რას პირდება ივანიშვილი კრემლს? – “პუტინის სალარო”, “ქურდული ობშჩიაკი” – “ეს მგლების ხროვა იმასაც ბოლომდე გამოგწურავთ, რაც გაქვთ” – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი: ოფშორების” კანონთან დაკავშირებული რისკების მოკლე ანალიზი: ნორმალურ ბიზნესს, რომელსაც აქტივები ოფშორულ ზონებში აქვს განთავსებული, მათი საქართველოში ტრანსფერის არანაირი მოტივაცია არა აქვს. ასეთი მოტივაცია გაუჩნდათ იმ წრეებს, ვისაც სხვადასხვა საერთაშორისო სპეც. სამსახურების მხრიდან უკვე ამ ზონებშიც ექმნებათ პრობლემები. ასეთები არიან: 1. ე.წ. “პუტინის სალარო” 2. ფსბ-ს სალარო 3. გრუ-ს სალარო 4. სანქციების ქვეშ […]
შარლ მიშელი – მინდა ნათლად ვთქვა, კანონპროექტი, რომელსაც კენჭს უყრიან პარლამენტში, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან – ეს საპირისპიროა

კანდიდატი ქვეყანა თუ ხმას აძლევს კანონპროექტებს, რომლებიც ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება, ამას გავლენა ექნება გაწევრიანების პროცესზე, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა Euronews-თან საუბარში განაცხადა. „მინდა ნათლად ვთქვა: კანონპროექტი, რომელსაც კენჭს უყრიან პარლამენტში – ეს არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. ეს საპირისპიროა. იმედგაცრუებულები ვართ, რომ ამ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა […]
პარიზში ირანის საკონსულოში კაცი შეიჭრა, რომელიც თავის აფეთქებით იმუქრებოდა

პარიზში მდებარე ირანის საკონსულოში დღის 11 საათზე კაცი შეიჭრა, რომელიც თავის აფეთქებით იმუქრებოდა. პოლიციის და პროკურატურის ცნობით, კაცი დაკავებულია. როგორც ცნობილია, კაცს ასაფეთქებელი ჟილეტის მსგავსი სამოსი ეცვა, თუმცა პოლიციამ მის სხეულზე რეალური მოწყობილობის კვალი ვერ იპოვა. მიუხედავად იმისა, რომ პარიზის პოლიციამ საკონსულოში შეჭრილი კაცი დააკავა, შენობის ევაკუაცია ასაფეთქებელი მოწყობილობის საშიშროების გამო მაინც დაიწყეს. გავრცელებული ინფორმაციით, […]
“არ დამიცვა სახელმწიფომ, დამიცვა არასამთავრობომ” – პოლიციელის მიერ მოკლული 19 წლის ქალის დედა

პოლიციელი ქმრის მიერ მოკლული 19 წლის ქალის, სალომე ჯორბენაძის დედა რუსული კანონის საწინააღმდეგო პოსტს აქვეყნებს. ფატი ჭეიშვილი წერს, რომ მისი შვილი სახელმწიფო უწყებებმა ვერ დაიცვეს, მკვლელობის შემდეგ კი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მისი ინტერესები არასამთავრობო ორგანიზაციებმა – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), საფარმა და ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) დაიცვეს. ფატი ჭეიშვილი სოციალურ ქსელში […]
„გავლენას იქონიებს [გაწევრიანების] პროცესზე“ — შარლ მიშელი „რუსულ კანონზე“

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირს აშორებს. „ეს არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. პირიქით“, — განუცხადა შარლ მიშელმა „ევრონიუსს“ 19 აპრილს. მან იმედგაცრუება გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ საქართველო გასული წლის დეკემბერში გახდა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი და ახლა თბილისისგან მეტ პოზიტიურ […]
რუსი მშენებლები ობიექტების პროექტირების პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე დარჩნენ – Autodesk-მა ანგარიშების დაბლოკვა დაიწყო

ამერიკულმა Autodesk-მა, რომელიც სამშენებლო და სამრეწველო დიზაინისთვის ავითარებს ავტომატიზირებული პროექტირების პროგრამას AutoCAD-ს 18 აპრილს რუსეთის ფედერაციაში ანგარიშების დაბლოკვა დაიწყო, მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის პირატული ვერსიებისაც. ამის შესახებ რუსული მედია სამშენებლო ორგანიზაციებზე დაყრდნობით წერს. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, ინტერნეტთან დაკავშირებული კომპიუტერის გაშვებისას პროგრამა აჩვენებს შეტყობინებას: „Autodesk-მა აღმოაჩინა არასწორი ლიცენზია, მასზე წვდომა დაბლოკილია”. რუსეთის ფედერაციაში AutoCAD-ის სრულმა დაბლოკვამ […]
მთიანი ყარაბაღის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ბაქოს ციხეში შიმშილობს

თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი (იგივე პრემიერ-მინისტრი) რუბენ ვარდანიანი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გასული წლის სექტემბერში დააკავა, ბაქოს ციხეში შიმშილობს. ამის შესახებ “ეხო კავკაზა” ვარდანიანის ოჯახზე დაყრდნობით იუწყება. “უკანონოდ დაკავებული ქველმოქმედის რუბენ ვარდანიანის ოჯახის ინფორმაციით, ვარდანიანი შიმშილობს და ბაქოში უკანონოდ დაკავებული მისი და სხვა სომეხი პატიმრების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას ითხოვს”, – ნათქვამია განცხადებაში. არსებული […]
ალეკო ელისაშვილი – მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა და „ძაღლობის“ წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება

მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა და „ძაღლობის“ წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს სპეციალურ საგამოძიებო უწყებაში მისი გამოკითხვის დასრულების შემდგომ განუცხადა. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, მისი გამოკითხვა 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა, სადაც აბსოლუტურად სტანდარტული, სრულიად ფორმალური პროცედურა გაიარა. მისივე თქმით, საგამოძიებო უწყებაში დეტალურად გაარჩიეს ის […]
შვიდი ოპოზიციური პარტია: “ქართული ოცნება” საპოლიციო დანაყოფებს უკანონოდ იყენებს

შვიდი ოპოზიციური პარტია [ახალი, გირჩი მეტი-თავისუფლება, დროა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ლელო, საქართველოსთვის, რესპუბლიკური პარტია, სტრატეგია აღმაშენებელი] ე.წ. “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებაზე განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, შეკრება მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების წინააღმდეგ “ქართული ოცნება” საპოლიციო დანაყოფებს უკანონოდ იყენებს, რომლებიც “მართლწესრიგის დაცვის ნაცვლად სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ”. პარტიები მიმართავენ შსს-ის წარმომადგენლებს, მათ […]
ოპოზიციური პარტიები პოლიციის მიერ ძალის უკანონო გამოყენებაზე განცხადებას ავრცელებენ

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე საპოლიციო დანაყოფების მიერ ძალის უკანონო გამოყენებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ. განცხადება სრულად: “ქართული ოცნების მიერ ინიცირებული რუსული კანონი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ქართველი ხალხის ნებასთან, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან და წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეთა წინააღმდეგ ხელისუფლების აშკარა პროვოკაციას, რაც იწვევს ადამიანების ბუნებრივ, გულწრფელ და მშვიდობიან პროტესტს. მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაცია საქართველოს […]