ცესკომ ძალადობრივი, პრორუსული ალტ ინფოს ახალი პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია შეაჩერა

ძალადობრივი, პრორუსული ალტ ინფოს ლიდერის, ზურაბ მახარაძის განცხადებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ალტ ინფოს პარტია – ქართული იდეის გაუქმების პროცესი დაიწყო. მახარაძე Facebook-ზე ცესკოს წერილსაც აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, უწყებაში შესულია ანტიკორუფციული ბიუროს საჩივარი, რომელიც ქართული იდეის რეგისტრირებული მონაცემების კონონმდებლობასთან შესაბამისობის მოკვლევას ეხება. დოკუმენტის თანახმად, ცესკომ ქართული იდეის საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა მოკვლევის პერიოდში შეაჩერა. თავად მახარაძე […]

უკრაინის მოკავშირეები დახმარების შემდეგ ნაბიჯებს განიხილავენ „რამშტაინის ფორმატში“

უკრაინის დაცვის საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „რამშტაინის ფორმატი), 26 აპრილს მართავს ვირტუალურ შეხვედრას, რათა განიხილონ უკრაინის არმიის ერთობ საჭირო დახმარების მიწოდების დაჩქარების გზები. ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური წერს, უკრაინის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით. „რამშტაინის ფორმატის“ დასახელება უკავშირდება გერმანიაში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზის დასახელებას. მასში გაერთიანებულია 50 სახელმწიფო, უკრაინის მოკავშირეები აშშ-ის მეთაურობით. ჯგუფის […]

საქართველო ევროპის დღე 2024-ს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით პირველად აღნიშნავს

წელს პირველად, საქართველო ევროპის დღეს უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით შეხვდება. ღონისძიება, რომელიც მრავალი წელია საქართველოში სწორედ ევროპის დღის აღსანიშნავად იმართება, ამჯერადაც მასშტაბური და გამორჩეული იქნება. ეს იქნება დღე, როდესაც ათასობით ადამიანი მშვიდობის, მრავალფეროვნებისა და ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებების აღსანიშნავად შეიკრიბება. შეხვედრის ადგილი კვლავაც უცვლელია – თბილისი, „ექსპო ჯორჯია”, სადაც სტუმრებს წელსაც ექნებათ საშუალება, […]

ოფშორებიდან საქართველოში ქონების გადმოტანას კანონი საგადასახადო საიდუმლოებად ჩათვლის და დაფარავს

ეკონომიკური სარგებლის მოტივით პარლამენტმა საგადასახადო კოდექსი დაჩქარებულად შეცვალა და ოფშორულ კომპანიებს შეღავათები დაუწესდა. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, ქვეყანაში „შავი ფული” რომ არ მოხვდეს, ეს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მოვალეობაა, რადგან მისი ძირითადი ფუნქცია უკანონო შემოსავლების აღმოჩენა და მათი ლეგალიზაციის პრევენციაა. „ქართული ოცნების” წარმომადგენელი და კანონპროექტის ავტორი ამბობს, რომ “პრობლემას ვერ ხედავს“ პროცესის გამჭვირვალობაში, თუმცა ზუსტად არ […]

დეპოზიტების მოცულობა ₾51.81 მლრდ-მდე გაიზარდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის მარტის ბოლოსათვის 51.81 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.31 მლრდ ლარით, ანუ 2.60%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.98%-ით მეტი). ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 706.91 მლნ ლარით, ანუ 3.35%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.78%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე […]

საქართველოს ხელისუფლებას სრული უფლება აქვს გამჭვირვალობის კანონი მიიღოს – ვხედავთ, რომ ევროკავშირი, რომელიც დემოკრატიულ ინსტიტუტად დაარსდა, უფრო და უფრო არადემოკრატიული ხდება – ბელგიელი სენატორი

საქართველოს ხელისუფლებას სრული უფლება აქვს გამჭვირვალობის კანონი მიიღოს – ვხედავთ, რომ ევროკავშირი, რომელიც დემოკრატიულ ინსტიტუტად დაარსდა, უფრო და უფრო არადემოკრატიული ხდება – ბელგიელი სენატორი ბელგიელი სენატორი, ევროკავშირის ლიდერების, მათ შორის შარლ მიშელისა და ჟოზეფ ბორელის მხრიდან, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონპროექტის კრიტიკას არადემოკრატიულ ქმედებას და სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმას უწოდებს. „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ბელგიის სენატისა […]

არ გიტყდებათ?! – დავით ქართველიშვილი

არ გიტყდებათ?! – დავით ქართველიშვილი „ამოდენა ევროპარლამენტს, რომ შეაწუხებ და უკვე „გედის სიმღერად” ქცეულ, მათ ერთ-ერთ უკანასკნელ რეზოლუციას, იმ კახელის შესახებ კლასიკურ ანეკდოტამდე რომ დაიყვან – რა დღეში უნდა გქონდეს ნერვები, მსგავს შეკითხვებს საგულდაგულოდ რომ ამზადებდე, სავარაუდოდ, ამაში თანხებს ხარჯავდე და მერე ისე გიხაროდეს, პასუხიც რომ არც გაინტერესებდეს“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, […]

რეზოლუციის ასე შედგენა ძალიან ცუდია… თუმცა ვიზალიბერალიზაციის გაუქმება რთული პროცესია – ნინა კობახიძე

“ჯეო ჰოსპიტალის” ქსელის და სადაზღვევო კომპანია “ბენეფიტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ნინა კობახიძის შეფასებით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციის საკითხის გაწერა არასასიამოვნო და ძალიან ცუდი ფაქტია. ჯანდაცვის სექტორში ერთ-ერთი მსხვილი ჯგუფის ხელმძღვანელი იმასაც განმარტავს, რომ რეზოლუციას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და პროცედურულად ვიზალიბერალიზაციის გაუქმება რთული პროცესია. bm.ge-სთან საუბრისას ნინა კობახიძე აცხადებს, რომ დღეს პოზიციამ და ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთონ […]

არჩილ მორჩილაძე – AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებები აკრედიტაციის პროცესს გადიან, რომელიც 2025 წლის 1-ელ იანვარს სრულდება. როგორც ცნობილია, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში ამერიკის აკრედიტაციის კომისიაზე (AACI) გააკეთა არჩევანი. როგორ მიმდინარეობს აკრედიტაციის პროცესი, რა ეტაპების გავლა უწევთ კლინიკებს და როგორია მათი მზაობა აკრედიტაციის მისაღებად, ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ხელმძღვანელს არჩილ მორჩილაძეს […]

ირაკლი ქადაგიშვილი – წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი პოლარიზაციის, დესტაბილიზაციისა და არასწორი პოლიტიკური პროცესების განსავითარებლად იყო გამოყენებული – ამ შესაძლებლობის დაკარგვა არ უნდათ

წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი გამოყენებული იყო ქვეყანაში პოლარიზაციის, დესტაბილიზაციისა და არასწორი პოლიტიკური პროცესების განსავითარებლად – ამ შესაძლებლობის დაკარგვა არ უნდათ და ეს ყველაფერი ამის გამოა ატეხილი! – აღნიშნული განცხადება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა. ქადაგიშვილის თქმით, კანონის ამოქმედების შედეგად, “შავი, დახურული ფულის ადგილი გაქრება და ღია […]