კობახიძისთვის ევროპარლამენტის ახალ რეზოლუციასაც „ჩალის ფასი“ აქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას, – რომელიც „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით მიიღეს 25 აპრილს, – „ჩალის ფასი აქვს“. იგი აგრძელებს შეთქმულების თეორიის გავრცელებას, რომლის თანახმადაც, „ევროპარლამენტარების უფროსებს ხელისუფლების ხელოვნურად შეცვლა უნდათ“. კობახიძემ ევროპარლამენტის რეზოლუციას უწოდა „დეჟავიუ“ [შეგრძნება, რომ მომენტი, რომელიც აწმყოში მიმდინარეობს, უკვე მომხდარა წარსულში] და განაცხადა: „ეს პროცესი არის იმ ყველაფრის გამეორება, […]
პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით 29 აპრილს განიხილავს

29 აპრილს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომლის დღის წესრიგში ასახულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით – მუხლობრივად განხილვა. კომიტეტის სხდომა 09:00 საათისთვის ჩაინიშნა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 17 აპრილს – 83 ხმით მიიღო. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ უკვე მეორედ ინიცირებული კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების […]
თინა ბოკუჩავა – 15 სახელმწიფოს შეთანხმებით შესაძლებელია საქართველომ მონაპოვარი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას უკავშირდება, დაკარგოს – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნას მიღებული

ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის უკან წაღება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის უმძიმესი დარტყმა იქნება და ბუნებრივია, ივანიშვილის პარტია გამოიყენებს საკუთარ პროპაგანდას, რომ შეცდომაში შეიყვანოს საქართველოს მოქალაქეები, თითქოსდა ეს შეუძლებელია, – ამის შესახებ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, 15 სახელმწიფოს შეთანხმების პირობებში, შესაძლებელია, საქართველომ ეს მონაპოვარი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას უკავშირდება, დაკარგოს. “ჩვენ, […]
ირაკლი კობახიძე – სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული სუბიექტები არ არიან დაინტერესებული არაფრით, რაც უკავშირდება ამ ქვეყნის განვითარებას, არადა, მთავარი სწორედ ქვეყნის განვითარებაა

სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული სუბიექტები არ არიან დაინტერესებული არაფრით, რაც უკავშირდება ამ ქვეყნის განვითარებას, არადა მთავარი არის სწორედ ქვეყნის განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს ზესტაფონის შემოვლითი 9-კილომეტრიანი გზა გაიხსნა, რომელიც მგზავრობის დროს დაახლოებით ნახევარი საათით შეამცირებს. მისივე თქმით, შემოვლითი გზის გახსნა მნიშვნელოვანია ასევე […]
ირაკლი კობახიძე – ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა სააკაშვილზე, ამ მძიმე დამნაშავეზე – ეს არის ინდიკატორი იმისა, სინამდვილეში რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი – ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით, პრინციპებით ევროკავშირში შევიდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც კობახიძის შეფასებით, სერიოზულ პრობლემებს […]
მამუკა მდინარაძე – ჩვენი გზა გამჭვირვალობა, ოჯახური ღირებულებების დაცვა, ეროვნული პოლიტიკის კეთება და საქართველოს რეალური ევროპული გზაა, ქრისტიანული და დემოკრატიული, ღირსეული ევროპული გზა!

გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე ლაპარაკობდნენ, რაც ცალსახა უპრეცედენტობა და უტოპიაა, რადგან მას სრული კონსენსუსი ჭირდება და როდესაც ამ ტყუილში ვამხილეთ, დღეს მესიჯი შეცვალეს და დროებით შეჩერებაზე გადავიდნენ, რომლის ინიციირებასაც ქვეყნების უმრავლესობის თანხმობა ჭირდება, თუმცა იმას არ ამბობენ, რომ ამავე დროს საჭიროა ძალიან კონკრეტული და მკაცრად გაწერილი სამართლებრივი საფუძვლები, საიდანაც ბუნებაში არცერთი არსებობს! – […]
საქართველო ჰაიდელბერგის წლევანდელ ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება

გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, 26 აპრილიდან 5 მაისამდე გაიმართება ჰაიდელბერგის 41-ე თეატრალური ფესტივალი, რომელიც თანამედროვე თეატრის ერთ-ერთ ყველაზე ტრადიციულ ფესტივალს წარმოადგენს. საქართველო, რომელსაც კულტურისა და თეატრის მრავალფეროვანი ისტორია გააჩნია, ჰაიდელბერგის წლევანდელ ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება, სადაც წაიკითხება ქართველი ავტორების 3 პიესა და წარმოდგენილი იქნება 4 ქართული სპექტაკლი. ფესტივალი ასევე ქართველი მუსიკოსების კონცერტით გაიხსნება.
„საქართველოს მელიორაცია“ ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს

პროექტი, რომლის ღირებულებაც 3,8 მლნ ლარზე მეტია, 14 კილომეტრამდე სიგრძის სრულიად ახალი, დახურული ქსელის და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობის მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოების განხორციელების შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი მატანის 400 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება. შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი თამაზ მღებრიშვილი ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონში, […]
„თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე 3 საათნახევარში იქნება შესაძლებელი“ – ირაკლი ქარსელაძე

,,დღეს გაიხსნა ზესტაფონის შემოვლითი გზის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 3 საათნახევარში იქნება შესაძლებელი და ეს ყველაფერი საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმების დაცვით მოხდება“- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ის სამუშაოები, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს დარჩენილ მონაკვეთებზე, […]
ბოლო 10 წელიწადში 4 მილიარდ ლარამდე საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერა

2014 წლის 25 დეკემბრიდან 2024 წლის 21 აპრილამდე, განხორციელდა ჯამში 3 920 306 225.14 ლარის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, – ამის შესახებ აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის სადეპუტატო კითხვის პასუხში. როგორც სამინისტროს პასუხშია აღნიშნულია, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა განხორციელდა სამ ეტაპად. I ეტაპი – 2014 წლის საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, 2005 წლის 1-ელ […]