მიხაილ როთი – თუ ფიქრობთ, რომ გიჟი მიხაელ როთი შორს არის ევროპული რეალობისგან, ვპირდებით მმართველი პარტიას, რომ ეს მთავრობა ვერასდროს დაარწმუნებს ევროკავშირს, დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები – ეს არ იმუშავებს

მე ვიცი, რომ მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი ცოტათი შეწუხებულად გრძნობს თავს – თუ გინდა ევროკავშირში გაწევრიანება, წესები უნდა დაიცვა, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა „პალიტრანიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, თუ ყურადღებით წავიკითხავთ დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებს, ცხადია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებული იყო და არ ყოფილა […]
შვედი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შვედური ონლაინ სამოგზაურო ჟურნალის Freedom Travel.se-ის რედაქტორებსა და ბლოგერს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მისი თქმით, გამოცემას სკანდინავიის ქვეყნებში 1.5 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს. „პრესტური შვედეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შედგა. პრესტურის ფარგლებში შვედური მედიის წარმომადგენლებმა თბილისი, მცხეთა, თელავი, ყაზბეგი, უფლისციხე, ბორჯომი და ბათუმი მოინახულეს. უცხოური მედიის წარმომადგენლები ქართულ გასტრონომიას, […]
კრივი-რიჰში რუსეთის სარაკეტო თავდასხმას დედა და სამი შვილი ემსხვერპლნენ

კრივი-რიჰში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად განადგურებული შენობის ნანგრევებიდან სამი ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსების მსხვერპლი მთელი ოჯახი გახდა – დედა და სამი შვილი: 10 და 2 წლის ბიჭები და გოგონა, რომელიც მხოლოდ 2 თვის იყო. შეგახსენებთ, რუსებმა გუშინ კრივი-რიჰში ხუთსართულიან შენობას ბალისტიკური […]
GITA-ს სტარტაპი Biliki AI პირველი ქართული სტარტაპია, რომელიც Google-ის სტარტაპ აქსელერატორში მოხვდა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპი Biliki AI პირველი ქართული სტარტაპია, რომელიც მოხვდა Google-ის სტარტაპ აქსელერატორში Google for Startups Accelerator: AI First. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში 317 აპლიკანტიდან 15 სტარტაპი შეირჩა. „მონაწილე სტარტაპები 10 კვირის განმავლობაში ინტენსიურ ტრენინგებსა და მენტორშიპ სესიებს გაივლიან. აქსელერატორი მნიშვნელოვანი ბენეფიტებით […]
ბელარუსი ოფიციალურად გახდა „ბრიქსის“ პარტნიორი ქვეყანა

ბელარუსი ოფიციალურად გახდა „ბრიქსის“ პარტნიორი ქვეყანა. როგორც რუსულ მედიას ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა აცნობა, 5 ნოემბერს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გაუგზავნა წერილი, რომელშიც მზადყოფნა გამოთქვა „ბრიქსში“ პარტნიორად ჩართვისთვის.
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკურმა პარტიამ“ უმრავლესობა მოიპოვა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკურმა პარტიამ“ უმრავლესობა მოიპოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს. Decision Desk HQ-ის წინასწარი მონაცემებით, „რესპუბლიკელებმა“ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობისთვის საჭირო 218-ე ადგილი მოიპოვეს და ამრიგად, „რესპუბლიკური პარტია“ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის კონტროლს შეინარჩუნებს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ადგილების საბოლოო გადანაწილება ჯერჯერობით უცნობია, რადგან კალიფორნიის შტატის რამდენიმე ოლქში ხმების დათვლა ჯერ კიდევ […]
მიხაილ როთი – ცოტა უხეში და არც ისე პროფესიონალურია ჩვენი იგნორირება

ბევრი საკითხია, სადაც სრულიად არ ვეთანხმებით მმართველ პარტიას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მტრები ვართ – ამიტომ ცოტა უხეში და არც ისე პროფესიონალურია ჩვენი იგნორირება, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა „პალიტრანიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რითაც შეაფასა ფაქტი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი თქვა. […]
უკრაინის პარტია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე – დანგრეული და დაზიანებული საცხოვრებლებისთვის კომპენსაციას 1 575 წელი დასჭირდება

უკრაინის პარტია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, ელენა შულიაკი აცხადებს, რომ ამჟამინდელი დაფინანსებით, წელიწადში 4 მილიარდი გრივნით, დანგრეული და დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სრული კომპენსაციისთვის 1 575 წელი დასჭირდება, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ეს ჰგავს ჩაის კოვზით ტბის ავსებას. უდავოდ კარგია, რომ მთავრობამ საბოლოოდ იპოვა გზა აღდგენის დასაფინანსებლად 2025 წელს. მაგრამ დამეთანხმებით: დაფინანსების ეს მაჩვენებელი არ არის […]
ამერიკული მედიის ცნობით, ტრამპმა სახელმწიფო მდივნად შესაძლოა, სენატორი რუბიო წარადგინოს

სულ უფრო მეტი ამერიკული მედიასაშუალება იუწყება, რომ რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობას, სავარაუდოდ, მარკო რუბიო დაიკავებს. 53 წლის რუბიო აშშ-ის სენატში ფლორიდის შტატის წარმომადგენელია. მარკო რუბიო სენატის დაზვერვის კომიტეტის წევრია. ინფორმაცია, რომ ტრამპი რუბიოს განიხილავს სახელმწიფო მდივნის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად, ჯერ კიდევ 6 ნოემბერს გაავრცელა გამოცემა Politico-მ. 11 ნოემბერს გამოცემა New York Times-მა […]
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება – EQuIP7 მიიღო

წმ. იოანე მოწყალეს სახელობის პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა, წარმატებით გაიარეს ჯანდაცვის სტანდარტების ავსტრალიის საბჭოს (Australian Council for Healthcare Standards International – ACHSI, Australia) საერთაშორისო აკრედიტაცია. აღნიშნული კლინიკები პირველები აღმოჩდნენ, რომლებმაც შენიშვნებისა და ხარვეზების გარეშე გაიარეს შემოწმება და უმაღლესი შეფასება EQuIP7 მიიღეს. საერთაშორისო აკრედიტაცია მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნითა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების […]