“სამარცხვინო” – კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

თბილისის მერი კახა კალაძე სამარცხვინოს უწოდებს ევროპარლამენტის მიერ ახლახან მიღებულ რეზოლუციას, რომლის თანახმადაც, სანამ რუსული კანონი დღის წესრიგშია, უნდა გაიყინოს EU-სთან მოლაპარაკებები, შესაძლოა გადაიხედოს უვიზო მიმოსვლა და დასანქცირდეს ივანიშვილი. “მორიგი სამარცხვინო ფაქტი ვნახეთ ჩვენ. ე.ი. არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ზოგიერთი ევროპარლამენტარი. სამარცხვინოს დავარქმევდი მე ამ რეზოლუციას. თუმცა ისიც […]
რაიმე რისკი იდენტიფიცირებული არაა – საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი “ოფშორების კანონზე”

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ოფშორების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, ბანკების მხრიდან რაიმე რისკი იდენტიფიცირებული არაა.
აუცილებელია, კონსტიტუციით განვამტკიცოთ ის უფლებები, რომელიც ჩვენი ისტორიიდან და ტრადიციიდან მოდის

აუცილებელია, კონსტიტუციით განვამტკიცოთ ის უფლებები, რომელიც ჩვენი ისტორიიდან და ტრადიციიდან მოდის „აგიტაციას და პროპაგანდას აგიტაციითა და პროპაგანდით უნდა დავუპირისპირდეთ, მაგრამ დღეს მსოფლიოში ისეთი რამ ხდება, რასაც მხოლოდ პროპაგანდას ვერ დავარქმევთ, ეს არის პირდაპირი ზეწოლა ეროვნულ სახელმწიფოებზე – რომ თავისი კანონმდებლობა მოარგონ იმ ტრენდს, რომლის დამკვიდრებასაც დღეს მსოფლიოში ცდილობენ“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ […]
Meta-მ I კვარტალში წმინდა მოგება გააორმაგა და კაპიტალური პროგნოზი გაზარდა

მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელის ფეისბუკის მფლობელი Meta-ს პრესრელიზის მიხედვით, კომპანიის წმინდა შემოსავალი იანვარ-მარტში იყო 12,37 მილიარდი დოლარი, ანუ 4,71 დოლარი ერთ აქციაზე, წინა წლის იმავე პერიოდის 5,71 მილიარდ დოლართან და 2 დოლართან შედარებით წინა წლის. შემოსავალი 27%-ით გაიზარდა და 36,46 მილიარდი დოლარი შეადგინა. FactSet-ის მიერ გამოკითხულმა ანალიტიკოსებმა საშუალოდ შეაფასეს კომპანიის მოგება 4,3 აშშ დოლარად აქციაზე, […]
აშშ-მ დაადასტურა, რომ უკრაინას შორი მოქმედების რაკეტები ფარულად მიაწოდა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას „ატაკამსის“ ტიპის რაკეტები საიდუმლოდ გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს. „შემიძლია დავადასტურო, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედების რაკეტები, ATACMS, უკრაინას პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებით მისცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აშშ-მ უკრაინელთა თხოვნით არ გაასაჯაროვა, რათა დაეცვა ოპერაციის უსაფრთხოება,“ განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვედანტ პატელმა. ATACMS-ის მოქმედების არეალი 300 კილომეტრია და უკრაინას […]
პაპუაშვილი: ეს არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ

ამ რეზოლუციას, ისევე როგორც წინა სამ რეზოლუციას, რომელშიც უარესები ეწერა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, მოგვიწოდებდნენ, რომ სანქციები დაგვეწესებინა, ან ევროკავშირს დაეწესებინა, კანდიდატის სტატუსი რომ არ მოეცათ, ეგეც იყო ჩაწერილი, მაგრამ მაინც მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, ამიტომ ეს არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ, რაც ასეთი სამწუხარო რეალობაა. ივნისში არჩევნები არის ევროპარლამენტის, მე იმედი მაქვს, […]
შალვა პაპუაშვილი – რა თქმა უნდა, ჩვენ რომ მზად ვიყოთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, უკვე წევრი ვიქნებოდით – აქ გადამწყვეტია, არა როდის დაიწყება რაღაც პროცესი, არამედ როდის დასრულება

რა თქმა უნდა, ჩვენ რომ მზად ვიყოთ [ევროკავშირში] გაწევრიანებისთვის, უკვე წევრი ვიქნებოდით, ეს ისედაც ჭეშმარიტებაა – რაც შეეხება პროცესს, როდის რა მოხდება, სინამდვილეში აქ გადამწყვეტია, არა თუ როდის დაიწყება რაღაც პროცესი, არამედ როდის დასრულება, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბათუმში, მედიასთან შეხვედრაზე “ინტერპრესნიუსის” კითხვას, რომელიც “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას […]
26 აპრილს, საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდი იქნება, 27-29 აპრილს კი, ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც. ამასთან, განმარტავენ, რომ თბილისში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 26 აპრილს შენარჩუნებული იქნება ცხელი […]
მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას ადვოკატი – გიორგი კაკაურიძე წინა მთავრობის პერიოდშიც მუშაობდა, ამ მთავრობის პერიოდშიც მუშაობს – მან ძალიან პროფესიონალურად და კეთილსინდისიერად გასცა დასმულ კითხვებს პასუხი

[გიორგი კაკაურიძე] წინა მთავრობის პერიოდშიც მუშაობდა, ამ მთავრობის პერიოდშიც მუშაობს. მან ძალიან პროფესიონალურად და კეთილსინდისიერად გასცა დასმულ კითხვებს პასუხი, – ასე შეაფასა მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება. როგორც ის განმარტავს, კაკაურიძის ჩვენებამ თეიმურაზ ჯანაშიას ბრალეულობა “მთლიანად ჩამოანგრია”. „ეს მოწმეები რელევანტურები რომ არიან, წინასასამართლო […]
სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება – ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუციის სრულ ტექსტთან ერთად, რომელიც ამბობს, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, სანამ „აგენტების კანონი“ ძალაში იქნება, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ორივე შესწორებას, რომლითაც ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. რეზოლუციის სრულ ტექსტთან ერთად, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა […]