ბაიდენის მოწოდებით, ასადს პასუხი უნდა აგებინონ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 8 დეკემბერს განაცხადა, რომ სირიის ჩამოგდებული პრეზიდენტს, ბაშარ ასადს პასუხი უნდა მოეთხოვოს. ქვეყანაში პოლიტიკურ აჯანყებას ბაიდენმა უწოდა „ისტორიულ შესაძლებლობა“ სირიელებისთვის, რათა აღადგინონ თავიანთი ქვეყანა. აშშ-ს პირველ სრულ გამოსვლაში ასადის დამხობაზე ისლამისტების მეთაურობით მებრძოლი მეამბოხე ჯგუფების კოალიციის მიერ, ბაიდენი ასევე გაფრთხილებით გამოვიდა, რომ ვაშინგტონი “ფხიზლად დარჩება” ტერორისტული ჯგუფების წარმოშობის წინააღმდეგ და გამოაცხადა, […]
კვარაცხელიას კარგი მატჩი – “ნაპოლი” “ლაციოსთან” ისევ დამარცხდა

სერია A-ს მეთხუთმეტე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ლაციოსთან“ 0:1 დამარცხდა. ორი დღის წინ „ნაპოლი“ დუბლებით თასზე რომში 1:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა, ამჯერად კი მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა კონტემ მოედანზე ძირითადი შემადგენლობა გაიყვანა და წვიმიან ამინდში თავიდანვე შეუტიეს. მაკტომინეის დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. მომენტი სტუმრებმაც შექმნეს, როდესაც ისაკსენს მეკარე მერეტმა არ გაატანინა. კვარაცხელია ძალიან მოტივირებული იყო, […]
ჯორჯესკუს მომხრეები რუმინეთში არჩევნების შედეგების გაუქმების წინააღმდეგ გამოვიდნენ

8 დეკემბერს რუმინეთის პრეზიდენტობის პრორუსი კანდიდატი, კელინ ჯორჯესკუ და მისი მომხრეები საპროტესტო დემონსტრაციაზე გამოვიდნენ ბუქარესტში. ისინი მოითხოვენ, გადაიხედოს ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 6 დეკემბერს გაუქმდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები. როგორც რადიო თავისუფლების რუმინული სამსახური იტყობინება, 100-ზე მეტი ადამიანი, ჯორჯესკუს მეთაურობით, დახურული საარჩევნო ოლქის შენობის წინ შეიკრიბნენ ბუქარესტის ცენტრში, შეძახილებით “ძირს დიქტატურა!” და […]
“რეალიზაციის 20%-იანი კლება გვაქვს” – “თბილისი ცენტრალის” დირექტორი

ნოემბრის მეორე ნახევარსა და დეკემბრის დასაწყისში „თბილისი ცენტრალში“ რეალიზაცია 20%-ით შემცირდა. სავაჭრო ცენტრის დირექტორი ამას ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და მოსახლეობაში შეცვლილ განწყობებს უკავშირებს. ლევან ყარალაშვილის თქმით, თუ პროტესტი გაგრძელდა, საუკეთესო შემთხვევაში კლება ჯამში 5-10%-ის ფარგლებში იქნება. „ნოემბრის მეორე ნახევარსა და დეკემბერში, ფაქტობრივად, ერთი კვარტალის რეალიზაცია და შემოსავლები კეთდებოდა ამ პერიოდში. რასაც ვუყურებთ, ჩვენი სავაჭრო ცენტრის […]
კვარაცხელიაზე ნადირობაა – “ნაპოლისა” და “ლაციოს” პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა

სერია A-ს მეთხუთმეტე ტურში „ნაპოლისა“ და „ლაციოს“ მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. ორი დღის წინ „ნაპოლი“ დუბლებით თასზე რომში 1:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა, ამჯერად კი მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა კონტემ მოედანზე ძირითადი შემადგენლობა გაიყვანა და წვიმიან ამინდში თავიდანვე შეუტიეს. მაკტომინეის დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. მომენტი სტუმრებმაც შექმნეს, როდესაც ისაკსენს მეკარე მერეტმა არ გაატანინა. კვარაცხელია ძალიან […]
,, დედას ვუტირებთ” – ბექა ყორშია

ჟურნალისტი ბექა ყორშია, რომელიც რამდენიმე საათის წინ გაანთავისუფლეს, სოციალურ ქსელში წერს: ,,მეგობრებო, ყველას ძალიან, ძალიან დიდ მადლობას გიხდით რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა ჩემს ადვოკატებს. ბევრს არაფერს ვილაპარაკებ, რადგან მართლა არაფერი გადამხდენია თავს ისეთი, რაც თქვენს აბსოლუტურ უმრავლესობას ამ დღეების განმავლობაში. ძალიან ბევრს კი სისტემა ჩემზე გაცილებეთ სასტიკად შეეხო. მაგალითად, ჩემს საკანში მყოფ დავით მარტიაშვილს, […]
,,რას მოვესწარით… იმედია ეს დეზინფორმაციაა“ – შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი: ,,რას მოვესწარით. ამ წუთისთვის გავრცელებული ინფორმაციით და იმედია ეს დეზინფორმაციაა,სირიის დამხობილმა პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა,ოჯახითურთ, საცხოვრებელ ადგილად აირჩია აფხაზეთი,ჩვენი ბიჭვინთა.ხომ არ გაგვეგზავნა ივანიშვილიც სირიაში,გაცვლითი პროგრამით?”
,, თუ დაგირეკეს და გამოკითხვაზე გიბარებენ, როგორც მოწმეს” – მარიკა არევაძე

იურისტი მარიკა არევაძე: ,,რადგან ძალიან გააქტიურდა გამოკითხვებზე დაბარებები, ამ ინფორმაციას გაგიზიარებთ: თუ დაგირეკეს და გამოკითხვაზე გიბარებენ, როგორც მოწმეს: – შეგიძლიათ უარი თქვათ საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე. ასეთ შემთხვევაში თქვენი გამოკითხვა მოხდება მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, სასამართლოში; – აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ადვოკატთან; – გამოკითხვაზე წადით ადვოკატთან ერთად. როცა თქვენი გამოკითხვა სურთ, როგორც მოწმის – არ აქვთ უფლება ქუჩაში […]
რომელი სექტორები ასაქმებს ყველაზე მეტ ადამიანს საქართველოში?

მე-3 კვარტალში ბიზნესს სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 4%-ით 788.4 ათასამდე გაიზარდა. ვაჭრობის სექტორში 225 428 ადამიანია დასაქმებული; დამმუშავებელ მრეწველობაში 91 296; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობებში 74 245; მშენებლობის დარგში 68 021; ტრანსპორტი და დასაწყობებაში 64 150; ინფორმაცია და კომუნიკაციაში 49 470; განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობებში კი 43 298. დასაქმებულთა ჯამური რაოდენობის 43% […]
ჯო ბაიდენი – ასადის რეჟიმის დაცემა სამართლიანობის ფუნდამენტური აქტია – ისტორიული შესაძლებლობის მომენტი მრავალტანჯული სირიელი ხალხისთვის

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემა არის სამართლიანობის აქტი, რომელიც სირიელებს ისტორიულ შესაძლებლობას აძლევს. „ბოლოს და ბოლოს, ასადის რეჟიმი დაეცა. ამ რეჟიმმა სასტიკად აწამა და მოკლა ასობით ათასი უდანაშაულო სირიელი. რეჟიმის დაცემა სამართლიანობის ფუნდამენტური აქტია. ეს არის ისტორიული შესაძლებლობის მომენტი მრავალტანჯული სირიელი ხალხისთვის, ააშენონ უკეთესი მომავალი თავიანთი ამაყი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა […]