ზურაბ მახარაძე: რეესტრმა ჩვენი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

საჯარო რეესტრმა პოლიტიკური პარტია „ქართული იდეის“ რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობის მოკვლევა დაიწყო. აღნიშნული პარტიით არჩევნებში მონაწილეობას პრო-რუსული „ალტ ინფოს“ ლიდერები გეგმავენ. მათ პარტიას “კონსერვატიულ მოძრაობას” საჯარო რეესტრმა რეგისტრაცია 8 აპრილს გაუუქმა და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეს მათ სხვა პარტიის [“ქართული იდეა”] რიგებით გამოსვლა არჩევნებზე. „ალტ ინფოს“ განცხადებით, ცენტრალი საარჩევნო კომისიისგან მიიღეს წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ […]

“ბაიერნს” დიდი ალბათობით, რანგნიკი გაწვრთნის

დიდი ალბათობით, მიუნხენის “ბაიერნს” მომდევნო სეზონში რალფ რანგნიკი გაწვრთნის, ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. რანგნიკი ამჟამად ავსტრიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია და როგორც რომანო ირწმუნება, მიუნხენურ კლუბს ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციისთვის კომპენსაციის სახით 2-3 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. რალფი “რეკორდმაისტერთან” კონტრაქტს 2+1 სისტემით გააფორმებს. შეგახსენებთ, რანგნიკი სხვადასხვა დროს “შალკეს”, “შტუტგარტს”, “ჰოფენჰაიმს”, “ჰანოვერს”, “ლაიფციგსა” და […]

ჯაფარიძე: რუსული კანონი საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს და უსაფრთხოებას არ წაადგება

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყანა 30 წელი ერთი მიმართულებით ვითარდებოდა, ახლა “სხვა მხარეს წასვლა” საქართველოს პერსპექტივებზე უარყოფითად იმოქმედებს. “30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება […]

შინაარსი ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა – აშშ-ის სახდეპ-ი „უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ კანონპროექტზე

ამ კანონპროექტზე უკვე ბოლო რამდენიმე კვირაა, ვსაუბრობთ. გავიმეორებ – ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ვედანტ პატელმა საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ „უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. „ეს არის ისეთი კანონმდებლობის მსგავსი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ კრემლში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, რომლებსაც აქვთ მედია ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების აქტორების, არაკომერციული ორგანიზაციების […]

მთავრობამ „მომავლის ენერგიას“ დმანისში „მაშავერა 2“ და „მაშავერა 3“ ჰესის ასაშენებლად მიწები 49 წლით გადასცა

საქართველოს მთავრობამ კომპანია „მომავლის ენერგიას“ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში 4.8 ჰა-ის ფართობის 4 მიწის ნაკვეთი აღნაგობის უფლებით 49 წლით გადასცა, ხოლო სოფელ განთიადში, დიდ დმანისსა და ამამლოში 7 მიწის ნაკვეთი. მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრემიერის განკარგულებების მიხედვით, მიწის დმანისში არსებული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ კომპანიამ 49 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 15 366 ლარი უნდა გადაიხადოს, ხოლო 7 […]

“შსს-ს თანამშრომელი იმ კერძო კომპანიის მენეჯერს შეხვდა, სადაც მისი მეუღლე იყო დასაქმებული, მანქანაში ჩაისვა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა” – რა ინფორმაციას ავრცელებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური?

“შსს-ს თანამშრომელი იმ კერძო კომპანიის მენეჯერს შეხვდა, სადაც მისი მეუღლე იყო დასაქმებული, მანქანაში ჩაისვა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა” – რა ინფორმაციას ავრცელებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური? სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა. “სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. გამოძიებით დადგინდა, […]

ირაკლი ქადაგიშვილი – ამ მოწვევის ევროპარლამენტი მუშაობას ასრულებს, ამიტომ ყველაფერს ერთად მოუყარეს თავი და წასვლის წინ კარი გამოიჯახუნეს

ამ მოწვევის ევროპარლამენტი, რომელიც მთელი წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილისა და მისი პოლიტიკური ჯგუფის ლობირებას ეწეოდა, მუშაობას ასრულებს – ამიტომაც, ყველაფერს ერთად მოუყარეს თავი, წასვლის წინ კარი გამოიჯახუნეს და ყველა საკითხი, რასაც სააკაშვილის ინტერესების გათვალისწინებით ლობირებდნენ, ერთ რეზოლუციაში ჩაწერეს! – ასე ეხმაურება ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციას “ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი. როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, უვიზო მიმოსვლის […]

ოპოზიციური პარტიები – 29 აპრილს ივანიშვილის მიერ ორგანიზებული შეკრების მიზანია დაყოს და დააპირისპიროს ხალხი – ერთიანი ძალებით, კოორდინირებულად ვემზადებით წინააღმდეგობისთვის რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის

პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ვუერთდებით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს და ვიწვევთ საქართველოს მოქალაქეებს, რათა კიდევ ერთხელ, მშვიდობიანად, მკაფიოდ და ხმამაღლა ვუთხრათ „კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“ – ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. მათი ინფორმაციით, 29 აპრილს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ ორგანიზებული შეკრების მიზანია, დაყოს და დააპირისპიროს […]

არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი იუსტიციის მინისტრს წერილით მიმართავს და განმარტებას სთხოვს, რატომ ვერ ხერხდება მიხეილ სააკაშვილთან უკრაინის სახალხო დამცველის შეშვება

არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს ოფიციალური წერილით მიმართა, რითაც ითხოვს, სამინისტრომ ახსნას, რატომ ვერ ხერხდება უკრაინის სახალხო დამცველის შეშვება პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან კლინიკა „ვივამედში“. წერილის წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, შესაბამისად აღნიშნულ კითხვაზე პასუხს სამართლებრივად ითხოვენ. „მარტში ვიმყოფებოდი კევში. შეხვედრა მქონდა უკრაინის […]

პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა – დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი – 1988 წელს დაბადებული მ.მ. და 2000 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 4- დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. […]