კახა კალაძე – გვარამიას აჯანყება არ გაიშვა არსად

რა აჯანყებებზეა საუბარი, ჯერ გვარამიას აჯანყება არ გაიშვა არსად, ამის საფუძველი არ არსებობს, განწყობებიც არ არის – სოციალურ მედიაში თავიანთი „ბაბლი“ ჰყავთ და ამით განსაზღვრავენ და სურთ სხვებს დააჯერონ, რომ ქვეყანაში განსხვავებული სიტუაციაა, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებას, საზოგადოების აჯანყებასთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, მათ საქმე რადიკალებთან […]

ნიკა მელია – ახალი არჩევნებისთვის საჭიროა: არაღიარების შენარჩუნება მსოფლიოსგან, მანდატების და სიების ჩახსნა ოპოზიციისგან – ეს პროცესი ჯერ არ განხორციელებულა! თუ რამეს უნდა ვითხოვდეთ ოპოზიციისგან, პირველ რიგში, ამას

პროცესის ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და არის „ოცნების“ მარტო დატოვება ე.წ. მე-11 მოწვევის პარლამენტში და არა გათითოკაცება და დამნაშავის ძებნა ოპოზიციაში,- ამის შესახებ განცხადება „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. მან ახალი არჩევნების მიღწევის რამდენიმეპუნქტიანი გეგმაც წარმოადგინა და აქციების მიმდინარეობასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. „იმისთვის, რომ მივაღწიოთ ახალ არჩევნებს, საჭიროა: არაღიარების […]

პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, როგორ დაკომპლექტდება საარჩევნო კოლეგია, რომელიც პრეზიდენტს აირჩევს და რა შემთხვევაში დაინიშნება არჩევნების მეორე ტური

პარლამენტმა მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 დეკემბერს გაიმართება, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს ჩატარდება. დადგენილების პროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა და მის წინააღმდეგ საკუთარი აზრი არავის დაუფიქსირებია. ამასთან, როგორც საკითხის მომხსენებელმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პრეზიდენტის არჩევნები, საქართველოს პარლამენტის შენობაში 14 დეკემბერს 09:00 საათზე დაიწყება, ხოლო […]

აჭარის ახალარჩეულმა უმაღლესმა საბჭომ, 13 ხმით, უმაღლესი საბჭოს 21 წევრის უფლებამოსილება ცნო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეულმა უმაღლესმა საბჭომ, პირველ სხდომაზე, უმაღლესი საბჭოს 21 წევრის უფლებამოსილება ცნო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, სხდომა უსკოს თავმჯდომარემ – პარმენ ჯალაღონიამ გახსნა და სიტყვა, უმაღლესი საბჭოს უხუცეს წევრს, დავით თედორაძეს გადასცა, რომელიც სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვა. „სხდომაზე აირჩიეს დროებითი ხმის დამთვლელი და დროებითი სამანდატო კომისიები, რის შემდეგაც უსკოს […]

ლევან იოსელიანი – ყოველთვის ვამბობ და გავიმეორებ, რომ ამნისტიას, როგორც ჰუმანურ აქტს, ყოველთვის მივესალმები

ყოველთვის ვამბობ და გავიმეორებ, რომ ამნისტიას, როგორც ჰუმანურ აქტს, ყოველთვის მივესალმები, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა “ამნისტიის კანონთან” დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, გამოყენებული უნდა იყოს, როგორც ამნისტიის, ისე ვადამდე პირობით გათავისუფლების მექანიზმები და ასევე, სამაჯურის გამოყენებაც უნდა გაფართოვდეს. „საქართველოში მსჯავრდებულების რაოდენობა საკმაოდ მაღალია, ევროპაში მეორე ადგილზე ვართ მსჯავრდებულების რაოდენობით და ეს […]

ანა დოლიძე – არსებობს და არსებობდა შემდეგი ხუთი სცენარი მოვლენების განვითარების, ჩვენ მშვიდობიანი გზით უნდა წავიდეთ

როგორ ინგრევა რეჟიმები? აქ საჭიროა არა მუშტების ქნევა და მუქარა, არამედ ფიქრი. რამდენიმე კლასიკური ვარიანტი არსებობს, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ, რა არის შესაძლებელი, – ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, განხორციელდა ავტორიტარული მმართველობა და თან კანონგარეშე. ხელისუფლება მიტაცებულია. როგორც ანა დოლიძე აღნიშნავს, „არსებობს და არსებობდა შემდეგი ხუთი სცენარი […]

ათონის წმინდა მთაზე ქართული ვაზის ჯიშები გაშენდა

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, ათონის წმინდა მთაზე, ვატოპედის სამონასტრო კომპლექსთან არსებული მთავარანგელოზების სახელობის ტაძრის „ქართული კელიის“ ტერიტორიაზე, ქართულ დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობა ქართული ადგილობრივი ვაზის ჯიშის ნერგების დარგვის ღონისძიებაში მიიღო – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „ვიზიტის ფარგლებში, კელიის ტერიტორიაზე ქართული ვაზის 30 ჯიშის 500-ზე მეტი ნამყენი ნერგი დაირგო. […]

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ტურიზმის სამიტი 2024 გაიმართება

საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას და მათთვის ახალი შესაძლებლობების გაზიარებას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი მხარს უჭერს საქართველოს ტურიზმის სამიტ „ტურისტერს“, რომელიც 6-7 დეკემბერს, ბათუმში გაიმართება. ღონისძიებაზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ ტურიზმის სფეროში არსებულ გლობალურ და ადგილობრივ ტენდენციებს, გაიზიარონ საერთაშორისო კომპანიების ლიდერების გამოცდილება და მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილებები. ღონისძიება მიზნად […]

სერგეი ლავროვი – დასავლეთი საქართველოში ფერადი რევოლუციის მოწყობას ცდილობს

კოლექტიური დასავლეთი შიდა კონფლიქტების პროვოცირებას ახდენს და საქართველოში ფერადი რევოლუციის გაჩაღებას ცდილობს, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დსთ-ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების სააგენტოებისა და სადაზვერვო სამსახურების მეთაურთა შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „კოლექტიური დასავლეთი შიდა კონფლიქტების, დაძაბულობის კერების პროვოცირებას ახდენს, არ ეთაკილება სხვადასხვა ბინძური გეოპოლიტიკური ტექნოლოგიები – ფართომასშტაბიანი საინფორმაციო ომების […]

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო კამპანიას უერთდება

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან მსოფლიო კამპანიას უერთდება. 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, სააგენტოს წარმომადგენლები, ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ჯგუფთან, საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თბილისსა და რეგიონებში, შეხვედრები გაიმართება პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან და სხვა […]