მიხეილ სააკაშვილი – „მონათა აღლუმის“ ჩატარების ყველანაირი მცდელობა ჩვენი სახელმწიფო მოხელეებისთვის დამამცირებელია – „მონათა აღლუმში“ თქვენი ძალით ჩამოყვანით გამცირებენ თქვენ, თქვენს ოჯახებს

„მონათა აღლუმის“ ჩატარების ყველანაირი მცდელობა ჩვენი სახელმწიფო მოხელეებისთვის დამამცირებელია – ხომ ხედავთ როგორ შემოდგომის ბუზებივით იკბინებიან? „მონათა აღლუმში“ თქვენი ძალით ჩამოყვანით გამცირებენ თქვენ, თქვენს ოჯახებს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ყველანი უნდა ვემზადოთ ხელისუფლების ცვლილებისთვის და ამასთან აღნიშნა, რომ „დღეს ჩვენი ამოცანა არის ერთიანობა […]

ირაკლი ქადაგიშვილი – ევროპარლამენტარების მომზადებულ რეზოლუციაში ყველა ის მესიჯბოქსია გადმოტანილი, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ გააჩნია – რეზოლუცია შედგენილია პოლიტიკური ბრძოლის სულისკვეთებით!

ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ რეზოლუციაში ყველა ის მესიჯბოქსია გადმოტანილი, რომელიც კოლექტიურ “ნაცმოძრაობას“ გააჩნია – რეზოლუცია შედგენილია პოლიტიკური ბრძოლის სულისკვეთებით! – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა. ქადაგიშვილი იმასაც ამბობს, რომ “ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში არ არის არგუმენტირებული პასუხი, თუ რატომ არის საქართველოში მისაღები კანონი, რომელიც მხოლოდ გამჭვირვალობის მიზანს ემსახურება, საფრთხე და მიუღებელი“. როგორც ქადაგიშვილმა […]

ვიქტორ ორბანი – ირაკლი კობახიძე არის მთავრობის მეთაური, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა – გამოწვევების მიუხედავად, როგორ შეიძლება, ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნება, ეს ნამდვილადაა გროსმაისტერის უნარი

ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნებას,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა. „მინდა, მივესალმო ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც საქართველოში, ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა. ეს გასაოცარი […]

კახა კალაძე – მორიგი სამარცხვინო ფაქტი ვნახეთ, არავინ ეწევა ევროპული მომავლის და ევროკავშირის ისეთ დისკრედიტაციას, როგორც ზოგიერთი ევროპარლამენტარი – ფასი არ აქვს მათ რეზოლუციებს

მორიგი სამარცხვინო ფაქტი ვნახეთ. არავინ ეწევა ევროპული მომავლის და ევროკავშირის ისეთ დისკრედიტაციას, როგორც ზოგიერთი ევროპარლამენტარი. ფასი არ აქვს მათ რეზოლუციებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ევროპარლამენტი “ქართული ოცნების” წევრებისა და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნაზე რეზოლუციის პროექტს განიხილავს, ამასთან აღნიშნულია, რომ უცხოური გავლენების” კანონპროექტი საქართველოს იმავე გზაზე […]

ანა ნაცვლიშვილი – კრემლის მსახური ხელისუფლება დაკავებულია საქართველოს ევროინტეგრაციის გზის ჩაკეტვით – რუსეთის ჰიბრიდული ომის მთავარი ინსტრუმენტი საქართველოში დღეს „ქართული ოცნებაა“

„ქართული ოცნების“ პოლიტიკამ, რომელიც ემსახურება კრემლის და არა ქართველი ხალხის ინტერესებს, ქვეყანა მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, როდესაც არათუ წინსვლა გახდება შეუძლებელი, თუ “რუსული კანონი” გავიდა და ეს ხელისუფლება დარჩა, არამედ უკვე მიღწეული შეიძლება დაკარგოს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. ნაცვლიშვილის თქმით, ეს არის ის უმძიმესი დარტყმა, რომლის წინაშეც საქართველო […]

მიხეილ სააკაშვილი – წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო – წინა მთავრობის დროს ეს ფეხბურთელები ბავშვები იყვნენ, რომლებიც გაიზარდნენ თავისუფალ გარემოში

წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო – წინა მთავრობის დროს ეს ფეხბურთელები ბავშვები იყვნენ. ბავშვები, რომლებიც გაიზარდნენ თავისუფალ გარემოში, – ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. მისი შეფასებით, ფეხბურთელები, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს, თავისუფალ გარემოში გაიზარდნენ. „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო”. “ფეხბურთელები ახლა წარმატებულები რომ არიან, ეს ჩვენი დამსახურება არისო, წინა მთავრობის […]

ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრს ჯერემი ჰანტს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯერემი ჰანტს გაერთიანებული სამეფოს მიერ უკრაინისთვის ნახევარი მილიარდი ფუნტის ღირებულების სამხედრო პაკეტის გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა. „ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება სანქციების პოლიტიკას დავუთმეთ. რუსეთის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომების გაფართოება მნიშვნელოვანია, რათა სანქციების […]

მიხეილ სააკაშვილი – მინდა მივმართო ჩვენს ახალგაზრდობას, მათ ვინც აიტაცა ბრძოლის დიდი დროშა, თქვენთან ერთად დგანან თქვენი მშობლები

მინდა მივმართო ჩვენს ახალგაზრდობას, მათ ვინც აიტაცა ბრძოლის დიდი დროშა, თქვენთან ერთად დგანან თქვენი მშობლები, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მან იმ ახალგაზრდებს მიმართა, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ და ამისთვის მადლობა გადაუხადა. სააკაშვილის თქმით, მისი შვილიც დგას საპროტესტო აქციაზე და რომ არა პატიმრობა, ისიც აქციაზე […]

ლგბტ პროპაგანდის შემზღუდველ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე შეხვედრებზე ხალხმა აბსოლუტური მხარდაჭერა გამოხატა, ყველა გრძნობს, რომ ეს ცვლილებები ჩვენი ტრადიციული ღირებულებების დაცვისთვის აუცილებელია

ლგბტ პროპაგანდის შემზღუდველ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე შეხვედრებზე ხალხმა აბსოლუტური მხარდაჭერა გამოხატა, ყველა გრძნობს, რომ ეს ცვლილებები ჩვენი ტრადიციული ღირებულებების დაცვისთვის აუცილებელია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა ლგბტ პროპაგანდის შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრების ნაწილი შეაფასა. როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, უკვე მეოთხე შეხვედრა ჩატარდება, წინა შეხვედრებზე კი დამსწრეთა მხრიდან აბსოლუტური მხარდაჭერა […]

ირაკლი კობახიძე არის მთავრობის მეთაური, რომელიც პოლიტიკაში მიიჩნევა დიდ მოჭადრაკედ – ვიქტორ ორბანი

ირაკლი კობახიძე არის მთავრობის მეთაური, რომელიც საქართველოში მიიჩნევა დიდ მოჭადრაკედ, ეს გასაოცარი არ არის, რადგან საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ჭადრაკი არის გეოპოლიტიკური თამაში, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში, „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ორბანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღონისძიებაზე დასწრებისთვის და წარმატებები უსურვა. „მინდა, მივესალმო ბატონ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ის […]