აშშ-მა სირიასა და იემენში ადამიანის უფლებების დარღვევისა და ზიმბაბვეში კორუფციასთან კავშირის გამო რამდენიმე პირს სანქციები დაუწესა

აშშ-მა სირიასა და იემენში ადამიანის უფლებების დარღვევისა და ზიმბაბვეში კორუფციასთან კავშირის გამო რამდენიმე პირს სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავრცელებს. ენტონი ბლინკენის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დღესთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 14 პირსა და მათი ოჯახის წევრებს კორუფციასთან კავშირის გამო და ერთ პირს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის […]

ჟურნალისტ ნიკუშა კაციას, რომელსაც ნარკოდანაშაულს ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ნარკოდანაშაულზე დაკავებულ ჟურნალისტს ნიკუშა კაციას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. მოსამართლის განმარტებით, ფაქტების და ინფორმაციის ერთობლიობა აკმაყოფილებს ვარაუდის სტანდარტს პირის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. ბრალდების მხარის განმარტებით, […]

“პასკალ ალიზარდის ამბავშიც ჩაიფსეს” – გრიგოლია

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია: იმ კიმბერლი ლოუსი არ იყოს, პასკალ ალიზარდის ამბავშიც ჩაიფსეს ეუთო/ოდირში აცხადებენ, რომ პასკალ ალიზარდი, რომელსაც „ქართული ოცნება“ და პროსახელისუფლებო მედია ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად წარმოაჩენს, ოდირთან ასოცირებული არაა და მათი სახელით არ საუბრობს.

“ქართული ოცნება” სიგარეტისა და აიქოსის აქციზის გადასახადის გაძვირდებას გეგმავს

“ქართული ოცნების” წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საგადასახადო კოდექსი შეიცვლება და სიგარეტისა და აიქოსის აქციზის გადასახადი გაძვირდება. მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილების შესახებ მან 9 დეკემბერს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. “მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგადასახადო კოდექსში შევიდეს ცვლილება, სიგარეტისა და აიქოსის შემთხვევაში გაძვირდეს აქციზის გადასახადი, რაც აიქოსის შემთხვევაში იქნება 15 თეთრის, ხოლო 20 თეთრის ოდენობის იქნება […]

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება: ვითხოვთ კონსტანტინე ჩახუნაშვილის გათავისუფლებას

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილის დაკავებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. “ვითხოვთ, ჩვენი კოლეგის, პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილის დაუყოვნებელ გათავისუფლებას”- ნათქვამია განცხადებაში. 9 დეკემბერს პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი დააკავეს. მას ოჯახის წევრები დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ეძებდნენ. ახლობლები აცხადებდნენ, რომ ჩახუნაშვილი სახლიდან მეგობართან შესახვედრად გავიდა, შემდეგ კი ვეღარ უკავშირდებოდენ და მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ […]

თუ გვინდა, რომ ქვეყანა ავაშენოთ, უნდა ვილაპარაკოთ დამოუკიდებლობის დღიდან გამეფებულ კონფორმიზმზე – ალექსი ჩიქოვანი

სტრატეგიული ბრენდინგის სპეციალისტი, ალექსი ჩიქოვანი BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ ამბობს, რომ ქვეყანა იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაშიცაა დაუსჯელობამ, საკითხების გამოუძიებლობამ, ზარალის არ ანაზღაურებამ და ბევრმა სხვა ფაქტორმა განაპირობა. ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა მათ შორის, რასაც ბიზნესის სექტორის პრობლემები საბჭოთა მენტალიტეტის გავლენას და სისტემური კონფორმიზმის ხელშეწყობის ბრალია. „თუ გვინდა, რომ ეს ქვეყანა ავაშენოთ […]

ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია – საპროტესტო აქცია გრძელდება

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება. მოქალაქეები შეკრებილები არიან უშუალოდ, პარლამენტის წინ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. პროტესტის მონაწილეებმა დღეს რამდენიმე პერფორმანსი გააკეთეს. მოქალაქეებმა პარლამენტის წინ დამონტაჟებულ ნაძვის ხეზე გასულ დღეებში დაშავებული და ნაცემი აქციის მონაწილეების ფოტოები ჩამოკიდეს. ასევე, გააკრეს საპროტესო პლაკატები და ბანერები, სადაც მათი მოთხოვნებია ჩამოთვლილი. ამასთან, პროტესტის მონაწილეებმა დემონსტრაციულად მოიტანეს და დაწვეს კუბო, სადაც […]

ბათუმში, აქციის მონაწილეები ხელოვნების უნივერსიტეტამდე მსვლელობას მართავენ, სადაც დეკანი და ოთხი სტუდენტი დააკავეს

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელოვნების უნივერსიტეტთან მიემართებიან, სადაც დღეს უნივერსიტეტის დეკანი და ოთხი სტუდენტი დააკავეს. აქციის მონაწილეების თქმით, დაკავებულებს სოლიდარობას გამოუცხადებენ. “სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს, მარშის დროს ძალიან ბევრი თანაქალაქელი გვიერთდება და სოლიდარულები არიან უკანონო დაკავებულების მიმართ, რეჟიმი უნდა დაინგრეს, საქართველოს მომავალი ევროპაშია”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული […]

BBC-ის ვებსაიტზე აღარ იძებნება ფილმი კეზერაშვილზე – რა მოხდა?

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ ბრიტანულ ტელეკომპანია „ბი-ბი-სის“ სამართლებრივი დავა მოუგო. „ტელეკომპანია BBC-მ, ჩემს მიერ წარმოებული სასამართლო დავის შედეგად, ყველა თავისი პლატფორმიდან გაიხმო, ე.წ. საგამოძიებო სიუჟეტები. BBC-მ ასევე ვალდებულება აიღო რომ არც მომავალში დაუბრუნდება ჩემს მიმართ მათ პლატფორმებზე გასული ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას“, — წერს იგი და აღნიშნავს, […]

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ხელვაჩაურში ოთხი პირი მოკლეს, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან

ხელვაჩაურში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკლულია ოთხი პირი. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები თურქეთის მოქალაქეები არიან. ადგილობრივების ცნობით, ურთიერთშელაპარაკება ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებს უკავშირდება. არსებული ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქეები ხელვაჩაურში ქირით ცხოვრობდნენ. “ხელვაჩაურში ნაქირავებ სახლში ცხოვრობდნენ, სადაც ფაქტი მოხდა, საერთო ბიზნესი და წილები ვერ გაიყვეს უთანხმოება მოუვიდათ, ბიზნესის გამო, ერთმა ადამიანმა ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა მკვლელობა”, – […]