საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვის ესაუბრება მოქალაქეებს, არასდროს ყოფილა და არც არასდროს იქნება მხარე, მნიშვნელოვანია, დასრულდეს ჟურნალისტებზე ზეწოლა და ბულინგი – ბერძენიშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვის ესაუბრება მოქალაქეებს, არასდროს ყოფილა და არც არასდროს იქნება მხარე, მნიშვნელოვანია, დასრულდეს ჟურნალისტებზე ზეწოლა და ბულინგი – ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვის ესაუბრება მოქალაქეებს, არასდროს ყოფილა და არც არასდროს იქნება მხარე, მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებზე ზეწოლა და ბულინგი დასრულდეს, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა. „საზოგადოებრივი მაუწყებელი არის თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიასაშუალება, რომელსაც უნდა მიეცეს […]
„ყოველ წუთს რაღაცას ელოდები. მე პირადად ასე ვარ. ხან სასოწარკვეთას მივეცემი, მერე ისევ იმედი ჩამესახება“ – ლანა ღოღობერიძე

„ყოველ წუთს რაღაცას ელოდები. მე პირადად ასე ვარ. ხან სასოწარკვეთას მივეცემი, მერე ისევ იმედი ჩამესახება“ – ლანა ღოღობერიძე „მგონია, რომ თბილისის ქუჩებში საბჭოთა კავშირი, მონური მენტალიტეტი კვდება და ლაღი ადამიანების სული იმარჯვებს” – ამის შესახებ კინორეჟისორმა, ლანა ღოღობერიძემ „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. ხელოვანის შეფასებით, დღესდღეობით ახალი საქართველო იბადება, რომელიც რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ნათელი სიმბოლოებით გაიმარჯვებს. […]
ბეჭდურ რეკლამაზე დანახარჯები შემცირდება – GroupM

გლობალური სარეკლამო ხარჯები 2024 წელს პირველად 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს – ეს მოლოდინი აქვს სააგენტო GroupM,–ს რომელიც ეკუთვნის ბრიტანულ სარეკლამო კონცერნ WPP–ს. ეს 2023 წელთან მიმართებით 9,5%-იან ზრდას გულისხმობს, რაც წინა პროგნოზზე მეტია, რომელიც ივნისში გამოქვეყნდა. ამ თანხის ნახევარზე მეტს გამოიმუშავებენ ტექნოლოგიური კომპანიები Google, Meta, ByteDance Ltd. (რომელიც ფლობს TikTok–ს), Amazon.com Inc. და Alibaba. GroupM-ის […]
სემეკი, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობით დაინტერესებული პირებისთვის, განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობით დაინტერესებულ პირებს აცნობებს, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმულმა სიმძლავრემ გადააჭარბა გამანაწილებელი ქსელის პიკური დატვირთვის (890 მგვტ) 12%-იან ზღვარს. „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ შესაბამისად, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 500 კვტ-ს. ამასთანავე, ქსელზე მისაერთებელი ელექტროსადგურების ჯამურ დადგმულ სიმძლავრედ განსაზღვრულია განაწილების […]
ბენიამინ ნეთანიაჰუ – ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემა ახლო აღმოსავლეთში ისტორიის ახალი თავის დასაწყისია – ეს იმ დარტყმების პირდაპირი შედეგია, რაც ისრაელმა „ჰეზბოლას“ და ირანს მიაყენა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემა ახლო აღმოსავლეთში [ისტორიის]ახალი თავის დასაწყისია და პირობა დადო, რომ ისრაელი გააგრძელებს მუშაობას რეგიონის სახის შესაცვლელად, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ნეთანიაჰუს მტკიცებით, რეჟიმის ჩამოშლა პირდაპირი შედეგია იმ დარტყმების, რაც ისრაელმა ასადის მთავრობის მხარდამჭერებს, „ჰეზბოლას“ და ირანს მიაყენა. მისი თქმით, „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია გადამწყვეტია ირანის […]
ირაკლი ქარსელაძე საგზაო მშენებლობის დარგს პროფესიულ დღეს ულოცავს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძე საგზაო მშენებლობის დარგს პროფესიულ დღეს ულოცავს. მისივე თქმით, მეგზევეების დაუღალავი შრომის შედეგია ის, რომ მიმდინარე წელს საქართველოს საერთაშორისო მაგისტრალური გზების განვითარების 6 მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა. „თითოეულ იმ პროფესიონალს, რომელიც ჩართულია ჩვენი ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში მინდა მივულოცო პროფესიული დღე და მადლობა გადავუხადო დიდი და შედეგიანი შრომისთვის. მეგზევის დღე, […]
ბაადურ ჯობავა ევროპის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორია

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ბაადურ ჯობავამ მაკედონიის დედაქალაქში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა. მათივე ცნობით, ბაადურ ჯობავამ სწრაფ ჭადრაკში გამართულ ჩემპიონატზე 11-დან 9 ქულა დააგროვა, II-III ადგილი გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ჩემპიონის ტიტული სლოვენიის წარმომადგენელმა, ვლადიმირ ფედოსეევმა მოიპოვა, ხოლო ვერცხლი უკრაინელმა – ანტონ კორობოვმა. „ბაადურ ჯობავა განსაკუთრებული ნიჭით არის […]
ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან – “2 ნაბიჯის” თანამფლობელი

სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ბიზნესმენი გიორგი ჩხეიძე ვრცელ წერილს აქვეყნებს და წერს, რომ ხელისუფალი, რომელიც საკუთარ ინტერესს საკუთარი ერის ინტერესზე წინ აყენებს განწირულია და აუცილებლად დამარცხდება.
ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპს ვუთხარი, რომ ვლადიმერ პუტინს მხოლოდ მისი ეშინია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს პარიზში გამართული შეხვედრის დროს უთხრა, რომ რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს მხოლოდ მისი ეშინია. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან საუბარი პროდუქტიული იყო. „ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ერთად ვიმუშაოთ, როგორ დავასრულოთ ეს […]
პარლამენტში, 2025 წლის ბიუჯეტის განხილვა გრძელდება

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა პარლამენტში გრძელდება. ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაზრდილია მილიარდ 200 მილიონი ლარით და გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში აისახა იმ მიმართულებების დამატებითი დაფინანსება, რაც გაწერილია სამთავრობო პროგრამაში “მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ”. ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2 მილიარდ 400 მილიონი ლარით იზრდება და ჯამურად 32 მილიარდ 400 მილიონ […]