საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს LSG Solutions-ს, მესტიის აეროპორტის კონკურსში, მისი არქიტექტორების შექმნილი კონცეფციის გამარჯვებას

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალზეგამოცხადებულ კონკურსში, 18 პრეტენდენტს შორის, კომპანია Green Studio-მ საუკეთესო პროექტიწარმოადგინა და, შესაბამისად, გაიმარჯვა. კონკურსში გამარჯვებული პროექტის არქიტექტურულკონცეფციაზე სწორედ LSG Solutions-ის გუნდისარქიტექტორებმა, ნინო გრიგოლაშვილმა და თეონაგოგოლაძემ იმუშავეს. ახალი ტერმინალის კონცეფცია წარმოადგენსთანამედროვე შენობას, რომლის იდეა არის კავშირიდაამყაროს წარსულსა და აწმყოს შორის. თანწარსულის საუკეთესო მაგალითებს, საშუალებამისცეს, ახალი სახით მომავალში გაიკვლიოს გზა. თამარ მეფის სახელობის აეროპორტის […]
გაზრდილი CashBack – ის ახალი აქცია იწყება

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack ახალ აქციას იწყებს ტანსაცმლის, პარფიუმერიისა და აქსესუარების მოყვარულებისთვის. 26-დან 28 აპრილის ჩათვლით, ლიბერთის ნებისმიერი ბარათის მფლობელები მომენტალურად დაიბრუნებენ გადახდილი თანხის 40%-მდე შერჩეულ მეგობარ ობიექტებში. მომხმარებლებს, ვინც ჯერ არ არის ლიბერთის მომხმარებელი და სურს CashBack-ით სარგებლობა, უკვე შეუძლიათ მარტივად გახსნან ლიბერთის ანგარიში ონლაინ, ერთი ხელის მოსმით: https://bit.ly/3wF6LjG აქციაში მონაწილე ობიექტებია: ● 26 […]
ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას – 125 საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციის მიმართვა

საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციები ავრცელებენ ერთობლივ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რუსული კანონის ჩაგდებამდე, ისინი ხელისუფლებასთან ყველანაირ თანამშრომლობას აჩერებენ. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ხელმომწერი ორგანიზაციები უარს ამბობენ რაიმე ფორმით “ღირსების შემლახავ რეესტრში” დარეგისტრირებაზე და საზოგადოებას მოუწოდებენ, 28 აპრილს, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ. “1. ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას,სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს; 2. ვაცხადებთ, რომ არასოდეს, არავითარი ფორმით არ […]
იონათამიშვილი: ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი!

წერს ქართული ოცნების დეპუტატი რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რომელიც ეხება საქართველოში რუსული კანონის მიღებას. დოკუმენტი შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, განიხილოს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის სანქცირება და გადაიხედოს საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი. მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციის მიღებით ევროპარლამენტი ითხოვს, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია.
მაკრონის თქმით, ევროპა თავდაცვისთვის უკეთ უნდა მოემზადოს და შეიარაღების წარმოება გაზარდოს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 25 აპრილს გამართულ გამოსვლაში ერთიანი ევროპული თავდაცვის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ევროპის კონტინენტი სამხედრო კუთხით აშშ-ს გავლენაზე ნაკლებად დამოკიდებული უნდა გახდეს. “არსებობს საფრთხე, რომ სულ მხოლოდ 3 წელში ევროპა მოკვდება. ჩვენ საფრთხეებთან გასამკლავებლად მზად არ ვართ”. – განაცხადა მაკრონმა პარიზის უნივერსიტეტში გამართულ გამოსვლაში. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, სამხედრო შეიარაღების […]
ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 25 აპრილის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.51 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 0.48 თეთრით გაუფასურდა. 25 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6869 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8804 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.73 ლარია, ხოლო ევროსი – 2.93 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.69 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.88 ლარად.
126 ორგანიზაცია: სანამ რუსული კანონი დღის წესრიგშია, ვაჩერებთ თანამშრომლობას ხელისუფლებასთან

არასამთავრობო ორგანიზაციები რუსულ კანონთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. კერძოდ, NGO-ების გადაწყვეტილებით ისინი ხელისუფლებასთან ყოველგვარ თანამშრომლობას წყვეტენ, სანამ კანონპროექტს არ გაიწვევენ. ისინი ასევე აცხადებენ, რომ არ დარეგისტრირდებიან “ღირსების შემლახავ რეესტრში.” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 1. ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს; 2. ვაცხადებთ, რომ არასოდეს, არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში; 3. მოვუწოდებთ […]
ლევან ხაბეიშვილი – ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან – დამთავრდა სახლში პულტებით ტელევიზორთან ჯდომის დრო, საქართველოს აუქმებს ივანიშვილი

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან. რეზოლუციაში ასევე მოთხოვნილია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში წერს. მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს იძულებულს ხდის, რომ უმძიმესი ნაბიჯები […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა თურქმენეთში გამართულ ინფორმატიკის საერთაშორსო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მაგისტრანტმა მიქაელ მალანიამ თურქმენეთის ნავთობისა და გაზის საერთაშორისო უნივერსიტეტში (აშხაბადი) გამართულ „ინფორმატიკის II ღია საერთაშორისო ოლიმპიადაზე (OIOIUS-2024) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, OIOIUS-2024-ში მონაწილეობა მიიღო სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტურმა გუნდმა შალვა დავითაშვილის, მიქაელ მალანიას, ლაშა იაკობიძის, ნოდარ […]
რატი იონათამიშვილი – ევროპარლამენტმა რეზოლუციით მოითხოვა სააკაშვილის გათავისუფლება, ივანიშვილის დასანქცირება, გამჭვირვალობის კანონის და ოჯახური ღირებულებების საკონსტიტუციო ცვლილებების გაწვევა – ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში აფასებს. იონათამიშვილის თქმით, ევროპარლამენტმა, რეზოლუციით მოითხოვა „სააკაშვილის გათავისუფლება, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება, “გამჭვირვალობის კანონპროექტის” და ოჯახური ღირებულებების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების გაწვევა. დეპუტატის შეფასებით, დღევანდელი ევროპარლამენტი ევროპის სირცხვილია”. „ამბავი უნდა მოყვე, შეფასებაც არ სჭირდება – ევროპარლამენტმა რეზოლუციით მოითხოვა: სააკაშვილის გათავისუფლება; […]