ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე – შეუძლებელია, დაშვებული იყოს მოქმედებების ისეთი სტანდარტი, რაც 16 ნოემბერს სხდომაზე ვიხილეთ

შეუძლებელია, დაშვებული იყოს მოქმედებების ისეთი სტანდარტი, რაც ჩვენ 16 ნოემბერს სხდომაზე ვიხილეთ, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, ასეთი სტანდარტებით საარჩევნო ადმინისტრატორების დამოუკიდებლობის შელახვა გამოიწვევს ელვისებურ შედეგებს და ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდება. „როგორც თქვენთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სხდომაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ყველა […]

კახა კალაძე – რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელმა ოთხმა პარტიამ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისახელმწიფოებრივი წერილი საიდუმლოდ გაუგზავნა – ჩვეულებრივი მოღალატეები არიან

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისახელმწიფოებრივი წერილი საიდუმლოდ გაუგზავნა, რითაც ისინი „საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას და საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობის შეჩერებას მოითხოვენ“. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, ეს არის რადიკალური დაჯგუფება, რომლებიც ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძვიან. მისივე თქმით, ოპოზიციის პოლიტიკა გაჯერებულია […]

ჯოზეფ ბორელი – 100 მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს საქართველოს ხელისუფლებისკენ, მოხმარდება სამოქალაქო ორგანიზაციებს

ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ, მოხმარდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საქართველოს საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ის დღეს საბჭოს სხდომაზე რეკომენდაციას გაუწევს პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერის შეჩერებას, თუმცა […]

გია გვაზავა ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზე – ის მოლოდინი, რაც ჩვენს ზოგიერთ წარმომადგენელს აქვს, რომ თურმე იქ რაღაც ისეთი ძალები წარმოიქმნება, რომლებიც საქართველოსკენ გამოქანდებიან, ტყუილია

რუსეთს არ ეჩქარება, კრემლს არ ეჩქარება, 30 წელი იცდიდა და გააკეთა დღეს, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა გია გვაზავამ ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ის მოლოდინი, რაც საქართველოს ზოგიერთ წარმომადგენელს აქვს, რომ თურმე იქ რაღაც ისეთი ძალები წარმოიქმნება, რომლებიც საქართველოსკენ გამოქანდებიან, ტყუილია. „ის მოლოდინი, რაც […]

ჯანდაცვის სამინისტროში, ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრის, სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების პროცესში გამოვლენილი გამოწვევებისა და მათი დაძლევის შესაძლო გზების განხილვის მიზნით, დაინტერესებულ ჯგუფებთან შეხვედრები გრძელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, მორიგი შეხვედრა, ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო ორგანიზაციებთან გამართეს. ირინე წაქაძემ და გიორგი პატარიძემ, […]

კახა კალაძის განცხადებით, მეტროს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების 97 ერთეული ვაგონის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 15 ნოემბერს, მეტროს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების 97 ერთეული ვაგონის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც მერი აღნიშნავს, ტენდერის გახსნა 2025 წლის 15 იანვარსაა დაგეგმილი. კალაძის განმარტებით, ვაგონების პირველი პარტიის მიღება 2026 წლის ბოლოდანაა დაგეგმილი. „ქალაქისთვის საკმაოდ საინტერესო, მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს და მინდა ინფორმაციის სახით […]

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციური პარტიების წერილზე – ეს წერილი წინასაახალწლოდ თოვლის ბაბუას გაუგზავნონ – ხელისუფლებაში მოსვლას ვერ მიიღებენ და იქნებ საჩუქრები მაინც მიიღონ!

ეს წერილი წინასაახალწლოდ თოვლის ბაბუას გაუგზავნონ – ხელისუფლებაში მოსვლას ვერ მიიღებენ და იქნებ საჩუქრები მაინც მიიღონ! – ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ოთხი ბარიერგადალახული პარტიის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. მაჭარაშვილის იმასაც ამბობს, რომ ოპოზიცია ქვეყნის მტრობას განაგრძობს. „მათი მხრიდან ქვეყნის გაშავების მცდელობა არ გვიკვირს. ეს ხალხი პირდაპირ ქვეყანას მტრობს და სამწუხაროდ, […]

დედაქალაქის მერია საცხოვრებელ ბინას უსახლკარო სტატუსის მქონე 151 ოჯახს გადასცემს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია საცხოვრებელ ბინას უსახლკარო სტატუსის მქონე 151 ოჯახს გადასცემს. მისი თქმით, პრობლემის მოგვარების მიზნით, დამატებით გამოიყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართებიც, რომელიც მუნიციპალიტეტს, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, დეველოპერული კომპანიებისგან აქვს მიღებული. როგორც კალაძე აღნიშნავს, საცხოვრებელი ფართებით, მომავალი წლის ბოლომდე, 400-ვე უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახი დაკმაყოფილდება. „როგორც მოგეხსენებათ, 2021 წლის არჩევნებზე, ჩვენს […]

4 ოპოზიციური პარტია ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთობლივ წერილს უგზავნის

26 ოქტომბრის არჩევნებზე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ევროკომისარ ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთობლივ წერილს უგზავნიან. „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელსა და ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს რამდენიმე მოთხოვნით მიმართავენ. კერძოდ, შეაჩეროს ევროკავშირის დონეზე ყველა ოფიციალური კომუნიკაცია არსებულ […]

შენგელიას მარათონული კვირა დაიწყო | პირველი მატჩი: 19 ქულა და მოგება “სასარისთან”

საქართველოს ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მარათონული კვირა დაიწყო. მას 7 დღის ინტერვალით 4 მატჩის გამართვა უწევს, რომელთაგან პირველი 17 ნოემბერს, იტალიის ჩემპიონატში გამართა. სერა A-ს იტალიის ჩემპიონატში შენგელიას “ვირტუსმა” ბოლონიაში „დინამო სასარის“ უმასპინძლა და 95:85 სძლია. თორნიკეს სტატისტიკა ასეთი იყო: 27 წუთი, 8-დან 5 ორქულიანი, 10-დან 9 საჯარიმო, რამაც 19 ქულა შეადგინა. ამასთან თოკომ 3 […]