მამუკა მდინარაძე – ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ 16-17 დეკემბერია თარიღები, როცა ვიღაცებმა უნდა სცადონ საქართველოს დასჯა – დავასწარით და არეულობის რესურსი ასჯერ შევუმცირეთ

დღეს ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ 16-17 დეკემბერია თარიღები, როცა ვიღაცებმა უნდა სცადონ საქართველოს დასჯა. გარკვეულწილად, ამის პრევენცია და ასჯერ სერიოზული შიდა არეულობის პრევენცია მოვახდინეთ გადაწყვეტილებით, რაც მივიღეთ წინსწრებით , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, რომ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი […]

სირიელი მეამბოხეების ლიდერი ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს შეხვდა

სირიელი მეამბოხეების ლიდერი ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს შეხვდა , – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ სირიელ მეამბოხეებზე დაყრდნობით ავრცელებს. სირიელი მეამბოხეების ცნობით, მათი ლიდერი აჰმედ ალ-შარაა, აქამდე ცნობილი, როგორც აბუ მოჰამედ ალ-ჯულანი, სირიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს მოჰამედ ღაზი ალ-ჯალალის „ძალაუფლების გადაცემის შესახებ შეთანხმებისთვის შეხვდა“. შეხვედრას „სირიის ხსნის მთავრობის“ ლიდერი, მოჰამედ ალ-ბაშირის ესწრებოდა, რომელიც, როგორც არაბული მედია წერს, […]

პარლამენტი ბიძინა ივანიშვილისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისა და მიხეილ ყაველაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 10 დეკემბერს უყრის კენჭს

პარლამენტი, 10 დეკემბერს, პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილისა და პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილ მიხეილ ყაველაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილებას მიიღებს. საკითხს თავდაპირველად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე გავა. გარდა ამისა, პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო, პარლამენტის დღის წესრიგშია ირაკლი კობახიძის, მაკა ბოჭორიშვილის, ანრი […]

მამუკა მდინარაძე ახალგაზრდებს – მოგიხსენიებენ, როგორც სასარგებლო იდიოტებს, ნუ გამოაყენებინებთ თავს და ნუ გახდებით ძალადობრივი, ფსიქოლოგიური წნეხისა და პროპაგანდის მსხვერპლები

მინდა მოვუწოდო იმ ახალგაზრდებს, მე დარწმუნებული ვარ ძალიან მცირე რაოდენობას პროცენტულად, პარტიული აქტივის გარეთ, ვინც მართლა გულწრფელად შეიძლება რაღაცას იჯერებდეს და აპროტესტებდეს რაღაცას, დიდი ბოდიში თქვენთან, ყველასთან, მაგრამ ისინი [ოპოზიცია] მოგიხსენიებენ, როგორც სასარგებლო იდიოტებს , – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ახალგაზრდებს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ […]

გაერთიანებული სამეფო დაუყოვნებლივ აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას – დევიდ ლამი

გაერთიანებული სამეფო დაუყოვნებლივ აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და ამცირებს ჩართულობას „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლებთან, მანამ სანამ არ შეწყდება ევროპული დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებებისგან უკუსვლა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების მინისტრის დევიდ ლამმის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოში ბრიტანეთის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლების […]

გლობალური საჰაერო ტვირთნაკადი თითქმის 10%-ით გაიზარდა – IATA

გლობალური საჰაერო ტვირთების მოცულობა ოქტომბერში გასულ წელთან შედარებით 9,8%-ით გაიზარდა. ამ მონაცემებს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) ავრცელებს. IATA-ს მონაცემებით, ეს მაჩვენებელი ზედიზედ 15 თვეა იზრდება. ირკვევა, რომ ორთვიანი კლების შემდეგ ყოველთვიურად ეს მაჩვენებელი 5,7%-ით გაიზარდა. საერთაშორისო საჰაერო ტვირთების მიმოსვლა ოქტომბერში გასულ წელთან შედარებით 10.3%-ით გაიზარდა. ყველაზე ძლიერი ზრდა დაფიქსირდა ლათინურ ამერიკაში (+18,5%) და აზია-წყნარ […]

მდინარაძე ბლინკენის განცხადებაზე: კუდის მოქნევის მორიგი ცუდი მცდელობაა

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სანქციებთან დაკავშირებით ენტონი ბლინკენის განცხადებას “კუდის მოქნევის მორიგ მცდელობას” უწოდებს და აშშ-ს კვლავ სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. “კუდის მოქნევის მორიგი, ძალიან ცუდი მცდელობა. ბლინკენი არის ის თანამდებობის პირი და ბიუროკრატი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინამ ჯარში გასაწვევ პირთა ასაკი უნდა დაწიოს. აბსოლუტურად ვეთანხმები ვიქტორ ორბანის დღევანდელ შეფასებას (გუნდის […]

ოცნება კანონში ცვლილებებს გეგმავს, რომლითაც საჯარო სექტორში რეორგანიზაცია გამარტივდება

ქართული ოცნება კანონში ცვლილებებს გეგმავს, რომლითაც საჯარო სექტორში რეორგანიზაციის საკითხები გამარტივდება. უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, ამ თემაზე უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელეს. ის ირწმუნება, რომ ეს გადაწყვეტილება ” უზრუნველყოფს საჯარო სექტორის გაჯანსაღებას”. “საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში შევა ცვლილება, რომლითაც რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება, ეს გადაწყვეტა უზრუნველყოფს საჯარო სექტორის გაჯანსაღებას”- თქვა მდინარაძემ.

“მილანის” თავდამსხმელი წელს ვერ ითამაშებს

The Athletic-ის ცნობით, “მილანის” თავდამსხმელმა კრისტიან პულიშიჩმა პარასკევს “ატალანტასთან” მატჩისას მარჯვენა კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო. სამედიცინო შემოწმებამ დაადგინა, რომ 26 წლის ამერიკელი სერიოზულად არ დაშავებულა, მაგრამ წელს ვერ ითამაშებს. კლუბს უნდა ის 3 იანვარს “იუვენტუსთან” იტალიის სუპერთასის შეხვედრისთვის ჩადგეს მწყობრში, რომელიც ელ-რიადში გაიმართება. ამ სეზონში მან “როსონერიში” ყველა ტურნირზე 20 დაპირისპირებაში 8 გოლი გაიტანა და 6 […]

ასადისთვის თავშესაფრის მინიჭება პუტინმა გადაწყვიტა – პესკოვი

სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადისა და მისი ოჯახისთვის რუსეთში თავშესაფრის მინიჭების გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო – განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. „ცხადია, ამგვარ გადაწყვეტილებას სახელმწიფოს მეთაურის გარეშე ვერ მიიღებდნენ. ეს მისი გადაწყვეტილება იყო“, – მოჰყავს რუსეთის სააგენტო “ტასს” პესკოვის სიტყვები. 8 დეკემბერს, საღამოს, რუსეთის მედია წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ მას მერე, რაც ისლამისტი მეამბოხეები […]