ვაჟა სირაძის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ბოთლები ესროლეს და დრონის გამოყენებით საღებავი დაასხეს

ძალიან დიდი სირცხვილია, როდესაც აქციის მონაწილეები ასეთ რამეს კადრულობენ და პოლიციას დრონით საღებავს ასხამენ, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ „ტვ პირველთან“ განაცხადა. მისი განმარტებით, აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მისამართით ასევე ბოთლებს ისროდნენ და მათ საღებავს ასხამდნენ. „ყველაფრის იდენტიფიცირებას მოვახდენთ. არაერთი ძალადობრივ და შეურაცხმყოფელ საქციელს ჩადიან აქციის მონაწილეები. არა მარტო სითხე გადმოასხეს, ბოთლები […]

ჯანდაცვის სამინისტროში დიალიზის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებთან შეხვედრა გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები იმართება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები დიალიზის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისა და დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, სექტორის საჭიროებები მოისმინეს და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო დიალიზის სერვისის დაფინანსების, აპარატურის განახლების, ერთიანი სამკურნალო პროტოკოლის შექმნის, სამედიცინო […]

აქციის დაშლისას დაშავებული, პარტია „ახალის“ წევრის, ნიკა კვიტატიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

მელიქიშვილის გამზირზე, აქციის დაშლისას დაშავებული, პარტია „ახალის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ნიკა კვიტატიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში განუცხადეს, კვიტატიანი თავს კარგად გრძნობს და მალე ამერიკულ ჰოსპიტალს დატოვებს. რაც შეეხება მელიქიშვილის გამზირზე აქციის დაშლისას დაკავებულებს, პრესსამსახურის ინფორმაციით, მათი პარტიის სამი წევრი ამ დრომდე პოლიციის შენობაში რჩება.

თბილისის ქუჩებში წყლის ჭავლის მანქანები და შსს-ს სპეცტექნიკა გადაადგილდება

თბილისის ქუჩებში საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან. მოქალაქეების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს წყლის ჭავლის მანქანისა და შსს-ს სხვა სპეცტექნიკის მოძრაობა ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე. პარალელურად, უწყვეტი პროტესტი ამ დროისათვის მელიქიშვილის გამზირზე გრძელდება.

“რაც უფორო იზრდები, აცნობიერებ, რომ სულ აქ, შენს შვილებთან ყოფნა გინდა” – ნიკოლ კიდმანი – Marao

“რაც უფორო იზრდები, აცნობიერებ, რომ სულ აქ, შენს შვილებთან ყოფნა გინდა” – ნიკოლ კიდმანი – Marao 57 წლის ნიკოლ კიდმანმა ახალ ინტერვიუში ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრა. მსახიობის თქმით, ღამით ხშირად ეღვიძება სიკვდილზე ფიქრით. „სიკვდილი. კავშირი, მშობლების დაკარგვა, შვილების აღზრდა, ქორწინება და ყველაფერი, რაც ხელს უწყობს შენს სრულყოფილ ადამიანად ქცევას. ამაზე ყოველთვის მეფიქრება. ეს ნამდვილად მოგზაურობაა. ამ […]

ლევილის ქართულ მამულში თოჯინური სპექტაკლი „ჯაყოს ხიზნები” იდგმება

საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება ლევილის ქართულ მამულში თოჯინურ სპექტაკლ „ჯაყოს ხიზნებს” დგამს. „ჯაყოს ხიზნებს“, თავისი სიმძაფრითა და სათქმელის მნიშვნელობით, პროფესიონალთა გუნდი ამუშავებს. საგულისხმოა, რომ მონაწილე მსახიობები გაერთიანებაში შემავალი სხვადასხვა თეატრიდან – ქუთაისის, ბორჯომის, ახალციხისა და თბილისის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრებიდან არიან. ამის შემდეგ ლევილის შემოქმედებითი სახელოსნო ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობისა და სენაკის აკაკი […]

საიას ცნობით, დაკავებულია სულ მცირე 12 ადამიანი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიან ცხელ ხაზზე 12 დაკავებულის შესახებ შევიდა ინფორმაცია. „ადვოკატები მათი ადგილსამყოფლის დადგენას ცდილობენ, არავის დავტოვებთ ადვოკატის დახმარების გარეშე“, — წერს ქურდოვანიძე. არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელი ხაზის ნომერია: 577070563. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ ავრცელებს ინფორმაციას დაკავებულების რაოდენობის შესახებ. პოლიციამ გამთენიისას ძალის გამოყენებით დაშალა თსუ-სთან, ჭავჭავაძის […]

1000 დღე გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან

დღეს, 19 ნოემბერს 1000 დღე გავიდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან. ომმა უკრაინაში უკვე იმსხვერპლა ათეულ ათასობით სამოქალაქო და სამხედრო პირის სიცოცხლე და მილიონობით უკრაინელი დევნილად აქცია. გაეროს მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში დაიღუპა 12 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დაიჭრა 25 ათასზე მეტი. ეს მონაცემები ეფუძნება მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებულ ფაქტებს. რეალურად მსხვერპლი […]

უფლებადამცველების ინფორმაციით, მელიქიშვილის გამზირზე 11 პირი დააკავეს

მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით 11 პირია დაკავებული. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა განუცხადა. ის ამ წუთებში თბილისის საპატრულო პოლიციის შენობასთან, სხვა უფლებადამცველებთან ერთად იმყოფება. ქობესაშვილი ადმინისტრაციული წესით დაკავებულებთან შესვლას გეგმავს.

ხატია დეკანოიძე – ოპოზიციის წარმომადგენელს სასამართლოში მიბარებენ – ეს არის სრული აბსურდი, კომიკური სიტუაცია – რა ვერ გაიგეს, რა ვერ დაინახეს, რატომ ვერ გამოიბერტყეს ყურები, ჩემთვის წარმოუდგენელია

მომაცდინეს და მოვედი, რომ აბსურდზე ვილაპარაკო, წარმოუდგენელი კომიკური სიტუაციაა – რა ვერ გაიგეს, რა ვერ დაინახეს, რატომ ვერ გამოიბერტყეს ყურები, ჩემთვის წარმოუდგენელია,- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვამდე განაცხადა. დეკანოიძის თქმით, მას არც სასამართლოს, არც პროკურატურის ზოგადად, არცერთი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტის […]