“ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, “ძაღლობა” დამასია” – ელისაშვილი

მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამოძიება არ გაიშვა, მაგრამ ამ ფორმალობაშიც გავყვები, მერე რამე რომ არ თქვან. რამის გამოძიება თუ უნდათ, კადრები სახეზეა და ყველაფერი ჩანს პირდაპირ. კიდევ ვიმეორებ, ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია. მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია. საბჭოთა […]
მიხაილ როთი – ძვირფასო კობახიძე, მინდა დაგამშვიდოთ, რომ გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება „უცხოელი აგენტების კანონს“

ძვირფასო პრემიერ-მინისტრო კობახიძე, გერმანიის ელჩმა სწორად მოახდინა ჩვენი კანცლერის ციტირება! მინდა დაგამშვიდოთ, რომ გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება „უცხოელი აგენტების კანონს“, – ასე მიმართავს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. „გთხოვთ გაიწვიოთ კანონპროექტი! სრული სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც დემონსტრირებს ჩვენი ევროპული ღირებულებებისთვის“, – წერს მიხაილ როთი სოციალურ […]
შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციაში რამდენიმე ქალს ხელში მაუზერი რომ ეჭიროს, თავში ისე დაგვახლიდნენ, თვალსაც არ დაახამხამებდნენ – ერთი გრამი ხელისუფლება რომ მიეცეთ, ტყავის ქურთუკებს ისევ გადმოალაგებენ და საზოგადოებას დაერევიან

დღევანდელი ინტერპელაციის თემა ქალთა მიმართ ძალადობაა და გვაქვს სამწუხარო ფაქტი, რომ ოპოზიციაში რამდენიმე ქალი გამოირჩევა, რომელიც სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობს – დარწმუნებული ვარ, ხელში მაუზერი რომ ეჭიროთ, თავში ისე დაგვახლიდნენ, როგორც არაფერი! ეს ადამიანები თვალსაც კი არ დაახამხამებდნენ! – პარლამენტის სპიკერატიდან შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებული ეს განცხადება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავასკენ იყო მიმართული. […]
გაეროში ახალგაზრდების ყოფილი ელჩები რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს უერთდებიან

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლები რუსულ კანონთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას განცხადების სახით ავრცელებენ, რომლითაც უერთდებიან სამოქალაქო პროტესტს და მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაიწვიოს პირველი მოსმენით მიღებული კანონი. “მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონის საბოლოო მიღება უკიდურესად დააზიანებს საქართველოს გრძელვადიან ინტერესებს, შეაფერხებს მის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ამასთანავე, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დააშორებს ჩვენს ქვეყანას მის ერთგულ მეგობრებსა […]
კრამონი კობახიძეს: ევროპარლამენტის უმრავლესობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსულ კანონს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს მიმართავს და ამბობს, რომ ევროპარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობა რუსულ კანონს კატეგორიულად ეწინააღმდეგება. “ძვირფასო კობახიძე, არა, თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია, არც გერმანიის ელჩს პეტერ ფიშერს. ევროპარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება “რუსულ კანონს”. გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი. ევროკავშირი აღფრთოვანებულია ქართველების სიმამაცით და მათ გვერდით დგას”, – წერს ფონ კრამონი X-ზე. 15 აპრილს […]
დავით იაკობიძე: ამიტომ უნდა უხდიდეს მადლობას მთავრობა დონორებს გრანტის ფორმით შემოსულ რესურსებზე

ავტორი: დავით იაკობიძე – ეკონომისტი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი და პრეზიდენტ შევარდნაძის მრჩეველი მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ფეისბუკ რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცა, მაინც გამოვეხმაურები “უცხოური გავლენის შესახებ კანონის” განხილვის პერიპეტიებს. კანონის მიზანია უცხოური ფინანსური რესურსით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების და მედია საშუალებების რეესტრი შექმნა: · საზოგადოების ინფორმირებისათვის; · ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი ერთეულებისათვის ფინანსური სანქციების დადებისათვის. ასეთ მიზნების […]
ევროკავშირი აღფრთოვანებულია ქართველების გაბედულობით და მათ გვერდით დგას – ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ „X-ზე“ ირაკლი კობახიძეს ეპასუხება, რომ ევროპარლამენტის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა რუსული კანონის წინააღმდეგია და რომ ევროკავშირი აღფრთოვანებულია ქართველების გაბედულობით და მათ გვერდით დგას. ძვირფასო პრემიერ მინისტრო, არა, თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია. არც გერმანიის ელჩს. ევროპარლამენტის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება “რუსულ კანონს”. გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი! ევროკავშირი აღფრთოვანებულია ქართველების გაბედულობით და […]
უკრაინის საჰაერო ძალებმა სტავროპოლში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს – უკრაინული მედია

უკრაინის საჰაერო ძალებმა სტავროპოლში რუსული სამხედრო თვითმფრინავი, „ტუ-22 ემ-3“-ის ტიპის ზებგერითი სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას unian-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი სტავროპოლის მხარეში გაანადგურეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინელმა სამხედროებმა „ტუ-22 ემ-3“-ის ტიპის ბომბდამშენი ჩამოაგდეს. სამხედრო თვითმფრინავის დაკარგვას რუსეთიც ადასტურებს. რუსული მედიის ინფორმაციით, „ტუ-22 ემ-3“-ის ტიპის ბომბდამშენი სტავროპოლის […]
„IMF-ის პროგნოზით, საქართველოს, საშუალოვადიან პერიოდში, ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება“ – ირაკლი ნადარეიშვილი

„ბოლო პროგნოზით, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა, საქართველოს, საშუალოვადიან პერიოდში, ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება. ფონდის შეფასებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5,7 პროცენტს, ხოლო 2025 წელს ზრდის ტემპი 5,2 პროცენტს შეადგენს,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსა და მსოფლიოში არსებული ეკონომიკური ვითარების […]
პრეზიდენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტზე – აშკარაა, ეს რუსული კანონია, რომელიც პუტინის მიერ რუსეთში მიღებული კანონის ასლია – რუსული სტრატეგია საქართველოს ევროპაში შესვლის შეჩერებას გულისხმობს

ეს კანონი შეუსაბამოა, ამას ამბობენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას უარი თქვას მასზე. ჩვენ სხვა რეკომენდაციებიც უნდა დავაკმაყოფილოთ და ამ მიმართულებითაც არ არის არანაირი ხილვადი პროგრესი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და მოსახლეობას აქვს განცდა, რომ არაფერი არ კეთდება, ან პირიქით, ყველაფერი კეთდება, რომ ხელი შეეშალოს ამ პერსპექტივას, რომელიც გვეძლევა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე საქართველო […]