში დიდი გამოწვევაა ქაღალდის შეძენა და ბეჭდვა გერმანიის საარჩევნო ორგანოს ხელმძღვანელი რუთ ბრანდი გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს მოუწოდებს, არ იჩქაროს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და მაქსიმალურად გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადები. როგორც ის შოლცისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს, ეს რისკის შემცველი იქნება საორგანიზაციო საკითხების გათვალისწინებით. […]
აზერბაიჯანი: ნახშირწყალბადებით მდიდარი ქვეყანა

აზერბაიჯანი, რომელიც კლიმატის ცვლილების შესახებ გაერო-ს ჩარჩო-კონვენციის ხელმომწერ მხარეთა 29-ე კონფერენციას (COP29) მასპინძლობს, ნავთობისა და გაზის მომპოვებელი სახელმწიფოა, რომელიც რუსეთსა და ირანს შორის მდებარეობს. აზერბაიჯანის სახელწოდება სპარსული „აზერ“-იდან, ანუ „წმინდა ცეცხლიდან“ მომდინარეობს და ზოროასტრისტულ ტაძრებს უკავშირდება, სადაც ცეცხლის ასანთებად მიწიდან ბუნებრივად ამოსულ გაზს ან ნედლ ნავთობს იყენებდნენ. მე-13 საუკუნის ბოლოს, ვენეციელი მოგზაური და მწერალი, მარკო […]