დავით კირკიტაძე – რუსთავში, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია საკრებულოზე გამოცხადებულ დოღში მონაწილეობას არ იღებს – ძველო და ახალო „ქოცებო“, დაგიჭამიათ ერთმანეთი!

რუსთავში, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია, საკრებულოს თანამდებობებზე გამოცხადებულ დოღში მონაწილეობას არ იღებს, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი, დავით კირკიტაძე „გახარიას“ გუნდის განცხადებას. მისივე განცხადებით, ბექა ლილუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია იცის და უკვირს, „რატომ ატყუებს ის ხალხს?“ „რუსთავში, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია, საკრებულოს თანამდებობებზე გამოცხადებულ დოღში მონაწილეობას არ იღებს. ჩვენი პოზიცია ბექა ლილუაშვილმა იცის და […]
ირაკლი ღარიბაშვილი პაველ ჰერჩინსკის შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, სხვადასხვა სფეროში, შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე, საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. „ირაკლი ღარიბაშვილმა პაველ ჰერჩინსკის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში გაწეული […]
საქართველოსა და კორეას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებები გაიმართა

18-19 აპრილს კორეის დედაქალაქ სეულში საქართველოსა და კორეას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე იყო. მომლაპარაკებელთა ჯგუფში საქართველოს მხრიდან ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკის, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. […]
ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2-ს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული 5 პირი დამნაშავედ პროკურატურის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით დანაშაულებრივი ჯგუფის 3 ხელმძღვანელს სასჯელის უმაღლესი ზომა – უვადო თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2 წევრს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. „სასამართლო […]
“კახა, ჯიგარო, შენი “შნირებიდან” არც ჩემი შვილის და მისი ტოლების ლანძღვა-გინება არ მოსულა” – სარალიძე

ზაზა სარალიძე, თბილისის მერს, კახა კალაძეს პასუხობს და წერს: “არც ჩემი შვილის და მისი ტოლების ლანძღვა-გინება არ მოსულა კახა ჯიგარო შენი შნირებიდან” ზაზა სარალიძის ეს კომენტარი, თბილისის მერის განცხადებას მოჰყვა, სადაც კალაძემ სამთავრობო მედიასაშუალებების ჟურნალისტების მიმართ აქციის მონაწილეების შეძახილები დაგმო.
კრამონი კობახიძეს რუსულ კანონზე: თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია, არც გერმანიის ელჩს

ძვირფასო კობახიძე, არა, თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია, არც გერმანიის ელჩს პეტერ ფიშერს. ევროპარლამენტის სრული უმრავლესობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება “რუსულ კანონს”. გთხოვთ, უკან გააბრუნოთ ეს კანონპროექტი! ევროკავშირი აღფრთოვანებულია ქართველი ხალხის გამბედაობით და მათ გვერდით დგას. წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი X-ზე. მას შემდეგ, რაც გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დროს ხელისუფლების მხრიდან რუსული კანონის მიღების […]
ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოს შეხვდნენ. მხარეებმა მიმოიხილეს მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, ბანკის დაფინანსებით ქვეყანაში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები. ხაზი გაესვა თანამშრომლობას ენერგეტიკული უსაფრთხოების, მწვანე ეკონომიკის, კლიმატის ცვლილებების, მუნიციპალური […]
„ასეთი დიდი უგუნურობის მიზეზშედეგობრიობას ვერ ვიგებ“ – შოთა ბურჯანაძე ე.წ. „რუსულ კანონზე“

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში, ე.წ. „რუსული კანონის“ შესახებ ისაუბრა და განმარტა, რა საფრთხეები შეიძლება გამოიწვიოს ამ კანონის მიღებამ როგორც ქვეყნის, ასევე ეკონომიკის განვითარებაზე. მისი თქმით, ამ კანონის მიღება ყოველმხრივ დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის. „ამ კანონის მიღება დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის, მათ შორის ეკონომიკური განვითარების ჭრილში. კომპანიებისთვის შეფერხდება და გართულდება დონორებისგან დაფინანსების მიღება. „რუსული […]
ნინო შუბლაძის Whatsapp-ის სტატუსში ატვირთული ტექსტი და მისი განმარტება

“ეს თემა ასაწევია, როგორ იყენებენ ფეხბურთელებს, თან ძებნილი კეზერაშვილი აკეთებს კომენტარს, მეტი ლუსტრაცია რაღა გინდა”- ამ შინაარსის ტექსტი დღეს რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო შუბლაძის, WhatsApp-ის სტატუსში გამოჩნდა და მალევე წაიშალა. ფორმულა დაინტერესდა, თუ ვის ეკუთვნოდა ეს დირექტივა, ან როგორ მოხვდა ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის სტატუსში. ჩვენთან საუბარში ნინო შუბლაძე ამბობს, რომ არ იცის, […]
“არა რუსულ კანონს” – პარლამენტთან აქცია დღესაც გაიმართება

პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დღესაც გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, აქცია 19:00 საათზე დაიწყება. აქციის ორგანიზატორი სტუდენტური მოძრაობა დაფიონია. “სამოქალაქო წინააღმდეგობა გრძელდება. ახალგაზრდების პროტესტი გრძელდება და პროტესტი არ უნდა შეწყდეს. დღეს 19:00 ზე ვიკრიბებით პარლამენტის წინ და განვაგრძობთ ბრძოლას უწყვეტად, სანამ არ მივაღწევთ შედეგს. არ არის დრო მეორე და მესამე მოსმენის დალოდების, კანონი უნდა ჩავარდეს ახლავე. […]