“ჩვენგან იმ ნაძვის ხეს არავინ შეხეება, მაგრამ…”– რას წერს იაკობ ჯანგავაძე

მე ზუსტად ვიცი, რომ ჩვენგან იმ ნაძვის ხეს არავინ შეხეება, რადგან იქ მაგისთვის არ ვდგავართ – დიდი მიზანი გვაქვს და ამისთვის არავის სცალია, მაგრამ პროვოკაციას არ გამოვრიცხავ “ჩვენიანი” სუსის ტიპებისგან. შესაბამისად, მეტი ყურადღებაა საჭირო. ნაძვის ხე ბევრი რამის სიმბოლოა და არაფრით ეწინააღმდეგება იმას, რასაც ჩვენ ვითხოვთ (დაბომბილ კიევშიც ედგათ). და ბონუსად, მაგით მხოლოდ ჩვენ ვასიამოვნებთ, […]

მოქალაქე ამბობს, რომ მისი შვილი ლუკა თოფურიძე ერთ-ერთმა მედიამ საზოგადოებას გააცნო, როგორც ზონდერი და “ტიტუშკა”, რაც ტყუილია

მოქალაქე ნინო ბორჩხაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი შვილი ლუკა თოფურიძე ერთ-ერთმა მედიამ საზოგადოებას გააცნო როგორც ზონდერი და “ტიტუშკა”, რაც, მისივე თქმით, სინამდვილეს არ შეესაბამება. მოქალაქე ამტკიცებს, რომ ოჯახის წევრებმა ეს საჯაროდ დააფიქსირეს, მედიას ინფორმაციის გადამოწმება და დაზუსტება სთხოვეს, თუმცა, ამ კონკრეტული მედიიდან მას არავინ დაკავშირებია. “მთავარი არხი•Mtavari Arkhi იდენტიფიცირება “შეძელით” ერთადერთი ადმიანის, რომელიც უნიღბოდაა […]

სამხრეთ აფრიკის მიტოვებულ ოქროს მაღაროში 150-ზე მეტი არალეგალი მუშა გადაარჩინეს

სამხრეთ აფრიკაში, მპუმალანგას პროვინციაში, მიტოვებულ მაღაროში სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს. როგორც BBC წერს, მაშველებმა 150-ზე მეტი არალეგალი მაღაროელი გადაარჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, გადარჩენილთა უმეტესობა უცხო ქვეყნების მოქალაქეები არიან. ისინი აცხადებენ, რომ საშიშ პირობებში ოქროს თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ ეძებდნენ. პოლიციის სპიკერის თქმით, მაღაროელები დააკავეს და გამოძიება უკანონო სამთო საქმიანობის ფაქტებზე მიმდინარეობს. სამართალდამცველების თქმით, მიიღეს ინფორმაცია სამთო რეგიონებში ადამიანებით […]

“თუ გადასახადების არგადახდა ან რაიმე მსგავსი იქნება, ეს აუცილებლად ერთად, შეთანხმებით უნდა გავაკეთოთ” – FAS Group

კომპანია FAS Group-ის დამფუძნებელი, ნათია სხვიტარიძე BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ ბიზნესისთვის ბრძოლის გზად გადასახადების არგადახდა იქნება არჩეული, ამ შემთხვევაში საჭირო იქნება, რომ ბიზნესებმა შეთანხმებულად იმოქმედონ.

ქვემო ქართლის რეგიონის მედია ორგანიზაციები ჟურნალისტებზე თავდასხმას გმობენ

ქვემო ქართლის რეგიონის მედია ორგანიზაციები Aktual.ge, 24News.ge და InterPress.ge მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმებს გმობენ და მოუწოდებენ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ, ობიექტურად გამოიძიონ დანაშაულებრივი ინციდენტი და დამნაშავეები კანონის ფარგლებში დასაჯონ. “ქვემო ქართლის რეგიონის წამყვანი მედია ორგანიზაციები Aktual.ge, 24News.ge და InterPress.ge კატეგორიულად ვგმობთ TV Pirveli-ის, Formula Tv-ისა და სხვა მედია საშუალებების ჟურნალისტებზე თავდასხმას. ყველამ ვიცით, რომ ჟურნალისტი და ოპერატორი […]

Ivy League-ის სტუდენტები, კურსდამთავრებულები: სოლიდარობა მშვიდობიან დემონსტრანტებს

Ivy League უნივერსიტეტების ამჟამინდელი სტუდენტები, კურსდამთავრებულები, მეცნიერები და ლექტორები განცხადებას ავრცელებენ და სოლიდარობას უცხადებენ მშვიდობიან დემონსტრანტებს. განცხადებაში ისინი ასევე გმობენ ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე ძალადობას და მოუწოდებენ ძალოვან სტრუქტურებს, შეწყვიტონ ძალის გამოყენება. “ჩვენ, Ivy League უნივერსიტეტების ამჟამინდელი და კურსდამთავრებული სტუდენტები, მეცნიერები, ლექტორები და სხვა, ვაპროტესტებთ “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას 2028 წლის ბოლომდე შეაჩეროს ევროკავშირთან მოლაპარაკებების […]

ვლადიმერ ბოჟაძე – ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ძალადობას არ გმობს ოპოზიცია, გმობენ მხოლოდ შერჩევით ძალადობას და როგორც ჩანს, ეს არის შემდგომში ბევრისთვის წამახალისებელი

მინდა დავგმო გუშინდელი ფაქტი [ჟურნალისტებზე თავდასხმა], თქვენ იცი, რომ სრულიად მიუღებელი იყო ის, რაც გუშინ ჩვენ ვიხილეთ, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ძალადობას არ გმობს ოპოზიცია. გმობენ მხოლოდ შერჩევით ძალადობას და როგორც ჩანს ეს არის ხოლმე შემდეგ ბევრისთვის წამახალისებელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა. ბოჟაძის განცხადებით, გუშინ „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე […]

ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდისთვის მზადებას იწყებს

ავთანდილ ასათიანის გუნდი, 13 დეკემბერს, 18:00 საათზე, თბილისი არენაზე კოსოვოს ნაკრებს უმასპინძლებს. სანაკრებო პაუზის მეორე შეხვედრაში კი, ჩვენი გუნდი, 17 დეკემბერს, საფრანგეთს ესტუმრება. აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 18 დეკემბერს, 00:15 საათზე დაიწყება. მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში 16 ფეხბურთელია გამოძახებული. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარეები: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბილისი) […]

“ემპოლიმ” სტუმრად მოიგო – გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა

სერია A-ს მეთხუთმეტე ტურში „ემპოლიმ“ გასვლაზე წვიმიან ამინდში „ვერონა“ 4:1 დაამარცხა. „ემპოლი“, რომლის თავდამსხმელმა პელეგრიმ დებიუტში ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა, უკეთ თამაშობდა, მათმა შემტევებმა ფაქტიურად კარში დარტყმული ყველა ბურთი გაიტანეს და პირველი ტაიმი 4:1 მოიგეს. შესვენების შემდეგ ანგარიში არ შეიცვალა და დ’ავერსას გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. სტუმართა მცველმა საბა გოგლიჩიძემ შეუცვლელად და რაც მთავარია […]

“სამარცხვინოა, როცა საერთაშორისო ბრენდებს წარმოადგენ საქართველოში და პრორუსულ ხელისუფლებას „აპრავებ“, – ბიზნესმენი ივა ჭყონია

“სამარცხვინოა, როცა საერთაშორისო ბრენდებს წარმოადგენ საქართველოში და პრორუსულ ხელისუფლებას „აპრავებ“, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა, იმპორტიორთა და დისტრიბუტორთა ასოციაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, ივა ჭყონიამ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. „იმ ბიზნესის წარმომადგენლებს მივმართავ, რომლებიც დღეს ჩუმად და კომფორტის ზონაში არიან – შეგრცხვეთ, იმიტომ რომ თქვენი შვილები იქ დგანან, თქვენი შვილის მეგობრები, კლასელები თუ თანაკურსელები […]