მნიშვნელოვანია, რომ სიცრუეს ჰქონდეს ნაკლები გასაქანი ქართულ საზოგადოებაში, გამჭვირვალობის კანონი, პირველ რიგში ემსახურება სწორედ სიცრუისა და ტყუილის პრევენციას ჩვენს ქვეყანაში

მნიშვნელოვანია, რომ სიცრუეს ჰქონდეს ნაკლები გასაქანი ქართულ საზოგადოებაში, გამჭვირვალობის კანონი, პირველ რიგში ემსახურება სწორედ სიცრუისა და ტყუილის პრევენციას ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიცრუეს ჰქონდეს ნაკლები გასაქანი ქართულ საზოგადოებაში, გამჭვირვალობის კანონი, პირველ რიგში ემსახურება სწორედ სიცრუის და ტყუილის პრევენციას ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, საქართველოს […]
რუსეთის თქმით, ბელგოროდში უკრაინის თავდასხმებს 120 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

კრემლის ინფორმაციით უკრაინის იერიშებს რუსეთის ტერიტორიაზე, ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. კრემლი საუბრობს ბელგოროდის ოლქზე, რომელიც უკრაინას ესაზღვრება. ოფიციალური მონაცემების მიხედვით დაღუპულია 120 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 600-ს აჭარბებს. ბელგოროდის ოლქს უკრაინა თავს არაერთხელ დაესხა, გამოყენებული იყო საარტილერიო ჭურვები და უპილოტო საფრენი აპარატები. კიევის სამიზნე რუსეთის ლოგისტიკური მომარაგების ჯაჭვია. ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ამბობს, რომ […]
საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ კონსტიტუციური კანონპროექტები ამბროლაურში განიხილა

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვა გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებები დღეს ამბროლაურში განიხილა. მათივე ცნობით, როგორც მოსახლეობასთან შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციურ ცვლილებებს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც მათი მიღების საჭიროებაზე მიუთითებს. „მნიშვნელოვანია, […]
24-25 აპრილს ღამის საათებში რიკოთის ძველ გვირაბში შეზღუდვები დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი), პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 24 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავალი ნაწილის ერთ ზოლზე რევერსულად განხორციელდება. დეპარტამენტის ცნობით, დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გზის […]
შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილმა კომისიამ შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისთვის კონკურსი გამოაცხადა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, კომისიის პირველი სხდომაც, დღეს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ორბელიანების სასახლეში გაიმართა და რომელსაც ფილოლოგი ვალერი ასათიანი უხელმძღვანელებს. მათივე ცნობით, პრემია ენიჭება პირს ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების, ან არქიტექტურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომლის მხატვრულმა ღირსებებმა საერთო ეროვნული აღიარება […]
აშშ-ის კონგრესში ფილმის “დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთის” ჩვენება გაიმართა – Netgazeti • აფხაზეთი • Netgazeti.ge

“ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში გაიმართა “ევროპული საქართველოსა” და “თავისუფლების ინსტიტუტის” მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმის “დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთის” ჩვენება და გამოფენა. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა TV პირველთან განაცხადა, რომ მსგავს თემაზე გამოფენის გამართვა კონგრესში ძალიან მნიშვნელოვანია. “საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ კონგრესში, ასეთ მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც საქართველოს შეეხება, იმართება […]
2028 წლისთვის უკრაინის მოსახლეობა 36 მილიონ ადამიანამდე გაიზრდება – IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პროგნოზით, დევნილები უკრაინაში დაბრუნებას 2024 წლიდან დაიწყებენ, 2028 წლისთვის კი ქვეყნის მოსახლეობა 33,4-დან 36 მილიონ ადამიანამდე გაიზრდება. ამ ინფორმაციას შეიცავს სსფ-ს აპრილის თვის ანგარიში სახელწოდებით, „მსოფლიო ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები“. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, უკრაინის მოსახლეობამ კლება 2021 წელს დაიწყო და 41 მილიონ ადამიანამდე ჩამოვიდა. კლება 2022 და 2023 წლებშიც გაგრძელდა და […]
საქართველომ „მაგთის“ მფლობელების წინაშე მრავალმილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო

საქართველომ კომპანია „მაგთის” მფლობელი ამერიკული კომპანიების წინაშე საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში დავა წააგო. დავა 2020 წელს კომპანიებმა Telcell Wireless-მა და International Telcell Cellular-მა დაიწყეს და მის ფარგლებში მოთხოვნილი კომპენსაციის მოცულობა $154 მილიონი იყო. ჯერჯერობით უცნობია თუ რა თანხის გადახდა დაეკისრა სახელმწიფოს ინვესტორის წინაშე, ასევე უცნობია გაასაჩივრებს თუ არა იუსტიციის სამინისტრო აღნიშნულ გადაწყვეტილებას. დავა “მაგთის” დამფუძნებლის გია […]
აზერბაიჯანი საერთაშორისო სასამართლოს, სომხეთის მიერ დისკრიმინაციის საქმის განხილვის დაწყებას სთხოვს

სამშაბათს, აზერბაიჯანმა გაეროს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს სთხოვა დაიწყოს საქმის განხილვა, რომელიც სომხეთს ბრალს ეთნიკური წმენდის კამპანიაში სდებს. ეს ერთია იმ ორი საპირისპირო საქმიდან, რომელიც ეთნიკური კონფლიქტის ათწლეულების განმავლობაში, დაპირისპირებულმა ქვეყნებმა ერთმანეთის საწინააღმდეგოდ წამოიწყეს. სომხეთს და აზერბაიჯანს სურთ მიიღონ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება დაპირისპირებული მხარის წინააღმდეგ, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაწყებულ კონფლიქს უკავშირდება, კერძოდ კი ეთნიკური […]
ბექა ოდიშარია ლატვიის საპატიო კონსულების ჩამონათვალში არ იძებნება

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე “ქართული ოცნების” დეპუტატი ბექა ოდიშარია ლატვიის საპატიო კონსულების სიაში აღარ იძებნება. ამ დროისთვის ვებსაიტზე ლატვიის საპატიო კონსულების ჩამონათვალში მხოლოდ მიხეილ ხუნდაძე დარჩენილი, ხოლო ვებსაიტი ბოლოს 16 აპრილს განახლდა. მანამდე, ლატვიის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდს კოლსი ითხოვდა, რომ ბექა ოდიშარიას საქართველოში ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსი შეუწყდეს. კოლსი X-ზე დაწერილ პოსტში […]