მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია

მცხეთაში, ყვავილების ჯიხურში ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. უწყების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფიბა-მ თვაური რუმინეთში, რატიშვილი კი საბერძნეთში გაამწესა

ფიბა ევროპის თასზე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურია, რომელშიც ქართულ კლუბთან ერთად ქართველი მსაჯი და კომისარიც არიან ჩართულნი. კირილე თვაური კვლავ რუმინეთში, ქალაქ კონსტანცაში მსაჯობს. ის “კონსტანცასა” და ფრანგული “შოლეს” მატჩს მოემსახურება. ფიბა-ს ერთადერთი ქართველი კომისარი, მერაბ რატიშვილი კი საბერძნეთში იმუშავებს, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მთავარ და მოქმედ ასისტენტ მწვრთნელებს შეხვდება. ფიბა ევროპის თასის ბოლო […]

მომხმარებლების ზრდა, ფუფუნების ნივთებში ინვესტირებაზე კომუნიკაცია – რას გეგმავს Phubber?

Phubber-ის გეგმებში მომხმარებლების რაოდენობის ზრდა შედის. როგორც Phubber-ის თანადამფუძნებელმა, ანანო დოლაბერიძემ BM.GE-სთან განაცხადა, პლატფორმას ამჟამად 270 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს და იგეგმება, რომ ამ მაჩვენებელმა წლის ბოლომდე 300 000-ს გადააჭარბოს. მისი თქმით, სტანდარტულად, აპლიკაციის მომხმარებლების 40% მხოლოდ ყიდის, 40% მხოლოდ ყიდულობს, ხოლო 20% ორივე მიმართულებითაა ჩართული.

გერმანიის პარლამენტის ვადამდელი არჩევნები 23 თებერვლისთვის შეიძლება ჩატარდეს

გერმანიის პარლამენტის – ბუნდესტაგის ვადამდელი არჩევნები მომავალი წლის 23 თებერვალს შეიძლება ჩატარდეს. ამის შესახებ იტყობინება გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ARD-ს ცენტრალური სტუდია ბერლინში. მისი ინფორმაციით, მმართველ კოალიციაში შემავალი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) – და ოპოზიციურ პარტიულ ბლოკში (CDU/CSU -გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირი) შემავალი ფრაქციები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმდნენ. ამ წინადადებას დათანხმდა ფრაქცია თავისუფალი დემოკრატიული პარტია […]

„რუსეთი სანქციების ეფექტს ეტაპობრივად, მომდევნო წლებში უფრო მეტად იგრძნობს“

უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია ეკონომიკური შენელება რუსეთში, რომლის ნიშნები სულ უფრო და უფრო აშკარა ხდება, პირველ რიგში ეს განპირობებულია ცენტრალური ბანკის განაკვეთის ზრდით და საწარმოო ხარჯების გაზრდით, ამ დასკვნამდე მივიდნენ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული ეკონომიკური პროგნოზირების ინსტიტუტის (INP) ეკონომისტები მშპ დინამიკის ახალი მოკლევადიანი ანალიზით, რომელიც შეისწავლა RBC-მ. საწარმოო ხარჯებს შორისაა კომპანიების ფინანსური შედეგების შემცირება, მშენებლობაში სტაგნაცია […]

სასამართლოს გუშაგი: ნოემბერში მოსამართლეები დანამატად ჯამურად ნახევარ მლნ-ზე მეტს მიიღებენ

ორგანიზაცია საქართველოს სასამართლო გუშაგის ცნობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეები ნოემბერში დანამატებს მიიღებენ, რომელთა ჯამი ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს. ორგანიზაციის განცხადების თანახმად, მოსამართლეები დანამატის სახით თანამდებობრივი სარგოს 50%-ს მიიღებენ, რაც ჯამში დაახლოებით 685 750 ლარს შეადგენს. დანამატების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2024 წლის 11 ნოემბერს მიიღო. ორგანული კანონის მიხედვით, […]

ნოემბერში მოსამართლეები დანამატის სახით ნახევარ მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ – სასამართლოს გუშაგი

არასამთავრობო ორგანიზაცია “სასამართლოს გუშაგის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეები ნოემბერში დანამატებს მიიღებენ, რომელთა ჯამი ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს. მათივე ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2024 წლის 11 ნოემბერს მიიღო. როგორც “სასამართლოს გუშაგის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მოსამართლეები დანამატის სახით თანამდებობრივი სარგოს 50%-ს მიიღებენ, რაც ჯამში დაახლოებით 685 750 ლარს შეადგენს. “სასამართლოს […]

მომავალი წლის I კვარტალში, ტესტირების დასრულების შემდეგ, ვისმჯელებთ გვინდა თუ არა ციფრული ლარის გამოშვება – ებანოიძე

ციფრული ლარის პროექტზე ეროვნული ბანკი უკვე წლებია მუშაობს. გასულ წელს საქართველოს ეროვნული ბანკის ციფრული ლარის საპილოტე პროექტის გამარჯვებული მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Ripple გახდა. როგორც საქმის კურსში ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარლამ ებანოიძე აცხადებს, ტექნოლოგიურ პარტნიორთან ერთად ამ ეტაპზე ტექნოლოგიის ტესტირების პროცესი მიმდინარეობს, რომელიც მომავალი წლის პირველ კვარტალში დასრულდება. […]

ქართულ ბიზნესს სჭირდება ევროპელი პარტნიორები – მირანდა მანჯგალაძე

რითეილ-ექსპერტ მირანდა მანჯგალაძის აზრით, საქართველოს განვითარებისთვის სჭირდება ძლიერი ევროპელი პარტნიორი, ქართულ ბიზნესს – ევროპელი პარტნიორები. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა. „საქართველოს განვითარებისთვის სჭირდება მოძრაობა მხოლოდ წინ და არა – ერთ წრეზე“, – ამბობს ის. მირანდა მანჯგალაძეც იმ მოქალაქეების რიცხვშია, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო უნდა დაბრუნდეს ევროპულ გზაზე და გაგრძელდეს ევროინტეგრაციის პროცესი. შესაბამისად, […]

ირანის ხელისუფლება თეირანში თავდაცვით გვირაბს აშენებს – „როიტერი“

ირანის ხელისუფლება თეირანში თავდაცვით გვირაბს აშენებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. გვირაბი ქალაქის ცენტრში განთავსდება და ის თეირანის მეტროს იმამ ხომეინის საავადმყოფოსთან დააკავშირებს, რაც სამედიცინო დაწესებულებამდე პირდაპირ მიწისქვეშა წვდომას უზრუნველყოფს.