ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საპროტესტო აქციიდან კლინიკებში 44 ადამიანი გადაიყვანეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას (30 ნოემბრის ღამიდან 1 დეკემბრის დილამდე) 44 ადამიანი დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 1 დეკემბერს, დღის ორი საათისთვის გამოქვეყნებული ეს მონაცემები მოიცავს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც აქციიდან კლინიკებში გადაიყვანეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 44 დაშავებულიდან 27 აქციის მონაწილეა, 1 მედიასაშუალების წარმომადგენელი და 16 შსს-ს თანამშრომელი. ჯანდაცვის […]
ირაკლი კობახიძე – მინდა, მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს, პოლიციამ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით იმოქმედა, გუშინ ის ხარვეზებიც გამოსწორდა, რაც წინა დღეებში დაფიქსირდა

ირაკლი კობახიძე – მინდა, მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს, პოლიციამ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით იმოქმედა, გუშინ ის ხარვეზებიც გამოსწორდა, რაც წინა დღეებში დაფიქსირდა მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს. მიუხედავად უმძიმესი სისტემური ძალადობისა, რომელსაც გუშინ ძალადობრივი დაჯგუფებები მიმართავდნენ, პოლიციამ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი […]
დმიტრო კულება – „უკრაინული სცენარის” თავიდან ასაცილებლად, საქართველოს ხელისუფლება ახლა მომიტინგეების მოთხოვნებს უნდა დათანხმდეს

დმიტრო კულება – „უკრაინული სცენარის” თავიდან ასაცილებლად, საქართველოს ხელისუფლება ახლა მომიტინგეების მოთხოვნებს უნდა დათანხმდეს საქართველოს ხელისუფლება საპროტესტო გამოსვლებში უცხოურ სუბიექტებს ადანაშაულებს, მაგრამ დამნაშავე თავად არიან. ისინი პრორუსული პოზიციიდან საქართველოს რუსეთად გადაქცევაზე გადავიდნენ და ხალხი წინააღმდეგობას უწევს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, დმიტრო კულება სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, “უკრაინული სცენარის” თავიდან […]
200-ს გადასცდა თბილისის მერიის თანამშრომელთა რაოდენობა, რომლებიც ხელისუფლების გადაწყვეტილებას ემიჯნებიან

200-ს გადასცდა თბილისის მერიის თანამშრომელთა რაოდენობა, რომლებიც ხელისუფლების გადაწყვეტილებას ემიჯნებიან. განცხადებას ხელს, ამ დროისთვის, მერიის 201 თანამშრომელი აწერს. “ჩვენ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს. ჩვენი მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის […]
,, ვგმობთ ძალადობას და ვდგავართ ქართველი ხალხისა და ევროპული მომავლის მხარეს!” – ევროპროდუქტი

,,ევროპროდუქტი” განცხადებას ავრცელებს: ,,ევროპროდუქტისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ევროპას და ევროპულ ღირებულებებს! ეს კომპანიის დასახელებაშივეა ასახული. სწორედ ევროპაა ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი! ვგმობთ ძალადობას და ვდგავართ ქართველი ხალხისა და ევროპული მომავლის მხარეს! წინ ევროპისკენ”
ირაკლი კობახიძე – მინდა, შევახსენო ევროკავშირს ელჩს, დადეთ მაგიდაზე მოლაპარაკებების გახსნა და დღესვე მოვაწერ ხელს

მინდა, შევახსენო ევროკავშირს ელჩს, დადეთ მაგიდაზე მოლაპარაკებების გახსნა და დღესვე მოვაწერ ხელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, სიცრუე ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. „სიცრუე ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. პირველივე განცხადებაში და მთელი ამ დღეების განმავლობაში, ჩვენ ხაზგასმით ვაცხადებდით […]
გიორგი ვაშაძე: “პოლიციელებს ვეუბნები: გაკეთებული გვაქვს ჯგუფი – იცოდეთ, ყველას სახელი და გვარი გვეცოდინება, სათითაოდ დაგაიდენტიფიცირებთ”

გიორგი ვაშაძე: “პოლიციელებს ვეუბნები: გაკეთებული გვაქვს ჯგუფი – იცოდეთ, ყველას სახელი და გვარი გვეცოდინება, სათითაოდ დაგაიდენტიფიცირებთ” “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე, პოლიციელებს მიმართა. “შინაგან საქმეთა სამინისტრო კი არა, ეს არის ნაძირალების ხროვა. პოლიციელებს ვეუბნები, თქვენ, სულ ყველას, იცოდეთ, სათითაოდ დაგაიდენტიფიცირებთ. გაკეთებული გვაქვს ჯგუფი. ყველას სახელი და გვარი გვეცოდინება, ვინც […]
დადეთ მაგიდაზე მოლაპარაკებების გახსნა და დღესვე მოვაწერ ხელს – კობახიძე ევროკავშირის ელჩს

“მინდა შევახსენო ევროკავშირს ელჩს – დადეთ მაგიდაზე მოლაპარაკებების გახსნა და დღესვე მოვაწერ ხელს,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, სიცრუე ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. “სიცრუე ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. პირველივე განცხადებაში და მთელი ამ დღეების განმავლობაში, ჩვენ […]
ირაკლი კობახიძე – ცხადად ჩანს, რომ სიცრუე და უსამართლობა ევროპულ სტრუქტურებში ძალზე ღრმად არის გამჯდარი, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია

როდესაც ევროპელი პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკების ნაწილი ღიად აცხადებს, რომ მათთვის მხოლოდ ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების პირობებში აქვს საქართველოს ფასი, ეს ქართული საზოგადოებისთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შემაშფოთებელია, რომ ძალადობრივი დაჯგუფებების მიერ განხორციელებული უხეში სისტემური ძალადობა არც ამ შემთხვევაში დაუგმია ევროკავშირს. „შეგახსენებთ, რომ […]
პრემიერი – მიუხედავად უმძიმესი სისტემური ძალადობისა, რომელსაც გუშინ ძალადობრივი დაჯგუფებები და მათი უცხოელი ინსტრუქტორები მიმართავდნენ, პოლიციამ ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით იმოქმედა

მიუხედავად უმძიმესი სისტემური ძალადობისა, რომელსაც გუშინ ძალადობრივი დაჯგუფებები და მათი უცხოელი ინსტრუქტორები მიმართავდნენ, პოლიციამ ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით იმოქმედა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პრემიერმა მადლობა გადაუხადა შსს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს „მოთმინებისთვის“. „მინდა გამოვეხმაურო გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს, შს მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს […]