გიორგი ბოტკოველი – რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე ჩვენ ისევ ვნახავთ ხელისუფლების მიერ ძალით ჩამოყვანილ საჯარო მოხელეებს

რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე ჩვენ ისევ ვნახავთ ხელისუფლების მიერ ძალით ჩამოყვანილ საჯარო მოხელეებს. ამ ქვეყნის მცხოვრებლების აბსოლუტურ უმრავლესობას ძალიან კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ რუსული კანონის მიღება დაგვაშორებს ევროკავშირს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, გიორგი ბოტკოველმა „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა. გიორგი ბოტკოველის შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს […]
ანჯეი დუდა – თუ ნატო გადაწყვეტს, პოლონეთის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განათავსოს, ამისთვის მზად ვართ

პოლონეთი მზად არის, ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებას დასთანხმდეს, თუკი ნატო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს იმ ფონზე, როცა რუსეთი აძლიერებს შეიარაღებას ბელარუსსა და კალინინგრადში, – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა. „თუ ჩვენი მოკავშირეები გადაწყვეტენ ჩვენს ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განათავსონ, ნატო-ს აღმოსავლეთი ფლანგის გასაძლიერებლად, ჩვენ მზად ვართ ამისთვის“, – აღნიშნა დუდამ გამოცემა Fakt-თან ინტერვიუში. მისი […]
ნიკა მელია – 29 აპრილს ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით, ხალხით, რომელსაც სახის დამალვა და საქართველოს მომავლის წინაშე თავის დახრა მოუწევს

29 აპრილს ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით, ხალხით, რომელსაც სახის დამალვა და საქართველოს მომავლის წინაშე თავის დახრა მოუწევს, – ასე ეხმაურება პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარე ნიკა მელია “ქართული ოცნების” მიერ 29 აპრილს დაანონსებულ აქციას. „29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით, ხალხით, რომელსაც სახის დამალვა და საქართველოს მომავლის წინაშე თავის დახრა მოუწევს… […]
„გირჩი“ იმ პირთა წრის გაფართოების ინიციატივით გამოდის, ვისაც ლობისტური საქმიანობისა და ამ საქმიანობიდან შემოსავლის მიღების უფლება ექნება

პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ იმ პირთა წრის გაფართოების ინიციატივით გამოდის, ვისაც ლობისტური საქმიანობისა და ამ საქმიანობიდან შემოსავლის მიღების უფლება ექნება. პარლამენტის ბიუროს, 22 აპრილის სხდომაზე, “გირჩის“ საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება, რომლის მიხედვით, ყველა პირს ექნება შესაძლებლობა, გახდეს ლობისტი. ამავე პროექტით, პოლიტიკურ გაერთიანებებს, პარლამენტისა და საკრებულოების დეპუტატებს ენიჭებათ უფლება ლობისტური საქმიანობის შედეგად შემოსავალი მიიღონ, რისი უფლებაც მათ ახლა […]
მამუკა მდინარაძე – ვიღაცეებს უნდათ, უფლებების დაცვა და პროპაგანდა ერთმანეთში აურიონ, ამას არ დავუშვებთ – მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა და ადამიანის უფლებების დაცვა

ვიღაცეებს უნდათ, უფლებების დაცვა და პროპაგანდა ერთმანეთში აურიონ, ამას არ დავუშვებთ. მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა და ადამიანის უფლებების დაცვა – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ქუთაისში „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის მიმდინარეობისას განაცხადა. მისი თქმით, „ერთის მხრივ, ვერავინ გვასწავლის ტოლერანტობას, ამასთან უნდა უზრუნველვყოთ, […]
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთიდან თხევადი გაზის მიწოდება აკრძალოს

ევროკავშირი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-14 პაკეტში რუსული თხევადი აირის მიწოდების აკრძალვას აპირებს. ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრიომმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა. სანქციების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს ზომებს რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ შესაკავებლად, დასძინა ბილსტრიომმა. ევროკავშირმა ემბარგო დააწესა რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტზე, მილსადენით მიწოდებულ გაზსა […]
გლობალური სამხედრო ხარჯები რეკორდული ტემპით იზრდება

2023 წელს გლობალურმა სამხედრო ხარჯებმა ორ ტრილიონ 443 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 2022 წლის ხარჯებთან შედარებით 6,8%-ით არის გაზრდილი. სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) ანგარიშის თანახმად, ეს ბოლო 14 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ზრდაა. 2009 წლის შემდეგ პირველად, სამხედრო ხარჯები SIPRI-ის მიერ შესწავლილ ხუთივე გეოგრაფიულ რეგიონში გიზარდა და გლობალური მასშტაბით მშპ-ს ორ პროცენტზე მეტია. ამასთან, […]
საკონსტიტუციო განხილვები ჰომოფობიური განცხადებების ფონზე მიმდინარეობს

ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, დღეს დაიწყო კონსტიტუციაში ლგბტ უფლებების შემზღუდველი ნორმის შეტანის შესახებ საკონსტიტუციო განხილვები. ცვლილებების ინიციატორი მმართველი პატია „ქართული ოცნებაა“. განხილვები ჰომოფობიური განცხადებების ფონზე მიმდინარეობს, რასაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები ღიმილით ხვდებიან. საყოველთაო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრები საპარლამენტო უმრავლესობიდან არიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი […]
29 აპრილს, “ქართული ოცნების” ორგანიზებით დაგეგმილ შეკრებას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

29 აპრილს, “ქართული ოცნების” ორგანიზებით დაგეგმილ შეკრებას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება 9 აპრილს, პარლამენტთან “ქართული ოცნების” მხარდამჭრეების საპასუხო შეკრება გაიმართება და მას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. აღნიშნული შეკრების შესახებ ინფორმაცია პარტიამ დღეს გაავრცელა და ის გაიმართება იმ ადამიანების საპასუხოდ, ვინც ამ დღეებში გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის.
რა თქმა უნდა, განსხვავებული ცხოვრების წესი არ არის შეზღუდული, თუმცა მიგვაჩნია, რომ ლგბტ საკითხების პროპაგანდა ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს აკრძალული
რა თქმა უნდა, განსხვავებული ცხოვრების წესი არ არის შეზღუდული, თუმცა მიგვაჩნია, რომ ლგბტ საკითხების პროპაგანდა ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს აკრძალული „ჩვენი ამოცანაა, ჩვენს საზოგადოებას მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია, თუ რა სამართლებრივ რეგულირებასთან გვაქვს საქმე“-ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან […]