ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსული კანონის წინააღმდეგ საჩივარი დაარეგისტრირა – საია

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსული კანონის წინააღმდეგ საჩივარი დაარეგისტრირა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ რუსული კანონი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 16 მედია ორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით გასაჩივრდა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსული კანონის წინააღმდეგ საჩივარი Georgian Young Lawyers’ Association and Others v. […]
სახალხო დამცველმა არჩევნებთან დაკავშირებით სიას სარჩელის საფუძველზე დაწყებულ საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა 2024 წლის 13 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელის საფუძველზე დაწყებულ საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae) წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამიკუსის წარდგენის მიზანია, სასამართლოს გაუზიაროს ის საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანდარტები, რომელიც ამ შემთხვევაში არჩევნების ფარულობის უზრუნველყოფის […]
თსუ-ში ოთხი უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულთა დიპლომები გაიცა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ „განათლების მეცნიერებების“ მიმართულებით ოთხი უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულთა დიპლომებს საზეიმო ვითარებაში მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, თსუ-ს რექტორთან ერთად კურსდამთავრებულთა დიპლომებს ხელი მოაწერეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებმა. ,,ჩვენი თანამშრომლობა […]
შენგელიას 20 ქულამ “რეალთან” მოსაგებად არ იკმარა

თორნიკე შენგელიას მორიგი გამორჩეული მატჩი ევროლიგაში. “ვირტუს ბოლონიას” ქართველმა ფორვარდმა გუნდს მადრიდში, “რეალის” წინააღმდეგ ულიდერა, თუმცა მას თანაგუნდელებმა სათანადოდ მხარი ვერ აუბეს და ბოლონიელებმა მარცხი განიცადეს – 86:98. “რეალმა” პირველი ტაიმი 53:49 მოიგო, ხოლო გადამწყვეტი უპირატესობა მესამე მეოთხედში მოიპოვა, როცა “ვირტუსს” 13 ქულით გაასწრო და ბოლო მეოთხედს სოლიდური უპირატესობით შეხვდა და მატჩიც გამარჯვებამდე მიიყვანა. შენგელია […]
ომბუდსმენი საკონსტიტუციოს ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის აბორტის უფლებაზე შეზღუდვის მოხსნას სთხოვს

საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო სახალხო დამცველის სარჩელი, რომლითაც ომბუდსმენი ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის აბორტის უფლებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას ითხოვს. მოქმედი კანონმდებლობით, ორსულობის 12 კვირის შემდეგ, აბორტის გაკეთება მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებშია დასაშვები, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე. ძალადობის მსხვერპლების შემთხვევაში, გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა ორსულობის 12 კვირის შემდეგ შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს სასამართლოს მიერ გამოტანილი […]
რუსეთმა კიევზე კომბინირებული საჰაერო თავდასხმა განახორციელა

რუსეთმა, უკრაინის დედაქალაქ კიევზე, გასულ ღამეს სარაკეტო და დრონებით თავდასხმა განახორციელა. მოსახლეობა თავს მეტროს სადგურებს აფარებდა. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰიი პოპკომ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა რამდენიმე ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, ასევე ათამდე დრონი გაანადგურა. უკრაინის სამხედრო ოფიციალური პირების განცხადებით, საჰაერო ძალებმა, რუსეთის თავდასხმისას, დაახლოებით, 96 სხვადასხვა „საჰაერო თავდასხმის იარაღი“ გამოავლინა. მათ შორის, საზენიტო რაკეტები, […]
სეულში ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები უკრაინის წინააღმდეგ იბრძვიან

სამხრეთ კორეის მთავრობა ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები რომლებიც რუსეთში იმყოფებოდნენ, უკვე ჩართვნენ უკრაინული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ დროისთვის უცნობია, თუ რამდენი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო იმყოფება რუსეთში თუმცა ცნობილია, რომ მათი რიცხვი რამდენიმე ათას შეადგენს და მათი დიდი ნაწილი ელიტური რაზმის წევრია. „ეროვნული დაზვერვის სამსახურის შეფასებით, რუსეთში გაგზავნილი ჩრდილოეთ კორეის ჯარები კურსკის რეგიონში გადავიდნენ ბოლო […]
არჩევნების საქმეზე პროკურატურაში ხატია დეკანოიძეც დაიბარეს

„ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე, არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ 13 ნოემბერს განაცხადა, როდესაც პროევროპული ოპოზიციური პარტიების წევრი ქალების მსვლელობა დასრულდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობიდან აღმაშენებლის ხეივანში, საქართველოს დროშასთან. ცესკოსთან ქალების შეკრების მიზანი უწყებაში განცხადებების შეტანა იყო, სადაც ინდივიდუალურად თითოეული მათგანი დააფიქსირებდა, რომ არჩევნებზე, მის უბანზე, ხმის […]
“ცხინვალსა და თბილისს შორის საზღვრის დელიმიტაცია მნიშვნელოვანი ამოცანაა”-კონსტანტინე კოჩიევი

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველმა, კონსტანტინე კოჩიევმა ჟენევის დისკუსიების 62-ე რაუნდის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს, ასევე აფხაზეთსა და საქართველოს შორის “საზღვრის დელიმიტაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა.” “იქ, სადაც არ არის მკაფიოდ განსაზღვრული საზღვრები, ჩნდება ინციდენტების საფუძველი. ადამიანებმა შესაძლოა არ იცოდნენ, სად არის სასაზღვრო ხაზი და გადაკვეთონ ისე, რომ დანაშაული […]
სტრასბურგის სასამართლომ რუსული კანონის წინააღმდეგ საჩივარი დაარეგისტრირა

საია-ს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსული კანონის წინააღმდეგ საჩივარი დაარეგისტრირა. „ხსენებული ფაქტი, კიდევ ერთხელ ააშკარავებს და ამხელს სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციებს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში არ გაუგზავნიათ“, — აცხადებს საია. რუსული კანონი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 16 მედია ორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის […]