უხეში ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი წარმოებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ კაცი კაცია და არ შეიძლება, ქალი ერთ წამში გადაეწეროს კაცად, როცა ევროკავშირის ლიდერები გვეუბნებიან, რომ ამ პარადოქსის არდაშვების გამო ქართველი ხალხი შეიძლება დაისაჯოს, გამაოგნებელია
უხეში ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი წარმოებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ კაცი კაცია და არ შეიძლება, ქალი ერთ წამში გადაეწეროს კაცად, როცა ევროკავშირის ლიდერები გვეუბნებიან, რომ ამ პარადოქსის არდაშვების გამო ქართველი ხალხი შეიძლება დაისაჯოს, გამაოგნებელია ნამდვილად გასაკვირია, რომ შოლცმა ამ განცხადებისთვის მოიცალა, მას დაეშალა გერმანიაში მთავრობა, თებერვლის ბოლოს ტარდება ბუნდესტაგის არჩევნები და უკვე ცხადზე ცხადია, რომ […]
ნიკოლოზ სამხარაძე – ეუთო/ოდირის ხელმძღვანელობას არჩევნებიდან 4 დღის თავზე შევხვდი – მისიის დამკვირვებლებს არცერთი შემთხვევა არ უნახავთ ამომრჩევლის მოსყიდვის

მე პირადად შევხვდი ამ მისიის [ეუთო/ოდირის] ხელმძღვანელობას არჩევნებიდან სადღაც 4 დღის თავზე და ვთხოვე მათ, რომ მოეწოდებინათ ჩემთვის ინფორმაცია, კონკრეტულად რას გულისხმობდნენ ისინი, სხვადასხვა ხარვეზებთან დაკავშირებით, რომლებიც ანგარიშში იყო ჩამოთვლილი და შემიძლია, ამის უფლება მაქვს, რომ საჯაროდ ვილაპარაკო, იმიტომ, რომ ამაზე მათგანაც ვითხოვე თანხმობა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ. როგორც […]
ირაკლი კობახიძე – “ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონმდებლობის მსგავსი კანონის მიღებას აშშ-ში აპირებენ და მიდგომები მსოფლიო მასშტაბით ცოტა შეიცვლება

“ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონმდებლობის მსგავსი კანონის მიღებას ამერიკის შეერთებულ შტატებში აპირებენ და მიდგომები მსოფლიო მასშტაბით ცოტა შეიცვლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში “აქტუალური თემა” განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მიდგომები ამერიკის შეერთებულ შტატებში ცალსახად შეიცვლება, შესაბამისად, ამერიკიდან ვეღარავინ მოითხოვს ამ კანონის გაუქმებას. „ვფიქრობ, რომ ეს მიდგომები ანალოგიურად აისახება ასევე ევროპულ […]
კახა კალაძე – გარედან ვერავინ დაგვინიშნავს ხელისუფლებას, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ საქართველო არის მათი კოლონია და ბრიუსელში ან სადღაც რა გადაწყვეტილებასაც თვითონ მიიღებენ, ისე უნდა იყოს – არ გამოვა, მეგობრებო, ასე!

ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომლებიც გაჯერებული იყო სიცრუით, ტყუილით, თუმცა ამასთანავე იყო განცხადებები, რაც შეეფერებოდა რეალობას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში საუბარი მიდის იმაზე, „თითქოს არჩევნები გაყალბდა, თუმცა ამასთან დაკავშირებით არანაირი კონკრეტული ფაქტი არ არსებობს“. „ჩვენ მოვისმინეთ […]
შემოვლენ პარლამენტში, თუ არ შემოვლენ, ამით არსებითად არაფერი შეიცვლება – კობახიძე ოპოზიციაზე

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ საბოლოოდ, ოპოზიცია ახალი მოწვევის პარლამენტში შევა, თუმცა აღნიშნავს, რომ ამით “არაფერი შეიცვლება”, რადგან “პარლამენტს ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება”. ამის შესახებ კობახიძემ 14 ნოემბერს, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში ისაუბრა. “წინა ოთხი წელი ყველას ახსოვს, ისინი [ოპოზიცია] მართალია, შემოვიდნენ პარლამენტში, მაგრამ ვერაფერი დადებითი ვერ მოუტანეს საპარლამენტო ცხოვრებას, მთლიანად იყო დესტრუქცია, მთლიანად იყო რადიკალიზმი, […]
პოლონეთში ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვითი ბაზა გაიხსნა

პოლონეთის ჩრდილოეთით მდებარე სოფელ რეძიკოვოში აშშ-ის საზღვაო ძალების ბაზა საზეიმოდ გაიხსნა. პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც ცერემონიას აშშ-ის ელჩთან და სხვა ამერიკელ ოფიციალურ პირებთან ერთად ესწრებოდნენ, განაცხადეს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ბაზის გახსნა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ქვეყნისა და ნატო-ს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „მთელმა მსოფლიომ ნათლად დაინახა, რომ ეს აღარ არის რუსეთის ინტერესების სფერო“, – განაცხადა პოლონეთის […]
Bloomberg-მა მსოფლიო ლიდერებს შორის ტრამპის „ფავორიტები“ დაასახელა

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე აყალიბებს დღის წესრიგს უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და ვაჭრობის შესახებ და ასევე „ფავორიტ“ ლიდერებთან აწყობს სატელეფონო საუბრებს და შეხვედრებს, რომლებთანაც მსგავსი მსოფლმხედველობა აქვს, წერს Bloomberg. ლიდერებს შორის, რომლებიც თბილად მიესალმნენ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებას, „ბლუმბერგი“ გამოყოფს არგენტინის პრეზიდენტ ხავიერ მაილის. მას ამ კვირაში დაგეგმილი აქვს კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კომიტეტის (CPAC) […]
პრემიერი – ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი წარმოებს ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ კაცი კაცია და არ შეიძლება, ქალი ერთ წამში გადაეწეროს კაცად, როცა ევროკავშირის ლიდერები გვეუბნებიან, რომ ამ პარადოქსის არდაშვების გამო ქართველი ხალხი შეიძლება დაისაჯოს, გამაოგნებელია

ნამდვილად გასაკვირია, რომ შოლცმა განცხადებისთვის მოიცალა, მას დაეშალა გერმანიაში მთავრობა, თებერვლის ბოლოს ტარდება ბუნდესტაგის არჩევნები და უკვე ცხადზე ცხადია, რომ ის ვეღარ ინარჩუნებს კანცლერის თანამდებობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა“, შოლცის, მაკრონისა და ტუსკის ერთობლივ განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის შინაარსი და […]
პრემიერი – 400 000 ხმის დამატება არის ფოკუსი და არა გაყალბება – ოპოზიცია სრულ გაუგებრობაშია, მანქანებს შეეჯახნენ და ელექტრონულ აპარატებს ებრძვიან

არ ჰქონდათ ერთმანეთში შეთანხმებული, „ფორმულას” და „მთავარს”, რა ფორმით გაყალბდებოდა ეს ეგზიტპოლები, ერთმანეთსაც კი ააცილეს ეგზიტპოლის შედეგები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში “აქტუალური თემა” განაცხადა. პრემიერის თქმით, თვითონ ეგზიტპოლები რომ გაყალბებულია, ამის მტკიცებულებას იძლევა ამ ორი ეგზიტპოლის შედარება და ასევე ეგზიტპოლის და ცესკოს შედეგების შედარება. „რაც შეეხება ეგზიტპოლს – თუ აყალბებ არჩევნებს, […]
ირაკლი კობახიძე – ევროპარლამენტარები ხედავენ, რომ ხალხი ვერ შეკრიბეს ოპოზიციის გარშემო და უნდათ, თავიანთი ვიზიტებით გაამაგრონ ოპოზიცია, თუმცა მეტად ამობილიზებენ ჩვენს მხარდამჭერებს

ის, რომ ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ ასეთ მობილიზებულები არჩევნების დღეს, დიდწილად იყო განპირობებული სწორედ უცხოური ჩარევით, ჩვენი საზოგადოების ღირსებას შეეხნენ ასეთ ჩარევებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ოპოზიციის აქციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერის შეფასებით, მათი ვიზიტები გათვლილია ოპოზიციის გამაგრებაზე, თუმცა ასეთი […]