პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება

საკანონმდებლო ორგანოსთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია – „არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს. პარლამენტთან შეკრებილი ახალგაზრდები საპროტესტო მსვლელობას დღესაც გეგმავენ. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენამდე “ენერგიით მივიდნენ”. „მიმდინარე აქციებს ყველა დიდი რესურსითა და მუხტით უდგება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანური რესურსი ყველას გვაქვს, აუცილებელია, კანონპროექტის მეორე მოსმენამდე ენერგიით მივიდეთ. […]
როგორ “გვეღადავება” ევროპარლამენტი? – “ვიზალიბერალიზაციის გაუქმების მექანიზმი არ არსებობს” – რა წაიკითხა კალაძემ?

რაც შეეხება საკითხს, რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერი გაკეთდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის, როგორმე მოსახლეობაში გამოიწვიონ აჟიოტაჟი, დააბნიონ საზოგადოება, რათა გაამწვავონ საროტესტო მუხტი. ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც დღეს რადიკალური ოპოზიციის ქმედება, რეზოლუციის გამოქვეყნებისთანავე გაკოტრებული პოლიტიკოსები, ერთმანეთის მიყოლებით დალაგდნენ კამერებთან და ხალხის მოტყუებას ცდილობენ, თითქოს უვიზო მიმოსვლას გვიქმებენ, მინდა საზოგადოებას მივმართო, არ მოტყუვდეთ მეგობრებო, არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში… […]
ქვეყნის სულიერების გადამრჩენელი – რა წაიკითხა კალაძემ?

სამარცხვინო რეზოლუციის ავტორებმა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს, ადამიანის, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად აგენტი კრიმინალების ბანდას გამოსტაცა ეს ქვეყანა ხელიდან და განადგურებას გადაარჩინა, ევროპარლამენტარები ითხოვენ იმ ადამიანის დასანქცირებას, რომელმაც ჩვენი ქვეყნის კულტურა და სულიერება საკუთარი უპრეცედენტო ქვცელმოქმედებით გადაარჩინა და ისეთ დემოკრატიას ჩაუყარა საფუძველი, სადაც ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის უფლებები უმაღლეს დონეზეა დაცული. როდის აპირებს, ქართული ოცნება, […]
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ფარგლებში წესების გამკაცრებას, რაც, მათ შორის ნაღდი ანგარიშსწორებით 10 000 ევროზე მეტის გადახდის აკრძალვას მოიცავს

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ფარგლებში წესების გამკაცრებას, რაც, მათ შორის ნაღდი ანგარიშსწორებით 10 000 ევროზე მეტის გადახდის აკრძალვას მოიცავს ევროპარლამენტმა ნაღდი ანგარიშსწორებით 10 000 ევროზე მეტის გადახდის აკრძალვას მხარი დაუჭირა. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანომ ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ფარგლებში მიიღო. ნაღდი ფულით ანგარიშსწორებაზე დაწესებული შეზღუდვების გარდა, ახალი წესებით, ფუფუნების საგნების გამყიდველებმა უნდა გადაამოწმონ […]
Nestle-ს შვილობილი კომპანია Perrier-ი 2 მილიონ ბოთლ წყალს გაანადგურებს

Nestle-ს შვილობილი კომპანია Perrier-ი 2 მილიონ ბოთლ წყალს გაანადგურებს „ნესტლეს“ შვილობილი კომპანია perrier-ს დაევალა 2 მილიონი ბოთლი წყლის განადგურება მას შემდეგ, რაც „ფეკალური წარმოშობის“ ბაქტერია აღმოაჩინეს მის ერთ-ერთ ჭაში, სამხრეთ საფრანგეთში (გარდი). ამის შესახებ ინფორმაციას euronews.com-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული დარღვევა დაკავშირებულია ქარიშხალ „მონიკასთან“, რომელიც საფრანგეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთით, მარტის შუა რიცხვებში დაატყდა თავს. Nestlé-ს ცნობით, ამ […]
მაიკლ როთი – არც ივანიშვილი და არც სააკაშვილი არ არიან საქართველოს ნათელი მომავლის სიმბოლოები შუაგულ ევროპაში – ეს არის ევროპული ღირებულებების დამცველი მამაცი ახალგაზრდა თაობა

არც ივანიშვილი და არც სააკაშვილი არ არიან საქართველოს ნათელი მომავლის სიმბოლოები შუაგულ ევროპაში, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “არც ივანიშვილი [და] არც სააკაშვილი არ არიან საქართველოს ნათელი მომავლის სიმბოლოები შუაგულ ევროპაში. ეს არის ევროპული ღირებულებების დამცველი მამაცი ახალგაზრდა თაობა! მადლობა!”, – წერს როთი.
კახა კალაძე – პირდაპირ გვითხრეს, საქართველოში ფართო ასპარეზი უნდა დავუთმოთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას – არავის პირადი ცხოვრებით არ ვინტერესდებით, არავის განსჯას არ ვაპირებთ, მაგრამ პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია

სამარცხვინო რეზოლუციით ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ, უკან გავიწვიოთ კანონი, რომელიც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ითვალისწინებს – პირდაპირ გვითხრეს, საქართველოში ფართო ასპარეზი უნდა დავუთმოთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ევროპარლამენტის რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა. კახა კალაძის თქმით, საქართველოში ყველა ადამიანის უფლებები დაცულია, განურჩევლად მათი სქესისა და ორიენტაციისა. „სამარცხვინო […]
გივი მიქანაძე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვია

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 8 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გივი მიქანაძე სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა. კომიტეტის თავმჯდომარე სკოლების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნო. „ჩვენ ვხედავთ, რომ უპრეცედენტო პროექტი, რომელიც მთავრობამ დააინიცირა და რომელიც 800 სკოლის მშენებლობასა […]
მაკრონი თავის საპროგრამო გამოსვლაში: ევროპა “არ არის აშშ-ის ვასალი”

საფრანგეთის პრეზიდენტი ემუნუელ მაკრონი 25 აპრილს თავის საპროგრამო გამოსვლაში ევროპის მეტი დამოუკიდებლობისკენ მოწოდებით გამოვიდა. მან პარიზის სორბონის უნივერსიტეტში განაცხადა, რომ ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ არ არის აშშ-ის ვასალი. ეს ცხადი უნდა იყოს სხვა რეგიონების მიმართაც, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მან აღნიშნა, რომ ევროპას საფრთხე ემუქრება და თავდაცვის სფეროში კურსის კარდინალური ცვლილების მომხრედ გამოვიდა. მაგალითად, მაკრონის წინადადებით, […]
გასულ კვირაში აშშ-ში ნავთობის მარაგები 6,4 მლნ ბარელით შემცირდა

ნავთობის კომერციული მარაგები შეერთებულ შტატებში გასულ კვირას 6,368 მილიონი ბარელით შემცირდა, ნათქვამია ენერგეტიკის დეპარტამენტის ყოველკვირეულ ანგარიშში. ეს არის ყველაზე დიდი ვარდნა იანვრის შემდეგ. Trading Economics-ის მიხედვით, ანალიტიკოსები ელოდნენ მარაგების ზრდას საშუალოდ 1,6 მილიონი ბარელით.