„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 40 ადამიანი დააკავა

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, პოლიციამ ე.წ. „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე 40 ადამიანი დააკავა. ეს რიცხვი შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დეპუტატებს საქართველოს პარლამენტში სიტყვის გამოსვლის დროს მიაწოდა. ამ დრომდე მხოლოდ 34 დაკავებულის შესახებ იყო ცნობილი – ეს მონაცემები “რადიო თავისუფლებამ” რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან კომუნიკაციით შეაგროვა. „მონაწილეების გარკვეული ნაწილი გახდა აგრესიული სამართალდამცველების მიმართ, პოლიციელების მიმართულებით ისროდნენ […]
ლავროვი: დემონსტრაციებმა სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქცია

…საქართველოში ყველა ამ დემონსტრაციამ სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქცია, თუმცა კანონი ურბილესია, თავად აშშ-ში, საფრანგეთში, პოლონეთში, ევროკავშირის სხვა მრავალ ქვეყანაში არსებობს კანონები ჯარიმებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით, თუ ფულს იღებ, ამაზე არ ლაპარაკობ და რაღაცას არასწორად აკეთებ. ქართველებთან, მთლიანობაში რომ ვთქვათ, უფრო მარტივია, თუ იღებ 20%-ზე მეტ დაფინანსებას უცხოეთიდან საკუთარი ორგანიზაციისთვის უბრალოდ დაადეკლარირე.
დონალდ ტუსკმა პოლონელ ფერმერებს მოუწოდა, შეწყვიტონ უკრაინასთან საზღვრის ბლოკირება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პოლონელ ფერმერებს მოუწოდა, შეწყვიტონ უკრაინასთან საზღვრის ბლოკირება. 18 აპრილს, ბრიუსელში ევროპის საბჭოს სამიტის შემდეგ, ტუსკმა ხაზი გაუსვა იმ რთულ ვითარებას, რომელშიც უკრაინა ბოლო დღეებში აღმოჩნდა რუსეთის თავდასხმების შემდეგ და მოუწოდა პოლონეთის ყველა მოქალაქეს, რომ არ „გააკეთონ ისეთი რამ, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს უკრაინას.” ტუსკმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად იმ მიზეზებისა, რითაც […]
ლავროვი “აგენტების კანონზე” ამბობს, რომ “ურბილესია”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სამი რადიო კომპანიისთვის „Спутник”, “Говорит Москва” და “Комсомольская правда“-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში ინიცირებული „აგენტების კანონი“ „ურბილესია” “საქართველოში ყველა ამ დემონსტრაციამ სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქცია, თუმცა კანონი ურბილესია. ხოლო თავად აშშ-ში, საფრანგეთში, პოლონეთში, ბევრ სხვა ქვეყანაში არსებობს კანონები ჯარიმებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით, თუ შენ ფულს იღებ და […]
ლავროვი: აქციებმა ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქცია, თუმცა კანონი რბილია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თბილისში გამართულმა აქციებმა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქცია”, მიუხედავად იმისა, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონი საკმაოდ “რბილია”. “აქციებმა, რომლებიც ახლა საქართველოში იმართება სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქცია, მიუხედავად იმისა, კანონი ძალიან რბილია. თავად აშშ-ში, საფრანგეთში, პოლონეთსა და […]
საქართველოს შს მინისტრი: აქციაზე „დაპირისპირება“ პოლიციელების მიმართ სიტყვიერმა შეურაცხყოფამ გამოიწვია

პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ე.წ. „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, „მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებაზე“ ისაუბრა. მინისტრმა, ამის მიზეზად, სამართალდამცველების მიმართ „გაჟღერებული გაუგონარი შეურაცხყოფა“ დაასახელა. „16 აპრილს, გვიან ღამით, მაშინ, როცა სრულდებოდა აქცია, [აქციის] მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციის თანამშრომლებს, აგინებდნენ, საშინელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მათ ოჯახის წევრებს, შვილებს […]
თინა ბოკუჩავა გომელაურს – თქვენი სახით აქ არ დგას შს მინისტრი, აქ დგას ყოფილი პროფესიული როლიდან ვერგამოსული რუსი ოლიგარქის პირადი მცველი, რომელიც მზადაა ახალგაზრდების წინააღმდეგ პოლიციის ხელი აღმართოს

ბატონო ვახტანგ, დღეს საქართველოს წინაშე თქვენი სახით არ დგას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, დღეს თქვენი სახით აქ დგას ყოფილი პროფესიული როლიდან ვერგამოსული რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი, რომელიც მზად არის, „რუსული კანონის“ დასაცავად ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტერესის წინააღმდეგ ქართველი ხალხის და ახალგაზრდების წინააღმდეგ აღმართოს პოლიციის ხელი, რომელიც სულ უფრო და უფრო ემსგავსება რუსულ „ომონს“, […]
ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (მსოფლიო ბანკის ჯგუფი) ვიცე-პრეზიდენტს ევროპის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ალფონსო გარსია მორას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „საუბარი შეეხო […]
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ შემეცნებითი ტური გაიმართა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ თბილისისა თუ რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის შემეცნებით ტურებს 2016 წლიდან ატარებს. ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის მიზნით, ამჯერად კომპანიამ ქალაქ ხაშურის მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ინფორმაციას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მოსწავლეებმა მოინახულეს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, მოისმინეს ლექცია ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლისა და იმ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, რომლებსაც სსე […]
ტრანსნაციონალური ნარკოდანაშაულისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ტრანსნაციონალური ნარკოდანაშაულისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული 5 პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დანაშაულებრივი ჯგუფის 3 ხელმძღვანელს […]