ირაკლი კობახიძე – არ შეიძლება რასა იუკნევიჩიენე წარმოადგენდეს ევროკავშირს – დღეს ევროპელი პოლიტიკოსები, ოდიოზური ევროპარლამენტარები გათავხედებული არიან სწორედ იმის გამო, რომ არის სიცრუის ჩაკეტილი წრე – ეს წრე უნდა გაირღვეს

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა წინა წლების განმავლობაში საერთოდ დაკარგა ფასი ქართველი საზოგადოებისთვის – სამწუხაროდ, სიცრუე ფართოდ არის გამჯდარი ოდიოზურ ევროპარლამენტარებში – არ შეიძლება რასა იუკნევიჩიენეს მსგავსი ადამიანები, რომელიც ვარშავის პაქტიდან გადმოვარდნილი ტიპაჟია, დღეს წარმოადგენდნენ ევროკავშირს,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვითაც დღეს ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დებატები უნდა გამართოს. მისივე […]
ირაკლი კობახიძე – ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს ველოდებით – სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, რამდენიც უნდათ შეიკრიბონ

ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს ველოდებით – სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, რამდენიც უნდათ შეიკრიბონ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა. კობახიძის თქმით, ელის, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მისი მეორე მოსმენით განხილვის დროსაც გაიმართება. “ველოდებით, რომ აქციის მონაწილეები მეორე მოსმენის დროს შეიკრიბებიან. ეს მათი უფლებაა – როგორც და […]
ირაკლი კობახიძე – ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გვირაბი ხელს შეუწყობს სატრანზიტო ფუნქციისა და ამ რეგიონში ტურისტული შესაძლებლობების განვითარებას

ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გვირაბი ხელს შეუწყობს სატრანზიტო ფუნქციისა და ამ რეგიონში ტურისტული შესაძლებლობების განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 9-კილომეტრიანი გვირაბი არის ყველაზე გრძელი გვირაბი საქართველოში. „დღეს ჩვენ ვართ ნამდვილად ისტორიული მომენტის მომსწრე, გაიჭრა ქვეშეთი-კობის გვირაბი, ეს არის 9-კილომეტრიანი გვირაბი, ეს არის ყველაზე გრძელი გვირაბი საქართველოში, რომელსაც […]
ტყის ხანძრების პრევენციის ამერიკული კამპანია Smokey Bear საქართველოშიც განხორციელდება

ტყის ხანძრების პრევენციის ამერიკული კამპანია Smokey Bear საქართველოშიც განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ტყის ხანძრების პრევენციის კამპანიას Smokey Bear, რომლის მიზანიც სკოლამდელი და სკოლის ასაკის ახალგაზრდების ცნობიერების დონის ამაღლება და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაა, აშშ-ის სატყეო სამსახური ახორციელებს. უწყების განმარტებით, Smokey Bear აშშ-ში 40-იანი წლებიდან მიმდინარეობს და მისი სლოგანია […]
პრემიერი – ჩვენ რომ ბოლომდე გავიტანეთ ყველაფერი, ამიტომ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი – ამ კანონზეც გვეუბნებიან რომ ცუდია, ტყუილია, გავიტანთ სიმართლეს და გაიხსნება მოლაპარაკებები

ჩვენ რომ ბოლომდე გავიტანეთ ყველაფერი, ამიტომ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი – არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი; აქაც, კანონზე რომ გვეუბნებიან, რომ ცუდია, ტყუილია, გავიტანთ სიმართლეს და გაიხსნება მოლაპარაკებები,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ხომ არ შეუქმნის „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება ხელს საქართველოს ევროინტეგრაციას. კობახიძის თქმით, აღნიშნული […]
ჯაბა სამუშიამ ივანე ჯავახიშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ, სტუდენტებმა, პროფესორებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის დამფუძნებლის ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 148 წლისთავთან დაკავშირებით მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. „ივანე ჯავახიშვილმა უდიდესი როლი შეასრულა ქართული სახელმწიფოს, ქართული მეცნიერების ფორმირებაში. წლების წინ მქონდა ბედნიერება მემუშავა ივანე ჯავახიშვილის ენციკლოპედიაზე და შემესწავლა მისი არქივი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ვიცოდით […]
„ბავშვებს აჩვენებენ ანიმაციურ ფილმებს, სადაც ცენტრალური პათოსი ის არის, რომ თურმე ბედნიერი ამის გარეშე ვერ იქნები“ – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ამბროლაურში, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით გამართულ განხილვაზე განაცხადა: „მარტივი პრინციპია, ერთი მხრივ, უფლებები დავიცვათ და მეორე მხრივ, ჩვენი შვილები და მომავალი თაობები დავიცვათ არაჯანსაღი ფსევდო ლიბერალური პროპაგანდისგან… ჩნდება რაღაც ახალი გამოწვევები, რომელსაც მყისიერად თუ არ მივუსწარით, მერე შეიძლება ვერ […]
ვინ არის თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი

„თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს – ალექსანდრე მესხი, კლინიკის თანამშრომლებს, ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა“ – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში: „როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ახალი ხელმძღვანელი სამედიცინო დაწესებულების წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარადგენს. ჯანდაცვის მინისტრმა, ალექსანდრე მესხს, წარმატება უსურვა და სამინისტროს სახელით, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალმა დირექტორმა, მიხეილ სარჯველაძეს, გამოცხადებული […]
ყველა ხედავთ, რომ ოპოზიციას დიდი რესურსი არ აქვს, ქართული საზოგადოება მხარს უჭერს ენჯეოების გამჭვირვალობას

ყველა ხედავთ, რომ ოპოზიციას დიდი რესურსი არ აქვს, ქართული საზოგადოება მხარს უჭერს ენჯეოების გამჭვირვალობას ყველა ხედავთ, რომ ოპოზიციას დიდი რესურსი არ აქვს, ქართული საზოგადოება მხარს უჭერს ენჯეოების გამჭვირვალობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ენჯეოების გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი, რათა საზოგადოება იყოს ინფორმირებული. „ინფორმირებული საზოგადოება არის აუცილებელი პირობა იმისთვის, […]
ბორელი იმ პოლიტიკურ დებატებშია ჩართული, რომელიც ქვეყნის შიგნით უნდა წარმოებდეს – კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აზრით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი, ჯოზეფ ბორელი როდესაც რუსულ კანონს აკრიტიკებს, პოლიტიკურ დებატებშია ჩართული. ამის შესახებ მან დღეს, 23 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ჟურნალისტებმა კობახიძეს ჯოზეფ ბორელის განცხადებაზე ჰკითხეს, რომლის თანახმად, რუსული კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია. ასევე რადიო თავისუფლების ჟურნალისტის გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოში, შესაძლოა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები გაგზავნონ. როგორც კობახიძე ამბობს, […]