18 წლის აქტივისტს მოსამართლემ 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

მოსამართლე ნინო ენუქიძემ სახდელის მაქსიმალური ვადა 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა აქტივისტს სანდრო ქინქლაძეს, რომელიც 8 დეკემბრის ღამით ვარკეთილში მეგობრის სახლიდან გამოსვლის შემდეგ დააკავეს. მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალს – პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. როგორც ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ უთხარ მედიას საქმეში არის ვიდეო, რომელიც დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრეა გადაღებული. მასში ჩანს როგორ ისვრის ქვას […]
დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლებით – აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩო საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე წერს, რომ ყველამ პასუხი უნდა აგოს, “სასტიკ და გაუმართლებელ” ძალადობაზეა პასუხისმგებელი. საელჩო, ასევე აცხადებს, რომ “დაუყოვნებლივ” უნდა გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული ადამიანები. “ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, მათ შორის: მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე, პასუხი უნდა აგონ. დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის […]
რუტე: უკრაინის დახმარებამ ომის ტრაექტორია “ერთხელ და სამუდამოდ” უნდა შეცვალოს

ნატოს დეკემბრის მინისტერიალზე პირველი დიპლომატების ყურადღების ცენტრში კვლავ ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომი, უკრაინის დახმარება და რუსეთის აგრესია მოექცა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის როლში, ეს ენტონი ბლინკენისთვის ბოლო მინისტერიალი იყო. ალიანსის მთავარ გზავნილებს მაია ქვარცხავა აჯამებს. Facebook Forum
ინვესტორებს საკუთარი რესურსების დაცვა ძალიან გაუჭირდებათ – საფონდო ბირჟის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი (bm.ge)

ინვესტორებს საკუთარი რესურსების დაცვა ძალიან გაუჭირდებათ – საფონდო ბირჟის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი (bm.ge) საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ქურდიანი BMGTV-ის გადაცემა “ბიზნესის კვირეულის” სპეცეთერში სტუმრობისას ამბობს, რომ ქვეყანაში ვითარების განმუხტვისთვის მთავრობამ პროტესტის მონაწილეებს უნდა მოუსმინოს. ის საუბრობს იმ ზიანზე, რაც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო დაწყებული აქციებით ადგება. “ინვესტიციები კრიტიკულად მნიშვნელოვანია […]
საინვესტიციო დაინტერესება სადაზღვევო მიმართულებით შესაძლებელია შეზღუდული იყოს, რადგან ინვესტორები ხედავენ, რომ გარკვეული მიმართულებით ბაზარზე არაკონკურენტული გარემოა – ლაშა ნიკოლაძე

საინვესტიციო დაინტერესება სადაზღვევო მიმართულებით შესაძლებელია შეზღუდული იყოს, რადგან ინვესტორები ხედავენ, რომ გარკვეული მიმართულებით ბაზარზე არაკონკურენტული გარემოა – ლაშა ნიკოლაძე საინვესტიციო დაინტერესება სადაზღვევო მიმართულებით შესაძლებელია შეზღუდული იყოს, რადგან ინვესტორები ხედავენ, რომ გარკვეული მიმართულებით ბაზარზე არაკონკურენტული გარემოა, – ამის შესახებ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელმა მდივანმა ლაშა ნიკოლაძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, სებ-თან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კრედიტის აღების […]
სიგარეტსა და „აიქოსზე“ აქციზი ძვირდება, სათამაშო ბიზნესის შემთხვევაში კი მოგების გადასახადი იზრდება

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, სიგარეტის შემთხვევაში აქციზის, ხოლო სათამაშო ბიზნესის შემთხვევაში, მოგების გადასახადი გაიზრდება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, “საგადასახადო კანონში” ცვლილებები მნიშვნელოვანია საბიუჯეტო სახსრების მოზიდვის თვალსაზრისითაც. „მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგადასახადო კოდექსში შევიდეს ცვლილება, სიგარეტისა და აიქოსის შემთხვევაში გაძვირდეს აქციზის გადასახადი, რაც აიქოსის […]
აბსოლუტურად მიუღებელია აქციის მონაწილეების იმ მცირე ჯგუფის მოქმედებები, რასაც ისინი ახორციელებენ პოლიციელების მიმართ – სახალხო დამცველი
აბსოლუტურად მიუღებელია აქციის მონაწილეების იმ მცირე ჯგუფის მოქმედებები, რასაც ისინი ახორციელებენ პოლიციელების მიმართ, – განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“. „არასოდეს დამიმალავს და არც ახლა დავმალავ იმას, რომ აბსოლუტურად მიუღებელია აქციის მონაწილეების იმ მცირე ჯგუფის მოქმედებები, რასაც ისინი ახორციელებენ პოლიციელების მიმართ. როდესაც პოლიციელებს ესვრიან ჯოხებს, პიროტექნიკას ან ნებისმიერ რამეს. ამას გამართლება არ აქვს, […]
მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი პრეზიდენტის სარჩელზე – რისთვის არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო, თუ იგი უარს ამბობს საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელებაზე?

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონტიტუციო სარჩელის განჩინების შესახებ მოსამართლის – თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებულ აზრს ავრცელებს. მოსამართლე, თეიმურაზ ტუღუში საკუთარ განსხვავებულ აზრის შემდეგი სიტყვებით იწყებს: „რისთვის არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო, თუ იგი უარს ამბობს საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელებაზე?!“ როგორც მოსამართლე განმარტავს, პრეზიდენტის სარჩელი „დემოკრატიის დაცვისა და განმტკიცებისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე საკითხი იყო“. […]
ჩელენჯ თასი | მეორე მეტოქე – “სქარლეთსი”

“შავი ლომი” ჩელენჯ თასის 2024/25 წლების სეზონის მეორე თამაშს უელსში, ჰლანეჰლიში ადგილობრივ “სქარლეთსთან” 15 დეკემბერს გამართავს და ის საქართველოს დროით 17 საათზე დაიწყება. ქართული ფრენჩაიზი Parc y Scarlets-ზე ზუსტად ერთი წლის შემდეგ ბრუნდება. შარშან, 15 დეკემბერს, “შავმა ლომმა” ჩელენჯ თასზე თავისთვის პირველ სეზონში პირველი, ისტორიული გამარჯვება სწორედ “სქარლეთსთან” გასვლით შეხვედრაში მოიპოვა (23:7). უელსური ფრენჩაიზი 1995 […]
გერმანიის ელჩი: მიუღებელია ბანდიტთა დაჯგუფებების თავდასხმა, სად მიდიხარ საქართველო?

გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა კლინიკაში “ტვ პირველის” ჟურნალისტისა და ოპერატორის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ მიუღებელია “ბანდიტთა დაჯგუფებების” თავდასხმები. “8 ელჩმა საავადმყოფოში მოინახულა და სოლიდარობა გამოუცხადა “ტვ პირველის” ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს, გიორგი შეწირულს. მიუღებელია ბანდიტთა დაჯგუფებების თავდასხმა, მედიის წარმომადგენლებისა თუ სხვათა დაზიანება. როგორც გვითხრეს, პოლიცია სულ რამდენიმე მეტრში იყო და არ ჩარეულა. სად მიდიხარ […]