„მაღალი თანამდებობის პირები, არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ ჩემს ქმედებებს და ავრცელებენ დეზინფორმაციას“ – ჯანჯალია კობახიძეს პასუხობს

თეიმურაზ ჯანჯალია, რომელმაც პროტესტის ნიშნად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა, ირაკლი კობახიძესა და სხვა მაღალი თანამდეობობის იმ პირებს პასუხობს, ვინც აცხადებს, რომ ის თავად გადააყენეს: „ნამდვილად სამწუხაროა, რომ ზოგიერთი პირი, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები, არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ ჩემს ქმედებებს და ავრცელებენ დეზინფორმაციას. მინდა, გავიმეორო, რომ ჩემი გადაწყვეტილება განპირობებული იყო ბოლოდროინდელი მოვლენებით. ამ საკითხის […]
“დიდხანს ვფიქრობდი, დამეწერა, თუ არა…” – ბერდია კალანდია

ჟურნალისტი, ბერდია კალანდია: დიდხანს ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა. ვფიქრობდი იმიტომ, რომ არ მინდოდა, მინიმუმ, დისკომფორტი შემექმნა ადამიანებისთვის, რომლებსაც უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ ახლა დუმილი დანაშაულია. დიახ, დანაშაულია, რადგან ქვეყანა დგას ისტორიულ გზაგასაყარზე – ან უნდა წავიდეთ, უკან, ჭაობში, ან წინ, იმ ცივილიზაციისკენ, რომელსაც ევროპა ჰქვია და რომლისკენაც ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე, ვაჟა ფშაველა, აკაკი წერეთელი […]
„სააკაშვილის რეჟიმის დროს პირველი რამაც ჩემში უსამართლობის განცდა გამოიწვია ეს იყო ძალადობა ადამიანებზე ქუჩაში“ – ზურა ხაჩიძე

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე, მომღერალი ზურა ხაჩიძე: „გუშინ ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანის დაკრძალვა იყო, რის გამოც ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ვერ დავაფიქსირე, ამიტომ დღეს დავწერ ჩემს სათქმელს – სააკაშვილის რეჟიმის დროს პირველი რამაც ჩემში უსამართლობის განცდა გამოიწვია ეს იყო ძალადობა ადამიანებზე ქუჩაში, ციხეში ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა და პოლიციური სახელმწიფოს შექმნამ. ვგმობ ნებისმიერი სახის ძალადობას, […]
პირველი არხი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პირველი არხის ჟურნალისტებზე არნახული ზეწოლა ხორციელდება. მათივე თქმით, განსაკუთრებით მიზანმიმართულად და პროვოკაციულად მოქმედებენ ცალკეული ტელევიზიების წარმომადგენლები და ტელეარხს მუშაობის საშუალება არ ეძლევა. საზოგადოებრივი მაუწყებელი მოითხოვს, პროფესიული საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა მიეცეთ. “მაყურებელი პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალყურს პირველი არხის ჟურნალისტებზე განხორციელებულ არნახულ ზეწოლას, განსაკუთრებით მიზანმიმართულად და პროვოკაციულად მოქმედებენ ცალკეული […]
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი – ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის სარედაქციო პოლიტიკა ვერ პასუხობს საზოგადოების დღევანდელ მოთხოვნას – ჩემთვის არასდროს არავის უკადრებია და უცდია, დაწერილი ტექსტი შემოეტანა

სიტყვა-სიტყვით ვიზიარებ იმას, რაც გუშინ ვთქვი – თუ შეიძლება ამ სიტყვების ინტერპრეტაცია ნუ მოხდება. ჩემთვის არასდროს არავის უკადრებია და უცდია, დაწერილი ტექსტი შემოეტანა, – ამის შესახებ „მოამბის“ წამყვანმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა პირველ არხთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი სარედაქციო პოლიტიკა ვერ პასუხობს საზოგადოების დღევანდელ მოთხოვნას. “გუშინდელი განცხადება […]
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან სპეცრაზმი განლაგდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მოქალაქეებო საპროტესტო აქციას მართავე, სპეცრაზმის თანამშრომლები გამოჩნდნენ. სპეცრაზმი სწორედ იმ ადგილზეა მობილიზებული, საიდანაც დაკავებულები სასამართლოს შენობიდან უნდა გამოიყვანონ. საპროტესტო აქციაზე ისმის შეძახილები: “ჩვენ არ გვეშინია, წადით მონებო”.
პარლამენტის წინ, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მისამართით წყლის ჭავლი გამოიყენეს

პარლამენტის წინ, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მისამართით, წყლის ჭავლი გამოიყენეს. პოლიციის ამ ქმედებას აქციის მონაწილეები შეძახილებით შეხვდნენ. ისინი სკანდირებენ “საქართველო, საქართველო”. პარალელურად, აქციის მონაწილეები სამართალმდაცველების მისამართით, პიროტექნიკის გამოყენებას აგრძელებენ. ცნობისთვის, აქციის მონაწილეები აპროტესტებენ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველო 2028 წლამდე, ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებების საკითხს აჩერებს.
პირველ არხთან აქციაზე, აქციის მონაწილეებსა და არხის თანამშრომლებს შორის კამათი იყო

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციაზე, აქციის მონაწილეებსა და ტელევიზიის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებს შორის არის ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ტელეკომპანია „ტყუილებს ავრცელებს“. თავის მხრივ, ტელევიზიის ჟურნალისტმა, საპასუხოდ აღნიშნა, რომ აღნიშნული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება. „მე, როგორც ჟურნალისტს, დღეს მიწევს, რომ მოვიდე და დავიცვა საზოგადოებრივი არხი. გუშინ, ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი, თქვენი კოლეგა, თანამშრომელი, […]
ვაჟა სირაძე – ერთი საათია, რაც აქცია დაიწყო და უკვე დაიწყეს ძალადობრივი ქმედებები, 2 პირია დაკავებული – ბოლო დღეებში მთელ ქალაქში გადაწვეს და დაამტვრიეს ინვენტარი, პოლიცია მზად არის, აღკვეთოს ძალადობრივი ქმედებები

მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, განსაკუთრებით იმ პირებს, ვინც მოწოდებულია აგრესიისკენ, რომ არ გაცდნენ კანონის ჩარჩოებს და თავიანთი პროტესტი გამოხატონ კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში , – ამის შესახებ თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. სირაძის თქმით, შსს ყველა ძალადობრივ ქმედებას აღკვეთს და მიიღებს უმკაცრეს ზომებს. “გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია: დღეს, როგორც მოგეხსენებათ, […]
საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ პირველმა არხმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პირდაპირი ეთერი დაუთმოს

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ პირველმა არხმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პირდაპირი ეთერი დაუთმოს. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილი თანახმაა საზოგადოებრივ მაუწყებელში მივიდეს. ასევე, მათი მოთხოვნაა, გადადგნენ არხის ხელმძღვანელი პირები: ვასილ მაღლაფერიძე და თინათინ ბერძენიშვილი. მათ გადადგომისთვის 30 წუთი მისცეს. აქციის მონაწილეების თქმით, ახალი გენერალური დირექტორი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უნდა დანიშნოს. პროტესტის […]