თოვლი, ქარბუქი და ყინვა | გაფრთხილება მომდევნო დღეების ამინდზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 იანვარს დღის ბოლოდან 14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. 13 იანვარს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 14-15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 […]
კირილ ბუდანოვი – ჩვენ რეგულარულად ვურტყამთ მოწინააღმდეგის სამხედრო ფლოტსა და საპორტო ნაგებობებს – რუსები სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცდილობენ

რუსები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნას ცდილობენ, – ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა გამოცემა Le Monde-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვის აღნიშნული გადაწყვეტილება მის სამხედრო ფლოტზე უკრაინული თავდასხმების მიერაა გამოწვეული. „ჩვენ რეგულარულად ვურტყამთ მოწინააღმდეგის სამხედრო ფლოტსა და საპორტო ნაგებობებს, ამიტომ რუსებს სასწრაფოდ მოუწიათ ყველაფრის სამხეთ-აღმოსავლეთში გადატანა. ისინი სამხედრო-საზღვაო ბაზის […]
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის მოქალაქის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 16 აპრილს, თბილისში, ერთ-ერთ კერძო საცხოვრებელ სახლში, წარსულში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა კონფლიქტის დროს, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს დანით მრავლობითი […]
სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად მხოლოდ პოლიციის ჩვენებებს ეფუძნება და სამართლიანი სასამართლოს ნორმებს უგულებელყოფს – HRW

სახალხო დამცველის აპარატმა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2023 წელს პოლიციის ძალის გადამეტებული გამოყენებისა და შეკრების თავისუფლებაში სახელმწიფოს უკანონო ჩარევის რამდენიმე შემთხვევა დააფიქსირეს, – ამის შესახებ ორგანიზაცია Human Rights Watch-ის 2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. „სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი და დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი ათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის დასაშლელად, რომლებიც სპონტანურად შეიკრიბნენ „უცხოური აგენტების“ […]
“ჰუსიტების” სამიზნეებზე დარტყმის შედეგად, ნავთობის ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა

ნავთობის ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ხელმძღვანელობით მოკავშირეებმა “ჰუსიტების” სამიზნეებს დაარტყა. ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ძალებმა იემენში “ჰუსიტების” 60-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს. “ჰუსიტები” აცხადებენ, რომ მათი 5 წევრი დაიღუპა და 6 დაიჭრა. “ბრენტის” ტიპის ნავთობის ფასმა დაახლობეით 2.5%-ით მოიმატა და 80-დოლარიან ნიშნულს მიაღწია იმ შიშის ფონზე, რომ კონფლიქტი შეიძლება უფრო რეგიონულ დაპირისპირებაში […]
რატომ აიღო მთავრობამ სხდომის ოქმების გამოქვეყნების ვალდებულება

საქართველოს მთავრობა სხდომის ოქმების საჯაროდ გამოქვეყნებას დაიწყებს – ამის შესახებ ღია მმართველობის ეროვნული გეგმიდან ხდება ცნობილი. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს. დოკუმენტის თანახმად, მთავრობის სხდომების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ამჟამად არ საჯაროვდება, მომავალში ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება. ღია მმართველობის ეროვნულ სტრატეგიაში არაა ნათქვამი მოიცავს თუ არა ეს მთავრობის განკარგულებების გასაჯაროებასაც, რასაც მთავრობა 2020 წლიდან არ აქვეყნებს. ამჟამად მთავრობის სხდომის […]
რუსთაველის გამზირსა და კოსტავას ქუჩაზე შენობების ფასადების რეაბილიტაციაში 3,3 მლნ ლარი დაიხარჯება – ტენდერები უკვე გამოცხადდა

რუსთაველის გამზირსა და კოსტავას ქუჩაზე შენობების ფასადების რეაბილიტაციაში 3,3 მლნ ლარი დაიხარჯება, – შესაბამისი ტენდერები, რომლებიც რუსთაველის გამზირის მთელ გაყოლებაზე ფასადების გაუმჯობესებასა და დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციას მოიცავს, თბილისის განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა. როგორც BM.ge წერს, თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა თქვა, რომ 2024 წელს რეაბილიტაციის პროექტი მხოლოდ შენობების ფასადების და იერსახის გაუმჯობესებას ითვალისწინებს და სავალ […]
უცხო ქვეყნის მოქალაქის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 19-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

უცხო ქვეყნის მოქალაქის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 19 წელი მიუსაჯა – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შემთხვევა გასული წლის 16 აპრილს მოხდა: “სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 16 აპრილს, თბილისში, ერთ-ერთ კერძო საცხოვრებელ სახლში, წარსულში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა კონფლიქტის დროს, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს დანით მრავლობითი […]
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პოლონური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ხელი მოეწერა პოლონური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შესყიდვის შესახებ დადებულ ხელშეკრულებას. უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხაინდრავა პოლონური კომპანია – “MESKO S.A”-ს წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოში თანამედროვე ტიპის, ნატოს სტანდარტების შეირაღების დანერგვის მნიშვნელობა, ასევე თავდაცვის უწყებასა და პოლონურ კომპანიას შორის თანამშრომლობის გეგმები. “მოგვიანებით, ხელი მოეწერა პოლონური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის […]
ისრაელი “აბსურდს” უწოდებს მისთვის საერთაშორისო სასამართლოზე წაყენებულ ბრალდებას გენოციდზე

ისრაელმა უარყო მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოზე (ICJ) მისთვის სამხრეთ აფრიკის მიერ წაყენებული ბრალდება, რომ ისრაელი ღაზაში წარმოებული ომით გენოციდს ახორციელებს პალესტინელთა წინააღმდეგ. მან რუსეთის მხრიდან უკრაინაში წარმოებულ ომთან პარალელების გავლებას “აბსურდი” უწოდა. ისრაელის ადვოკატებმა 12 იანვარს განაცხადეს, რომ ქვეყანა ყველაფერს აკეთებს სამოქალაქო მსხვერპლის შესამცირებლად აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის წინააღმდეგ წარმოებულ ომში და […]