არჩევნების გაყალბების საქმეზე თენგო თევზაძე და საბა ბუაძე გამოკითხეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში არჩევნების გაყალბების საქმეზე პროკურატურამ ორი პოლიტიკოსი გამოკითხა. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, თენგო თევზაძისა და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, საბა ბუაძის გამოკითხვას მაგისტრატი მოსამართლე ესწრებოდა, რადგან მათ უარი თქვეს საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე. თევზაძის თქმით, მან გამომძიებლებს აუხსნა, როგორ გაყალბდა არჩევნები: „გამოძება არ არის მოტივირებული, რომ რეალური შესაძლო პირები [დასაჯოს]. საბა ბუძემ კი აღნიშნა, რომ პოლიტიკური […]

სერგეი შამბა: აფხაზეთში მყოფ რუს ტურისტებს პროტესტის გამო საფრთხე ემუქრებათ

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ რუსულ საინფორმაცია სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ოპოზიციის პროტესტი აფხაზეთში მყოფ რუს ტურისტებზე არ იმოქმედებს: „ეს არის შიდაპოლიტიკური საკითხები, რაც მათზე არანაირად არ იმოქმედებს. აფხაზეთში მყოფ რუს ტურისტებს ამ პროტესტის გამო საფრთხე არ ემუქრებათ”, – განაცხადა სერგეი შამბამ. რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი, […]

ისრაელის არმია ღაზის ჩრდილოეთში ოთხი ჯარისკაცის დაღუპვაზე იუწყება

ისრაელის არმიამ განაცხადა 12 ნოემბერს, რომ მისი ოთხი ჯარისკაცი მოკლეს ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში. არმიის ცნობაში ნათქვამია, რომ ოთხივე, 11 ნოემბერს, „ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში დაეცა ბრძოლის დროს“. ისრაელის არმიის მიერ პალესტინელთა ტერიტორიაზე – ღაზის სექტორში ოქტომბერში დაწყებული სახმელეთო საომარი ოპერაციის განმავლობაში სულ 376 ჯარისკაცი დაიღუპა – იტყობინება AFP-ი. ღაზის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, 2023 წლის […]

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის მომხრეებმა კოდორის ხიდი ისევ გადაკეტეს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის მომხრეებმა კოდორის ხიდი ისევ გადაკეტეს. ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლის, ლევან მიქაას თქმით, დე ფაქტო ხელისუფლებამ არ შეასრულა დაპირება, რომ დაკავებულ ოპოზიციონერებს ათ საათზე გაათავისუფლებდა. ამ დროისთვის სოხუმისკენ მიმავალი სამივე ხიდი ჩაკეტილია: კოდორის, გუმისთისა და ქვემო გუმისთის ხიდები. ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძიუბჟას მიმდებარედ მდებარე კოდორის ხიდი […]

„კასპერსკის ლაბორატორია“: თავდამსხმელები ავრცელებენ ტროიანელს Telegram-ზე ფინანსური არხებით

„კასპერსკის ლაბორატორიის“ გლობალური კვლევისა და საფრთხეების ანალიზის ცენტრის (GReAT) ექსპერტებმა აღმოაჩინეს მავნე კამპანია, რომელიც მიმართული იყო მომხმარებლებისა და კომპანიებისთვის ფინანსური და სავაჭრო სექტორიდან. თავდამსხმელები ავრცელებენ ტროიანელს თემატური Telegram-ის არხებით, რაც საშუალებას აძლევს მოწყობილობაზე დისტანციური წვდომას ჯაშუშობისა და მონაცემების მოპარვის მიზნით. თავდასხმები დაფიქსირდა 20-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანია იტყობინება, რომ თავდამსხმელები Telegram-ის პოსტებს ამაგრებენ არქივებს მავნე ფაილებით […]

„ჯარის ქალაქის“ აშენების ₾144 მილიონიანი ტენდერი „ანაგმა“ მოიგო

„ჯარის ქალაქის“ აშენების ₾144 მილიონიანი ტენდერი „ანაგმა“ მოიგო – ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერიდან ხდება ცნობილი. ახალი ჯარის ქალაქი მახათას მთაზე, სახელმწიფოს კუთვნილ 100,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე აშენდება. ჯარის ქალაქის მეორე ფაზის ფარგლებში დაგეგმილია 39 ერთეული, 7-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. ტენდერში მონაწილეობას სულ ორი კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენი“ და „ანაგი“ იღებდნენ. სამინისტროს მიერ […]

ჩინეთში ავტომობილი ხალხში შევარდა, დაიღუპა 35 და დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი

მინიმუმ 35 ადამიანი დაიღუპა და 43 დაშავდა მას შემდეგ, რაც ჩინეთის ქალაქ ჟუჰაიში ავტომობილი სტადიონთან სავარჯიშოდ შეკრებილ მშვიდობიან მოქალაქეებს შეეჯახა, – ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი, 62 წლის მამაკაცი გაქცევის მცდელობისას დააკავეს და ის ამჟამად, თვითდაზიანებების გამო, კომაში იმყოფება. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი განქორწინების შემდეგ ქონების გაყოფასთან დაკავშირებულ უკმაყოფილებას უკავშირდება. მომხდართან […]

პროკურორი – დაკითხული პირების შესახებ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, თუმცა დაგიდასტურებთ, რომ გამოძიების ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის არა ერთი წარმომადგენელია დაკითხული

პროკურორ ლაშა ცქვიტარიას განცხადებით, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის გამოძიების ფარგლებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის არა ერთი წარმომადგენელი დაიკითხა. კითხვაზე, დაკითხულია თუ არა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი პროკურორი პასუხობს, რომ დაკითხულების ვინაობის შესახებ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდის. მისი თქმით, ცესკოსთან მიმართებაში კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. „საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, […]

იუსტიციის სამინისტრო – იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუდაპეშტში გამართული მაღალი დონის კონფერენციის მონაწილეებს საქართველოში განხორციელებული რეფორმები გააცნო

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში მაღალი დონის კონფერენცია გაიმართა, რომელიც ეფექტიანი სამართალშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფის თემას ეძღვნება. კონფერენციაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი მოხსენებით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, მინისტრის მოადგილემ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კანონშემოქმედებითი საქმიანობის განვითარებასა და ევროკავშირში ინტეგრაციის პარალელურად საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პრაქტიკაზე ისაუბრა. […]

პრემიერ-მინისტრმა COP29-ის ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში – Energy: Advancing Climate Mitigation Action მონაწილეობა მიიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში – Energy: Advancing Climate Mitigation Action. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც საქართველო დგამს კლიმატის ცვლილებით შექმნილი გამოწვევების დასაძლევად. “ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანა აფართოებს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას, აუმჯობესებს ენერგოეფექტურობას და […]