ვლადიკავკაზელმა კონტრაქტორმა თავში ნაჯახი ჩაირტყა, რათა ომში წასვლას გადარჩენოდა

რუსეთის სამხრეთ რაიონის სამხედრო სასამართლომ დაამტკიცა განაჩენი ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრი კონტრაქტორის, მანუჩერ ბეკნაზაროვის საქმეზე – თვითდასახიჩრებისა და სამხედრო ნაწილის უნებართვო მიტოვების გამო მას თავისუფლების ექვსი წლით აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენში ნათქვამია, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ნაწილში მყოფმა ბეკნაზაროვმა თავში ნაჯახი ჩაირტყა და მძიმე დაზიანება მიიღო, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. ასევე დადგინდა, რომ […]

„ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ცესკოს სიების გასაუქმებლად მიმართავენ

ორი ოპოზიციური პარტია, რომელსაც ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში ხვდება, საარჩევნო კომისიას სიების გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ. ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა ისაუბრეს. თუ წინასწარი შედეგები არ შეიცვლება, მომავალ პარლამენტში „კოალიციას ცვლილევისთვი“ 19 მანდატი ეკუთვნის, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ კი 16. სიები ორივე პარტიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წარადგინეს. იმ შემთხვევაში, თუ […]

“კოალიცია ცვლილებისთვის” სიის წევრებმა ხელი მოაწერეს განცხადებას, რომლითაც უარს ამბობენ პარლამენტის წევრობაზე და ყველა პრივილეგიაზე

“კოალიცია ცვლილებისთვის” საპარლამენტო სიას ხსნის და უარს ამბობს ყველა პრივილეგიაზე – სპეციალური განცხადება კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ წაიკითხა და განაცხადა, რომ დოკუმენტზე იქნება საარჩევნო სიის 85-ვე წევრის ხელმოწერა. (მთავარი არხი)

ემირ ბურჯანაძის ქუჩას სრული რეაბილიტაცია უტარდება

სამგორის რაიონში ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. დედაქალაქის მერის თქმით, მომავალი წლისთვის სამუშაოები სრულად იქნება დასრულებული. „სამგორის რაიონში, ემირ ბურჯანაძის ქუჩაზე სამუშაოები გვაქვს დაწყებული. აქ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. პირველი, რასაც ვაკეთებთ, არის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, რომელიც მთლიანად განახლდება. მომავალი წლისთვის სამუშაოები […]

შემოსავლების სამსახური – საგადასახადო ამნისტიის ფარგლებში, 65 340 ფიზიკურ პირს 423 141 969,65 ლარი უკვე ჩამოეწერა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დღეის მდგომარეობით – 65 340 ფიზიკურ პირს, საერთო ჯამში – 423 141 969,65 ლარის დავალიანება ჩამოეწერა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ელექტრონულად www.rs.ge პროგრამული უზრუნველყოფის […]

თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. ილუმინაციები და კონსტრუქციები, საერთო ჯამში, 90-მდე ქუჩაზე და 30-მდე სკვერში მოეწყობა. დედაქალაქის მერიის ცნობით, მანათობელი ბაგირები ჭავჭავაძის გამზირზე მონტაჟდება, სადაც მიმდინარე სამუშაო პროცესს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო. „თბილისის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს საახალწლო განათებების მოწყობა. გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში მოცულობითი სამუშაოებია შესასრულებელი, განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისში დავიწყეთ და […]

ირაკლი ქადაგიშვილი – ბოლოს, ადრე თუ გვიან – ალბათ, უფრო საგაზაფხულო სესიისკენ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შემოვა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი დარწმუნებულია, რომ პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე, ბარიერგადალახული ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევა. ქადაგიშვილის თქმით, პარლამენტში უფრო სწრაფად შესვლა ოპოზიციას უხერხულობას შეუქმნის, საგაზაფხულო სესიის გახსნისას კი, ვნებათაღელვა შედარებით დამცხრალი იქნება და პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ბევრი პარლამენტში შესვლას მოითხოვს. „ოპოზიციამ თავი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო, როცა ხელაღებით თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის ვერც […]

სოფელ ცემში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკურორტო სოფელ ცემში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ბერის საყდრებამდე მისასვლელი გზის 772 მეტრიან მონაკვეთზე, არმირებული ბეტონის საფარი ეწყობა. „გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და სამუშაოებს შპს „მშენებელი-2012″ ახორციელებს. პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ […]

ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ინიციატივით, ცნობილი ჟურნალისტის, აფხაზეთში ქართული ტელევიზიის პირველი დირექტორის ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, ჟურნალისტური პრემიის გამარჯვებულები სპეციალურმა კომისიამ ოთხ კატეგორიაში გამოავლინა. „სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში გასული აფხაზეთის თემაზე მომზადებული სიუჟეტი ან მულტიმედია ნამუშევარი – მამუკა […]

საგადასახადო ამნისტიის ფარგლებში, 65 340 ფიზიკურ პირს 423 141 969 ლარი ჩამოეწერა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ საქართველოს მთავრობისმიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისსაფუძველზე, დღეის მდგომარეობით – 65 340 ფიზიკურ პირს, საერთო ჯამში – 423 141 969,65 ლარის დავალიანება ჩამოეწერა. „აღიარებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა აქტიურად მიმდინარეობს, როგორცელექტრონულად www.rs.ge პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით (62 553 ფიზიკურ პირზე 282 601 018,12 […]