ბექა დავითულიანი – არჩევნები არ გაყალბებულა, ეს ოპოზიციის მიტინგებსაც ეტყობა

ეს არჩევნები არ გაყალბებულა, შესაბამისად, ეს მათ მიტინგებსაც ეტყობა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია მიტინგებზე საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებას ვერ ახდენს. „ისინი მიტინგებს ატარებენ და მათივე მხარდამჭერების მობილიზება ამ მიტინგებზე ვერ ხდება. ახლა, რა თქმა უნდა, ფულს დახარჯავენ, ყველას წამოიყვანენ, ვინც კი აქტივისტი ჰყავთ, […]
ირანი: არსებობს “შეზღუდული” შესაძლებლობა ბირთვული მოლაპარაკებებისთვის დასავლეთთან

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაყჩიმ 16 ნოემბერს განაცხადა, რომ რჩება “შეზღუდული შესაძლებლობა” ბირთვული მოლაპარაკებების გამართვისა დასავლეთთან – იუწყება ირანის სახელმწიფო მედია. თეირანსა და აშშ-ს შორის კავშირები განსაკუთრებულად დაძაბულია მას მერე, რაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის პირველ ვადაში, 2015 წელს ცალმხრივად გამოვიდა ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის მიღწეული ბირთვული ხელშეკრულებიდან და ირანს მკაცრი სანქციები აღუდგინა. […]
“უწმინდესს და უნეტარესს უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო“- ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებთან ილია მეორეს განცხადებისთვის მადლობა გადაუხდა. მისი თქმით, ძალიან ყურადსაღებია განცხადებაში წარმოდგენილი თითოეული გზავნილი. “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც არსებობს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით. თითოეული გზავნილი, რომელიც იყო წარმოდგენილი განცხადებაში, ჩვენთვის არის ძალიან ყურადსაღები და ბუნებრივია, ვიმოქმედებთ შესაბამისად”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს ნაკრებში გამგზავრების წინ შერმადინი მანრესასთან მატჩის MVP გახდა [VIDEO]

გიორგი შერმადინი ეროვნულ ნაკრებში ჩინებული განწყობით მოემგზავრება. მისთვის, MVP-ის ტიტული, აბა, რა ახალია, იმდენჯერ აქვს მოპოვებული ნებისმიერ დონეზე, თუმცა ზედ ნაკრებში გამგზავრების წინ საუკეთესოდ დასახელება მაინც განსაკუთრებული მოტივაციის წყაროა. ლაგუნა “ტენერიფეს” ქართველი ცენტრი იმ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, რომელშიც კანარულმა გუნდმა “მანრესა” დაამარცხა. შეხვედრა ტენერიფეში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით – 94:86 დასრულდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ […]
გერმანელი ქალების ბიზნესაქტივობა რეკორდულ დონეზეა

გერმანიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (DIHK) მონაცემებით, გერმანელი ქალები ბევრად უფრო დაინტერესებულნი არიან საკუთარი ბიზნესის წამოწყებით, ვიდრე ბოლო ათწლეულში. თუ 12 წლის წინ DIHK-ის (ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია) კლიენტების მხოლოდ მესამედი იყო ქალი, ახლა ისინი 43%-ს შეადგენენ. ათიდან ცხრა ქალი ავლენს დამოუკიდებლობასა და მოქნილობას. საკუთარი ბიზნესის დასაწყებად მათი მთავარი მოტივაცია თვითდასაქმებაა, რაც საშუალებას იძლევა დამოუკიდებლად განახორციელონ იდეები, იმუშაონ […]
შეერთებული შტატებისგან დაპირებული იარაღის ნახევარიც ვერ მივიღეთ, ევროპა არანაკლებ დაგვეხმარა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევმა შეერთებული შტატებისგან დაპირებული იარაღის მხოლოდ ნახევარი მიიღო, ხოლო ევროპული დახმარება ნაკლები არ არის. „არსებობს სხვადასხვა ანგარიში სხვადასხვა ინსტიტუტიდან, როგორც თავდაცვის სამინისტროდან, ასევე სადაზვერვო სამსახურებიდან. უბრალოდ ვიტყოდი, რომ ნახევარი ვერ მივიღეთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ელემენტია, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ ვინ როგორ გვეხმარება. ევროპა არანაკლებ დაგვეხმარა და ეს მნიშვნელოვანი ელემენტია“, – […]
მივლინებები უფრო დიდხანს გრძელდება და თანამშრომელთა მგზავრობის ხარჯები იზრდება – საქმიანი ტურიზმის ტენდენცია

დასასვენებლად მოგზაურობა (საქმიანი მოგზაურობის შერწყმა დასვენებასთან) წარმოადგენს ტურიზმის ზრდის საუკეთესო შესაძლებლობას, – ნათქვამია World Travel Market-ის Global Travel Report-ში. კვლევაში ავტორები ეყრდნობიან Travel Industry Monitor 2024 от Tourism Economics-ის შედეგებს, რომელშიც მოგზაურობის ექსპერტების ნახევარზე მეტი მიუთითებს ამ ტენდენციაზე. ანალიტიკოსების თქმით, საქმიანი მოგზაურობის მაღალი მოცულობები იყო „გარკვევით მოულოდნელი“, რადგან წინასწარმეტყველებდნენ, რომ ონლაინ ფორმატის პოპულარობა, პანდემიის შემდგომ […]
გურამ მაჭარაშვილი – რაც ცესკოს სხდომაზე ვნახეთ, იყო მორიგი მტკიცებულება, რომ „ნაცმოძრაობის“, ამ ბოროტი პოლიტიკური ძალის არსებობა და საქართველოში მშვიდობა და სტაბილურობა გამორიცხულია

რაც გუშინ, ცესკოს სხდომაზე ვნახეთ, ეს იყო მორიგი იმის მტკიცებულება, რომ გამორიცხულია „ნაცმოძრაობის“, როგორც ამ ბოროტი პოლიტიკური ძალის არსებობა და საქართველოში მშვიდობა და სტაბილურობა,- ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი იმ ფაქტს, რომ ცესკოში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა. როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, საქართველოს საზოგადოება იღებს […]
ლევან მაჭავარიანი – არ ველოდებით, რომ ოპოზიცია ჩვენი სულიერი მამის, ქვეყნის ძალიან ბრძენი ადამიანის მოწოდებასა და თხოვნას გაითვალისწინებს

არ ველოდებით, რომ ოპოზიცია ჩვენი სულიერი მამის, ჩვენი ქვეყნის ძალიან ბრძენი ადამიანის მოწოდებასა და თხოვნას გაითვალისწინებს – ისევ მავნებლობით იქნებიან დაკავებულები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, კათოლიკოს-პატრიარქმა ოპოზიციას მოუწოდა, რომ აქტიურად ითანამშრომლონ „ქართულ ოცნებასთან“ იმისთვის, რომ ქვეყნისთვის უფრო მეტი სასარგებლო საქმე გაკეთდეს. „უწმინდესი არის ჩვენი სულიერი მამა, […]
გია ვოლსკი ცესკო-ში მომხდარზე – ეს არის ბოროტი სცენარის შემადგენელი ნაწილი, რასაც ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისათვის წინაპირობების მომზადება ჰქვია – რევოლუციური სცენარის ნაწილია

ეს არ არის მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაული, ეს იმ ბოროტი სცენარის შემადგენელი ნაწილია, რასაც ჰქვია ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისათვის წინაპირობების მომზადება, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი იმ ფაქტს, რომ ცესკოში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა. ვოლსკის განმარტებით, აღნიშნული ქმედება „რევოლუციური სცენარის […]