ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. “მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები განიხილეს და აღნიშნეს პარტნიორობის განვითარების კუთხით ბოლო წლებში მიღწეული პოზიტიური შედეგები. ყურადღება დაეთმო სექტორული კავშირების შემდგომი გაფართოების მნიშვნელობას და ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში გაფორმებული დოკუმენტების როლს ამ მიმართულებით. ხაზი გაესვა უნგრეთის მტკიცე მხარდამჭერ […]
წყალტუბოში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

წყალტუბოში, ქალაქის შესასვლელში, ახალგაზრდა კაცს ცეცხლი გაუხსნეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მათ ხმაურის გაიგეს და ადგილზე მისულს დაჭრილი მამაკაცი დახვდათ, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. მიმდინარეობს თვითმხილველის გამოკითხვაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო.
„არასოდეს გამიშვა“ – ნობელიანტი მწერლის კაზუო იშიგუროს ცნობილი რომანი, რომელმაც მსოფლიო მოიარა

როგორია შენი ცხოვრება, როცა იცი, რომ ადამიანი კი არა, მხოლოდ და მხოლოდ სამომხმარებლო რესურსი ხარ? – ეს არის მთავარი კითხვა, რაც იაპონური წარმოშობის ბრიტანელი მწერლის კაზუო იშიგუროს რომანში – „არასოდეს გამიშვა“ არის დასმული. ნობელიანტი მწერლის ანტიუტოპიური რომანი 2005 წელს გამოიცა. ეს მისი რიგით მეექვსე ნოველაა, რომელიც გვიამბობს 1990-იანი წლების ინგლისის ალტერნატიულ რეალობაზე, რომელშიც ადამიანებისგან მასობრივად […]
აქციის მონაწილე, 18 წლის მოსწავლე სანდრო ჯოხაძე სასამართლომ 2200 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 25 აპრილს, 2200 ლარით დააჯარიმა „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციების – „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ – მონაწილე, 18 წლის მოსწავლე სანდრო ჯოხაძე. მის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ორგანიზაციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მხარის თანხმობის შემთხვევაში მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. ძმები, სანდრო და გიგა ჯოხაძეები პარლამენტის მარჯვენა, გვერდითა შესასვლელთან, ქუჩაზე მაშინ დააკავეს, […]
სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება – ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს, საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით, ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის სრულ ტექსტთან ერთად, რომელიც ამბობს, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, სანამ „აგენტების კანონი“ ძალაში იქნება, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ორივე შესწორებას, რომლებითაც ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. რეზოლუციის სრულ ტექსტთან ერთად, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა […]
საფინანსო სისტემაში პროცესების ცვლილებას არ გამოიწვევს – სები ოფშორების კანონზე

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფშორებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ დაჩქარებულად მიღებულ კანონს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს კანონი საფინანსო სისტემაში პროცესების ცვლილებას არ გამოიწვევს. „გვსურს გამოვეხმაუროთ ეროვნული ბანკისა და ფინანსური სისტემის მიმართ თითქოსდა ფულის გათეთრებასა და სანქციების რეჟიმისთვის თავის შესაძლო არიდების გაზრდილ რისკებთან დაკავშირებით ბოლო დროს გავრცელებულ სპეკულაციებს, რომელიც “საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების შეტანას უკავშირდება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ […]
„ეს ახალი თავია სააგენტოს და ქვეყნის ისტორიაში – ოფიციალურად ვიწყებთ კაპიტალის ბაზრის მიმართულებით პროგრამების განხორციელებას“ – მიხეილ ხიდურელი

„ეს ახალი თავია სააგენტოს და ქვეყნის ისტორიაში – ოფიციალურად ვიწყებთ კაპიტალის ბაზრის მიმართულებით პროგრამების განხორციელებას“ – მიხეილ ხიდურელი „ეს არის ახალი თავი სააგენტოს და რა თქმა უნდა ქვეყნის ისტორიაში, რადგან ქვეყანა ოფიციალურად იწყებს კაპიტალის ბაზრის მიმართულებით კონკრეტული პროგრამების განხორციელებას” – ამის შესახებ „აწარმოე საქართველოში” დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა. „სააგენტო […]
„სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ფუნდამენტურია, ქვეყანაში არსებობდეს დივერსიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტები, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მოაქვს“ – ირაკლი ნადარეიშვილი

„სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ფუნდამენტურია, ქვეყანაში არსებობდეს დივერსიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტები, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მოაქვს“ – ირაკლი ნადარეიშვილი „კაპიტალის ბაზრის რეფორმა ერთ-ერთი მთავარი სტრუქტურული რეფორმაა, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს ეროვნულ ბანკთან და სხვა პარტნიორ უწყებებთან ერთად. სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ფუნდამენტურია, რომ ქვეყანაში არსებობდეს დივერსიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტები, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მოაქვს”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი […]
პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში – სეზონის გენერალური სპონსორია ბაზისბანკი

პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში – სეზონის გენერალური სპონსორია ბაზისბანკი
წყალტუბოში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით კაცი დაჭრეს – მედია

მთავარი არხის ინფორმაციით, წყალტუბოში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით კაცი დაჭრეს. შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. შსს-ში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.