ევროკავშირის ქვეყნების მინისტრები შეთანხმდენ ირანისთვის სანქციების გაფართოებაზე

ევროკავშირის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები 22 აპრილს შეთანხმდნენ, რომ გააფართოებენ ირანისთვის დაწესებულ სანქციებს – მას მერე, რაც ირანმა რაკეტებით და დრონებით ისრაელზე მიიტანა იერიში, აცხადებს ბლოკის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ჟოზეპ ბორელი. ევროკავშირს უკვე ჰქონდა სანქციათა რამდენიმე პროგრამა ირანის წინააღმდეგ, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებისთვის, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის და რუსეთისთვის დრონების მიწოდებისთვის. მაგრამ ბლოკის რამდენიმე წევრი სახელმწიფო გამოვიდა […]
2024 წლის I კვარტალში თურქეთიდან ჩაის ექსპორტმა $8,5 მლნ-ს მიაღწია

აღმოსავლეთ შავი ზღვის ექსპორტიორთა ასოციაციის (DKİB) მონაცემების მიხედვით, თურქეთში მოყვანილი ჩაი მიმდინარე წლის I კვარტალში 96 ქვეყანაში გაიყიდა. ჩაის ექსპორტი, რომელიც 2023 წლის იანვარ-მარტში 7 მილიონ 107 ათას 943 დოლარი იყო,მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში 20%-ით გაიზარდა და 8 მილიონ 555 ათას 356 დოლარს მიაღწია. თურქული ჩაის საექსპორტო მოცულობამ, რომელიც გასული წლის პირველ კვარტალში 1465 ტონას […]
ვიმეორებ, შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან – ბორელი „აგენტების კანონზე“

საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს“. ჟოზეპ ბორელმა 22 აპრილს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად განიხილა ვითარება საქართველოში. „საგარეო მინისტრებმა შეშფოთება გამოხატეს „გამჭვირვალობისა და […]
რომან ფიფია – „დინამო თბილისი” მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად – პრემიერ-მინისტრის შეფასება, შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ არასაკმარისი ინფორმაციით ავხსნა

„დინამო თბილისი” მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად ყველა იმ ღირებულების თუ იდეის სადარაჯოზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმტკიცის და ერთიანობის იდეის საფუძველია, – ამის შესახებ „დინამო თბილისის“ პრეზიდენტი რომან ფიფია განცხადებაში წერს და ეხმაურება, საქართველოს პრემიერ – მინისტრის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმად, თბილისის „დინამოს“ ხელმძღვანელობას უნდოდა „დინამოს“ ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა და რომ “ეს […]
მიხეილ დაუშვილი – ე.წ. კონტრაქციით „ოცნება“ უდიდესი საფრთხის რეალიზებას ახდენს, გვეუბნება: საზოგადოება ორად გავყავი და ახლა მოვიდა დაპირისპირების დრო – მათ მოქმედებებს საზღვარი აღარ აქვს

„ოცნება“ რასაც აკეთებს, ეს არ იქნება აქცია, სადაც ადამიანები თავისით რაღაცას ითხოვენ ან აპროტესტებენ, ხელისუფლება ამ ადამიანებს იძულებულს ხდის, რომ მივიდნენ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ 29 აპრილს “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ შეკრებაზე საუბრისას განაცხადა. მიხეილ დაუშვილის მტკიცებით, ადამიანები, რომლებიც 29 აპრილს „ოცნების“ შეკრებაზე მივლენ, საჯარო სამსახურში […]
ФСБ-სთან დაკავშირებული ორგანიზაციის კონფერენცია თბილისში – ვინ დაარღვია ოკუპაციის შესახებ კანონი?

ФСБ-სთან დაკავშირებული ორგანიზაციის კონფერენცია თბილისში – დარღვეულია ოკუპაციის შესახებ კანონი. ამას ადასტურებს როგორც ოკუპირებულ ცხინვალში გამართული კონფერენცია, ასევე თბილისში ჩამოსულ სტუმრების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. თბილისში მიმდინარე კონფერენციის სტუმრების სიაშია რუსეთის მოქალაქე ვალენტინა კომლევა, რომელიც თბილისში ჩამოსვლამდე სამი დღით ადრე ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა და ამის ამსახველი ფოტომასალა ვრცელდება. შესაბამისად, კომლევას, რომლემაც თბილისში კონფერენცია გახსნა, დარღვეული აქვს […]
CNN – იელის უნივერსიტეტში პროპალესტინურ დემონსტრაციაზე სულ მცირე 40 სტუდენტი დააკავეს

იელის უნივერსიტეტში პროპალესტინურ დემონსტრაციაზე სულ მცირე 40 სტუდენტი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. აშშ-ის კონექტიკუტის შტატში, იელის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტებმა პროპალესტინური საპროტესტო ბანაკი რამდენიმე დღის წინ მოაწყვეს. დემონსტრანტები პოლიციამ ორჯერ გააფრთხილა, მაგრამ სტუდენტების უმეტესობამ საპროტესტო ბანაკი არ დატოვა. ასევე, დღეიდან ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ვირტუალურ ფორმატში წარიმართება. უნივერსიტეტის ოფიციალური პირების განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯის […]
თბილისის “დინამო” სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად” – ფიფიას პასუხი კობახიძეს

თბილისის “დინამოს” პრეზიდენტმა რომან ფიფიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხა. როგორც კობახიძემ დღეს ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, ფიფია ვერც ფეხბურთში და ვერც პოლიტიკაში ერკვევა. საქართველოს პრემიერ მინისტრის მხრიდან, დინამო თბილისზე და პირადად ჩემზე საუბარის შემდეგ, თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას გავუზიარო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც დინამო თბილისში ჩემი მმართველობის პერიოდს უკავშირდება. პირველ რიგში, მსურს ხაზგასმით ვთქვა, […]
“რუსეთს ასეთი დათქმა არ აქვს, ჩვენ ეს აღებული გვაქვს „FARA-ს“ პრაქტიკიდან” – მდინარაძის განცხადება

“რუსეთს ასეთი დათქმა არ აქვს, ჩვენ ეს აღებული გვაქვს „FARA-ს“ პრაქტიკიდან” – მდინარაძის განცხადება “ამერიკის შეერთებულ შტატებში მედია საშუალებები, რომლებიც 20%-ზე მეტით ფინანსდებიან უცხოეთიდან ხვდებიან „FARA-ს“ რეესტრში და არიან ფინანსური ანგარიშგების ვალდებულები. შესაბამისად, ის ერთადერთი არგუმენტი, რაც მე თქვენგან მოვისმინე, არის აბსოლუტურად ცრუ ნარატივი რუსეთთან მიმართებაში, იმიტომ, რომ რუსეთს ასეთი დათქმა არ აქვს, ჩვენ ეს […]
მოსკოვი: ამერიკის უკრაინისადმი დახმარება ბრძოლის ველზე ვითარებას არ შეცვლის

კრემლის განცხადებით, უკრაინისთვის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცება, ფრონტის ხაზზე, სადაც ახლა რუსეთი ლიდერობს, ვითარებას არ შეცვლის. განცხადება ორშაბათს, 22 აპრილს, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა გააკეთა. ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ 20 აპრილს დაჩქარებული წესით დაამტკიცა 95 მილიარდი დოლარის ოდენობის საგარეო დახმარების ფინანსური პაკეტი, რომელშიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის სამხედრო დახმარება შედის. საბიუჯეტო კანონპროექტში უკრაინის […]