დებიტორული დავალიანებების ამოღების წესი იცვლება – ბიზნესს შენიშვნები აქვს

შემოსავლების სამსახურმა ამოუღებელი დებიტორული დავალიანებებისა და გადახდილი ავანსების დაბეგვრის მიდგომა შეცვალა. მეთოდური მითითების მიხედვით, საქონლის ან მომსახურების მიწოდებისას წარმოქმნილი დებიტორული დავალიანების “გონივრულ ვადაში” გადაუხდელობის შემთხვევაში, უწყება თანხებს ანაზღაურებულად ჩათვლის და მას საშემოსავლო გადასახადით დაბეგრავს. იგივე მიდგომა გავრცელდება საქონლის ან მომსახურების შესაძენად გადახდილი ავანსების შემთხვევაშიც. “დებიტორულ დავალიანებებზე ახლა გვაქვს სიტუაციური სახელმძღვანელო, რომელიც განმარტავს, თუ დებიტორული დავალიანება […]
“სწორედ ამ მუხლით ხელმძღვანელობენ პარტიები, რომლებმაც უკვე თქვეს უარი არჩეულ წევრებად რეგისტრაციაზე” –

“საარჩევნო კანონმდებლობა ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს”-ო გვარწმუნებს ცესკო და უთითებს საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლზე. “ქართული ოცნების” ნებისმიერი ბრძანების ბრმად შემსრულებელი ორგანოსგან კანონის სხვაგვარ განმარტებას არც შეიძლება ველოდეთ. არც მასთან კამათს აქვს რაიმე აზრი. მაგრამ საქართველოს ამომრჩევლებისა და ქართული საზოგადოების ინფორმირებისთვის ვიტყვი, რომ 120-ე მუხლი ამ შემთხვევაში საერთოდ […]
უნგრეთის დედაქალაქში „ბუდაპეშტის პროცესის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა

უნგრეთში „ბუდაპეშტის პროცესის“ მონაწილე ქვეყნების მინისტერიალი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, მინისტრთა დეკლარაცია და მისი განხორციელების 2025-2030 წლების სამოქმედო გეგმა იქნა მიღებული. მინისტრთა კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც ღონისძიებაზე მინისტრთა დეკლარაციით გათვალისწინებულ საკითხებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მიგრაციის მართვის ჭრილში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას როგორც გლობალურ, ისე რეგიონულ დონზე. […]
„დაკისრებულმა ჯარიმებმა, შესაძლოა პურის ფასი გაზარდოს“ – მალხაზ დოლიძე

,,ყაზახეთშიც ძალიან დიდი რაოდენობის ხორბალი მოვიდა. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ყაზახეთი ამარაგებდა ხორბლით პაკისტანს და პაკისტანში რუსეთმაც შეიტანა ახლა ხორბალი. ამიტომ ყაზახეთს აქვს უფრო მეტი მარაგი და დაინტერესებულია ამის რეალიზაციით. ჩვენთვისაც გაჩნდა ახალი შესაძლებლობა, რომ ყაზახეთიდანაც შემოვიტანოთ ხორბალი”, – აღნიშნა მალხაზ დოლიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”. მისი თქმით, ერთადერთი პროდუქტი, რომელიც ბოლო წლებში სტაბილურად ინარჩუნებს ფასს – […]
“ინფორმაცია ცესკოს მიერ მარკერების შეცვლის შესახებ, არის სრული სიცრუე” – ცესკო

ცესკო ამტკიცებს, რომ არჩევნებზე სწორედ “სმარტმატიკის” მარკერები იყო გამოყენებული და აცხადებს: საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია „სმარტმატიკმა“ მოაწოდა. აღნიშნულს ადასტურებს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მათ შორის მარკერების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც საჯაროა და განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცესკოს მიერ მარკერების შეცვლის შესახებ, არის […]
“ცესკომ არჩევნების წინა დღეს მარკერები ჩაანაცვლა” – დეტალები

საქალაქო სასამართლოში საარჩევნო დავების განხილვა გრძელდება – ამ წუთებში სასამართლო საიას და ოპოზიციის შუამდგომლობაზე მსჯელობს, რომელიც ცესკოსოგან მარკერის ჩაბარების ხელშეკრულების წარდგენას ეხება. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელშეკრულებით გაწერილი მარკერის ტიპი განსხვავდება იმ მარკერისგან, რომელიც ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე დახვდათ. ხელისუფლების ოპონენტები თქმით, მარკერი ბრენდირებული არ იყო. არადა, სასწავლო კურსის დროს ცესკოს წარმომადგენლებს სასწავლო ცენტრებში “სმარტმატიკის” ბრენდის მარკერები […]
“იანვრის დასაწყისში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები” – კობახიძე

პრემიერი და ახალი პრეზიდენტის არჩევის თარიღს ასახელებს და ამბობს: შეჯამდება არჩევნებს შედეგები აქედან მეათე დღეს გაიმართება საპარლამენტო სხდომა ამის შემდეგ დაიწყება საპარლამენტო ცხოვრება აქედან ძალიან მალევე იანვრის დასაწყისში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები ამის შემდეგ შედგება პრეზიდენტის ინაგუარიცია. ქვეყანა ჩვეულებრივ აგრძელებს ცხოვრებას და ჩვენ პასუხისმგებელი ვართ იმაზე რომ ოთხი წლის თავზე შესაბამის ანგარიშს ჩავაბარებთ ქართულს საზოგადოებას.
“პარლამენტს არ ჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია” – პრემიერი თვლის, რომ 89 დეპუტატი საკმარისია

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ პარლამენტის შესაკრებად პრეზიდენტის მოწვევა საჭირო არ არის და დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში სხდომას სალომე ზურაბიშვილის თანხმობის გარეშეც ჩაატარებენ და ამბობს: საქართველოს კონსტიტუციაში ძალიან მკაფიოდ წერია რომ პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების სხდომა უნდა შედგეს შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს მეათე დღისა. ეს წერია კონსტიტუციაში. რა თქმა უნდა, პრეზიდენტის აქტი ვერაფრით გადაფარავს საქართველოს კონსტიტუციას. […]
ცესკოსთან ქალების აქცია მიმდინარეობს

ცესკოსთან ქალი პოლიტიკოსების ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები არიან “კოალიცია ცვლილებებისთვის”,”ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის”, “გახარია საქართველოსთვის” და “კოალიცია ძლიერი საქართველოს” ქალი პოლიტიკოსები. ისინი 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. მათ ცესკოში განცხადების დატოვება სურთ, რის საფუძველზე ითხოვენ ახალ არჩევნებს, თუმცა ცესკოს შენობასთან მობილიზებულია პოლიცია, რომელთაც აქციის მონაწილეები მოუწოდებენ, რომ შენობაში შეუშვან. „26 ოქტომბერს ძალიან მნიშვნელოვანი […]
ნოვოსიბირსკში ორ დეპუტატს მანდატები ჩამოართვეს “უცხოეთის აგენტობის” გამო

რუსეთში ნოვოსიბირსკის საქალაქო საბჭომ ორ დამოუკიდებელ დეპუტატს, სვეტლანა კავერზინას და ანტონ კარტავინს, მანდატები ჩამოართვა “უცხოეთის აგენტის” სტატუსის გამო. ამ ცნობას ტელეგრამის არხი “სიბირსკი ექსპრესი” ავრცელებს. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 39-მა დეპუტატმა, ორს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. ოქტომბრის ბოლოს ნოვოსიბირსკის საბჭომ ქალაქის წესდებაში შეიტანა ცვლილებები, რომლებიც შესაძლებელს ხდის რუსეთის ხელისუფლების მიერ “უცხოეთის აგენტებად” მიჩნეული პირებისთვის დეპუტატის უფლებამოსილების […]